სხვა ჰარვარდის უნივერსიტეტის 9 უფასო კურსი, რომელიც ახლავე შეგიძლიათ გაიაროთ ნებისმიერმა მსურველმა 2019, 18 მარტი, 8:51 მაშ ასე, გაგაცნობთ ჰარვარდის უნივერსიტეტის იმ ცხრა კურსს, რომლის გავლაც თქვენ ახლავე შეგიძლიათ სრულიად უფასოდ.
1. ინფორმატიკა
თანამედროვე ციფრულ სამყაროში სასიცოცხლო მნიშვნელობის უნარს წარმოადგენს კოდირების ცოდნა. დაწყებითი დონის ეს კურსი, სხვა დანარჩენის გარდა, ასწავლის კომპიუტერულ აზროვნებას, პროგრამირების, მონაცემთა სტრუქტურის და ვებ-გვერდების პრობლემის გადაწყვეტას. ეს მოსწავლეს საშუალებას აძლევს, მოახდინოს პროგრამირება რამდენიმე ენაზე, მათ შორის C, Python და Java-ზე. მეცადინეობები ტარდება ინდივიდუალური გეგმით და შედგება 10 – 20 საათი 9 ამოცანათა კრებულის დასრულებისთვის და საბოლოო პროექტისთვის, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. კურსს გაეცანით აქ вы найдете здесь. 2. არქიტექტურული წარმოსახვა.ხშირად ხელოვნება და მეცნიერება ერთმანეთთან დაპირისპირებაში განიხილება, მაგრამ არქიტექტურაში ისინი ფანტასტიკურად ლამაზად ერთიანდებიან. ამ გაკვეთილებზე სტუდენტები შეისწავლიან არქიტექტურის როგორც ტექნიკურ, ასევე კულტურულ ასპექტებს და მიიღებენ იმის უკეთ აღქმას, თუ ის ნაგებობები, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ, როგორ არიან დაკავშირებული ისტორიასთან, ფასეულობებთან და პრაგმატულ პრობლემებთან. გაკვეთილები მიმდინარეობს ინდივიდუალური სქემით და შედგება 3- 5 საათიანი მუშაობით 10 კვირის განმავლობაში. კურსს თქვენ ნახავთ აქ вы найдете здесь. 3. სუპერ - მიწები და სიცოცხლე.როგორი სიცოცხლეა ჩვენი პატარა სამყაროს საზღვრებს მიღმა? ოცდაათი წლის წინ ჩვენ ვიცოდით მხოლოდ 9 პლანეტის არსებობის შესახებ; დღეს ვიცით ვარსკვლავების გარშემო მბრუნავი ათასობით პლანეტის თაობაზე. ამ კურსზე სტუდენტები გაიგებენ იმ ეგზოპლანეტებზე, რომლებიც შეიძლება საუკეთესო კანდიდატები იყვნენ სიცოცხლისათვის და მეტ ინტერესს რატომ იწვევენ სწორედ ეს პლანეტები. ასტრონომიის და ბიოლოგიის ცნებების გაერთიანებით, რომლებიც ადრე იშვიათად ერთიანდებოდა, ეს კლასი დღესდღეობით ასტრობიოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერსო ეპოქაში მშვენიერ შესვლას წარმოადგენს. კურსს თქვენ ნახავთ აქ вы найдете здесь. 4. სამართლიანობა.მოცემულ სიტუაციაში სწორად როგორ მოვიქცეთ? საშინელი შედეგის თავიდან აცილებისას, იმოქმედებთ თუ არა სამართლიანად? ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი კითხვებია ფილოსოფიაში. ამ კურსზე სტუდენტები გაიგებენ სამართლიანობის სხვადასხვა ასპექტებს ისეთი მოაზროვნეებისგან, როგორებიც არიან არისტოტელი, ჯონ ლოკი, იმანუილ კანტი, ჯონ სტიუარტ მილ და ჯონ პოლზი. კურსი იკითხება ინგლისურ ენაზე, მაგრამ სუბტიტრები ხელმისაწვდომია ჩინურ, გერმანულ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე და იკავებს 2- 4 საათს კვირაში 12 კვირის განმავლობაში. კურსი შეგიძლიათ იხილოთ აქ вы найдете здесь. 5. სწავლების ლიდერები.როგორ სწავლობთ თქვენ? რატომ სწავლობთ? შეგიძლიათ დაასახელოთ სამი ადამიანი, რომლებიც იზიარებენ თქვენს აზრს ამ საკითხის თაობაზე? მოსწავლეები ამ გაკვეთილზე სწავლების საკუთარ სტილს განსაზღვრავენ და გაარკვევენ, ეს სტილი როგორ ეთავსება განათლების მუდმივად ცვალებად ლანდშაფტს. მომდევნო ლექციები ეძღვნება თემას, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს ცოდნა ლიდერობისთვის, საორგანიზაციო სტრუქტურისთვის და მომავალი სწავლისთვის. ეს კურსი დამოუკიდებელია და ატარებენ 2-4 საათს კვირაში ექვსი კვირის განმავლობაში. იხილეთ ეს კურსი აქ вы найдете здесь. 6. Python -ის გამოყენება კვლევებში.გსურთ ისწავლოთ კოდირება, ხოლო შემდეგ მისი გამოყენება? ამ კურსზე სტუდენტები შეისწავლიან Python-ის პროგრამირების ენას. შემდეგ გაეცნობიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს ცოდნა კვლევით პროექტებში ისეთი ინსტრუმენტების დახმარებით, როგორიცა NumPy და SciPy. ეს კლასი საშუალო დონის კურსს წარმოადგენს და Python-ის ენის საბაზისო ცოდნა უბრალოდ აუცილებელია.
ეს კურსი იხილეთ აქ вы найдете здесь. 7. ამერიკის ხელისუფლება.ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ხელისუფლება შეიძლება უცნაურად მოქმედ შორეულ და უცხო სისტემად მოგეჩვენოთ; მადრამ ეს ძლიერი ძალაა თითოეული ამერიკელის ცხოვრებაში.
ვერ გაიგოთ, ეს როგორ მუშაობს - ნიშნავს იყოთ უპასუხისმგებლო მოქალაქე. ეს კურსი სტუდენტებს აცნობს ამერიკული ხელისუფლების ფუნქციას, ისტორიას, ინსტიტუტს და შიდა მუშაობას. არ მოითხოვება არავითარი წინასწარი შესწავლა ან გაგება ამერიკის პოლიტიკისა, რაც კურსს იდეალურს ხდის იმ არაამერიკელი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ თუ რა ხდება ამერიკაში. ეს დამოუკიდებელი კურსია და მიმდინარეობს კვირაში 3 საათი 16 კვირის განმავლობაში. კურსი იხილეთ აქ вы найдете здесь. 8. ჰუმანიტარული რეაგირება კონფლიქტებზე და კატასტროფებზე.
ჩვენ ვცხოვრობთ შემაშფოთებელ ჰუმანიტარულ კრიზისებიან მსოფლიოში. ამ გაკვეთილებზე სტუდენტები შეკითხვებს დასვამენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ჰუმანიტარული კატასტროფების მართვა ზაირის, სირიის, ბალკანებიის და სხვა ქვეყნების თემატური კვლევების დახმარებით. ეს კურსი გრძელდება 5 კვირა და მოითხოვს 3-4 საათს კვირაში. იხილეთ კურსი აქ вы найдете здесь. 9. ოპიოიდური კრიზისი ამერიკაში.დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა ოპიოიდური დამოკიდებულობის ბუმი. სამედიცინო ექსპერტები ამ კურსზე კრიზისის მიზეზებს ხსნიან ნარკომანიის არსებობით, მკურნალობის ვარიანტებით და სხვა. ეს კურსი მოითხოვს 1-2 საათს კვირაში შვიდი კვირის განმავლობაში.ეს კურსი იხილეთ აქ вы найдете здесь. ეს საინტერესო და უფასო კურსები სწორედ ახლა, მზად არიან მიგიღონ და გასწავლონ. გისურვებთ წარმატებებს.
იხილეთ ასევე:
211 8-ს მოსწონს
|