x
image
Teklamaisuraze
იცოდით! ჰაერში პირველად ცხვარმა, იხვმა და მამალმა იმოგზაურეს
ვიდრე საფრენ საშუალებებს გამოიგონებდნენ, არდადეგებზე ვერსად ვერ გაფრინდებოდით .

image

თვითმფრინავი, შვეულმფრენი, საჰაერო ბურთი, და დირიჟაბლი, რითაც ადამიანი ჰაერში მოგზაურობს.

პირველი თვითმფრინავი 1903 წელს ააგეს ხისაგან. დღეს თვითმფრინავებს მსუბუქი უაღრესად მტკიცე მასალისგან ამზადებენ.


image

თვითმფრინავები და შვეულმფრენები

ყველა თვითმფრინავს აქვს ფრთები და ძრავა. ფრთების ფორმა ძალზე მნიშვნელოვანია. მძიმე ტვირთის გადასაზიდად სწორი ფრთები სჯობს. ხოლო სწრაფ ფრენას ისრისებური ფრთები სჭირდება. შვეულმფრენს გრძელი, თხელი ფრთები აქვს, რომლებიც ტრიალებს და შვეულმფრენი ჰაერში აჰყავს .

image

საჰაერო ლაინერს “ ბოინგ 747 " _300 ზე მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

თვითმფრინავს ჰაერში ძრავა ამოძრავებს. ულტრამსუბუქი თვითმფრინავი მონოციკლურ ძრავას იყენებს, ხოლო უფრო დიდ თვითმფრინავს მძლავრი რეაქტიული ძრავა აქვს. რეაქტიული თვითმფრინავი საათში 850 კილომეტრზე გადის. გამანადგურებელი ამაზე სწრაფად ფრენს და თითქმის ორჯერ აჭარბებს ბგერის სიჩქარეს.

1783 წ. საფრანგეთში პირველი ცხელი ჰაერის ბურთი აფრინდა.

1852 წ. ანრი ჟიფარმა პირველად იფრინა დირიჟაბლით.

1903 წ ძმებმა რაითებმა პირველად იფრინეს ფვითმფრინავ “ ფლაერით".

1937 წ ფრენკ უიტლმა პირველი რეაქტიული ძრავა შექმნა.

1976წ. შეიქმნა პირველი ზებგერითი საჰაერო ლაინერი “ კონკორდი".

1999წ. საჰაერო ბურთით მსოფლიოს გარშემო პირველი მოგზაურობა განხორციელდა.

პლანერი

პლანერი ერთკაციან თვითმფრინავს გავს, მაგრამ ძრავა არა აქვს იგი ძალზე მსუბუქია და ჰაერში გასაჩერებლად ქარის ძალას იყენებს. პლანერი მზიან დღეს მიწიდან აღმავალ ჰაერს აჰყვება ზემოთ.

image

საჰაერო ბურთი და დირიჟაბლი

დირიჟაბლს ძრავა აქვს და შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით გაფრინდეს. ხოლო საჰაერო ბურთი იქით მიფრინავს, საითაც ქარი დაუბერავს. ჰაერში რომ ილივლივოს, საჰაერო ბურთიცა და დირიჟაბლიც ჰაერზე მსუბუქი უნდა იყოს. დირიჟაბლსაც და აირის ბურთსაც, როგორც წესი ჰელიუმით ავსებენ, რომელიც ძალზე მსუბუქია.

image

რეაქტიული ძრავა

რეაქტიული ძრავა საოცრად მძლავრია. იგი წინიდან იწოვს ჰაერს, კუმშავს და წვის კამერაში გადაისვრის. იქ ჰაერს საწვავი დაემატება და ორივე ერთად დაიწვება. ამ წვის შედეგად წარმოიქმნება ძალზე ცხელი აირი, რომელიც უკნიდან გარეთ გამოიტყორცნება და თვითმფრინავი წინ მიჰყავს. ზოგიერთ რეაქტიულ ძრავას, რომელსაც ტურბოვენტილატორული ძრავა ჰქვია, წინ დიდი ვენტილატორი აქვს . რომელიც ჰაერის ნაკადს იწოვს.

image

ჰაერში პირველად ცხვარმა, იხვმა და მამალმა იმოგზაურეს, 1783 წელს, 1783 წელს მათ ჟოზეფ და ეტიენ მონგოლფიეების მიერ აგებული ცხელი ჰაერის ბურთით იმგზავრეს.

ერთი წლის შემდეგ მათი ბურთით ორმა მამაკაცმა გადაიფრინა პარიზის თავზე .

image
ასევე დაგაინტერესებთ

“ კალაშნიკოვი"

image

ათასობით წლის განმავლობაში იეროგლიფების წაკითხვა ვერავინ შეძლო, სანამ “ როზეტის ქვა " არ აღმოაჩინეს

imageადრეული ხანის “ თანამდებობები" ქართლში

imageრას სცემდნენ თაყვანს უძველეს დროში ვიდრე ქრისტიანობა შემოვიდოდა

image

0
239
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0