სიახლეები საქსტატის მონაცემებით საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1202 ლარია,რამდენად რეალურია ეს ციფრი? 2019, 18 მარტი, 14:03 საქსტატის 18 მარტს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1202 ლარია, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან 61, 1 ლარით მეტია. 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2144.9 ლარი (წლიური ზრდა 0.6 პროცენტი); • მშენებლობა - 1956.4 ლარი (წლიური ზრდა -1.4 პროცენტი); • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1902.0 ლარი (წლიური ზრდა 7.3 პროცენტი). ამასთანავე, 2018 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 906.0 ლარი იყო, ხოლო კაცების -1468.5 ლარი, რაც ქალებისა და კაცების ნომინალურ ხელფასებში სხვაობას- 562.5 ლარს გვაძლევს. თუმცა საქსტატის სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი ირმა გვილავას განცხადებით, საქსტატი ხელფასების შესახებ მონაცემებს იღებს არა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან, არამედ დამოუკიდებელი კვლევიდან – ისინი კვარტალურად და წლიურად იღებენ საქართველოში არსებული 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან ხელფასების შესახებ მონაცემებს, თუმცა ამ მონაცემებში არ არის გათვალისწინებული ჩრდილოვან არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების ხელფასები, (კერძო ხელოსნები, ძიძები, დამხმარეები, დაქირავებულები, ინდივიდუალური მეურნეები და აშ.) საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF) 2018 წლის მონაცემებით საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 64%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ასე რომ, ეს საქსტატის ეს მონაცემები არ გამოხატავს საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასის სრულ სურათს. 119 4-ს მოსწონს
|