x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რატომ აინტერესებს ყველას, როდის გათხოვდებით ან ბავშვს გააჩენთ? 5 გულწრფელი პასუხი
ფრაზამ „საათი კი წიკწიკებს“ უკვე დიდი ხანია ირონიული მნიშვნელობა შეიძინა. „ღმერთმა ყური მოგცა, ბალიშსაც მოგცემს“, „ბავშვის გაჩენის შემდეგ საათი წიკწიკს წყვეტს?“. ქორწინების და შვილების საკითხი ირგვლივ მყოფი ადამიანების თვალში ინტერესს არ კარგავს. სხვათა შორის, ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ნეგატიურ რეაქციას იწვევენ არა მხოლოდ ქალები, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ კაცები.

image

რატომ ინტერესდებიან ადამიანები სხვების პირადი ცხოვრებით?


1. ნერვიულობა

image

ასეთ კითხვებს საკმაოდ ბანალურ, მაგრამ გულწრფელ ნერვიულობას მალავს. ჩვეულებრივ მსგავსი კითხვები ახასიათებს ბებიებს, მშობლებსა და ახლო ნათესავებს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში, ოჯახის წევრები გოგოს დედის დაქალის მეგობრებს აცნობენ, ან ჩუმად გაცნობის საიტებზე და აპლიკაციებში მათ პროფილებს ქმნიან. პოტენციურ პარტნიორს მათი სახელით ხვდებიან. მამაკაცის შემთხვევაში ახლო მეგობრები (ან მშობლები) მათი აზრით, კარგი კანდიდატის გაცნობას ცდილობენ.


ბავშვობა გაიხსენეთ: სავარაუდოდ, ბავშვობაში მშობლები თავს გევლებოდნენ და თქვენი ცხოვრების მცირე დეტალითაც კი ინტერესდებოდნენ. სახეზე შფოთვა და ჰიპერმზრუნველობა. ამას შეიძლება ბრმა სიყვარული ვუწოდოთ - ასეთ მშობლებს საკუთარი შვილები ძალიან უყვართ (მაშინაც კი, თუ 18 წლის ასაკს დიდი ხანია გადააბიჯა), თუმცა სიყვარულს ცოტა მტკივნეული გზით გამოხატავენ. ბედნიერების შესახებ მათი წარმოდგენა პატრიარქალური ნორმების გავლენით არის ჩამოყალიბებული.

image

როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ?

თქვენი ქცევა მშობლებთან თქვენი სიახლოვის ხარისხზეა დამოკიდებული. თუ თქვენი ურთიერთობა ნდობაზე დაფუძნებულია, შეგიძლიათ საკუთარი პოზიცია კარგად განუმარტოთ. არ დაგავიწყდეთ იმის აღნიშვნა, რომ თქვენ ბედნიერი და თვითკმარი ხართ და თქვენზე ნერვიულობა არ ღირს. თუ თქვენ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, სჯობს თქვენი აზრი მოკლედ გამოხატოთ, დეტალებში არ შეხვიდეთ და გაცნობის მცდელობა აღკვეთოთ.


2. ამაო ცნობისმოყვარეობა

image

ამ მიზეზით საძულველ კითხვებს სვამენ, მაგალითად ტაქსის მძღოლები, თანამეგზურები მატარებელსა და თვითმფრინავში, ნაცნობების ნაცნობები, რომელთაც წვეულებაზე ხვდებით. ასევე თანაკლასელები, რომლებთან წლებია ურთიერთობა არ გაქვთ. და ბუნებრივია, მათ თქვენ და თქვენი ცხოვრება არ აინტერესებთ, მაგრამ გზაში ჩუმად ყოფნა არ შეუძლიათ. კურსდამთავრებულების შეხვედრაზე საუბრის მხარდაჭერა გიწევთ, რომ სხვებს თავაზიანი ადამიანი ეგონოთ.

როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ?

შეიძლება უხერხულად იგრძნოთ თავი, მაგრამ თქვენთვის უინტერესო საუბრის მხარდაჭერა საჭირო არაა. ეს კი ზედმეტად ცნობისმოყვარე თანამოსაუბრეს უნდა აუხსნათ. ან უბრალოდ გაეხუმროთ.

რაც შეეხება კლასელების შეხვედრას და სხვა მსგავს მჭიდრო წვეულებას, რომელსაც „აუცილებლად“ უნდა დაესწროთ. ძველი მეგობრების ან პირველი მასწავლებლის ნახვა გსურთ? კი ბატონო. უაზრო კომუნიკაციის მხარდაჭერა საჭირო არაა.


3. მოწყენილობა

image

ადამიანები მოწყენილობას სხვადასხვა მეთოდით ებრძვის. ზოგი ახალ ჰობს ეძებს, ზოგი თავით სამსახურში ეშვება. ზოგი, სამწუხაროდ, ცხოვრებას ხელოვნურად ავსებენ: ვარსკვლავურ ჭორებს ყურადღებას აქცევენ, თოქ-შოუებს უყურებენ ან მეგობრების და ახლობლების ცხოვრების დეტალურად შესწავლას ცდილობენ. აქედან მოდის უსასრულო შეკითხვები საათის წიკწიკის შესახებ.

როგორ რეაქცია უნდა გქონდეთ?

თუ სიტუაცია მეორდება, დრო მოვიდა პირადი საზღვრები აჩვენოთ. მაგ., შეგიძლიათ უთხრათ, რომ მარტოხელა ადამიანებს უფრო სრულყოფილი და გაჯერებული ცხოვრება აქვს, ვიდრე ზოგიერთ ადამიანს ქორწინებაში. ეს, სხვათა შორის, მეცნიერულად დამტკიცებულია. ასეთი საუბარი თავს უხერხულად გაგრძნობინებთ, სამაგიეროდ უტაქტობისგან დაცული იქნებით.


4. ურთიერთობის სურვილი

image

რაც უფრო ასაკი გვემატება, მით უფრო მეტი დაქორწინებული მეგობარი და ბავშვებიანი მეგობარი გვყავს. თბილი ურთიერთობა არ გაქრა, მაგრამ საერთო თემა სულ უფრო ცოტა რჩება. მაშინ პირველ ადგილზე მეგობრობის შენარჩუნების, ახალი სალაპარაკო თემის მოძებნის ან უბრალოდ ბედნიერების გაზიარების სურვილი გვაქვს. ამ ლოგიკით ისინი ვერ ხვდებიან, რომ მეგობრისთვის ქორწინების და ბავშვების თემა მტკივნეული ან სხვადასხვა მიზეზის გამო უინტერესო ხდება.

image

როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ?

გულწრფელად დაელაპარაკეთ და სთხოვეთ, რომ ამ თემის განხილვა არ გსურთ - შესაძლოა, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არაა. საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეთ და ოჯახური ცხოვრების და ბავშვების შესახებ მისი შეგრძნებების შესახებ გამოკითხეთ. ეს უხერხულობისგან დაგიცავთ, ხოლო ადამიანს თქვენი მონაწილეობა გაუხარდება.


5. სტერეოტიპები

image

სტერეოტიპები შეიძლება ყველას ჰქონდეს: მშობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, შემთხვევით გამვლელებს და ა.შ. ეს ადამიანები სხვების ცხოვრებას ათ წლით გეგმავენ, ამასთან ყველა დეტალის გათვალისწინებით. ბევრი მათგანი აღზარდეს იმ შეხედულებით, რომ ქალმა აუცილებლად ბავშვი უნდა გააჩინოს.

ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ არსებობს ერთი ტრაექტორია, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. აუცილებლად უმაღლესი განათლება უნდა მიიღოს, 30 წლამდე გათხოვდეს, მინიმუმ 2 ბავშვი გააჩინოს, წელიწადში ერთხელ იმოგზაუროს - შეიძლება უსასრულოდ გააგრძელოთ. როგორც კი ვინმეს ხედავენ, ვინც ცხოვრებას სხვანაირად აგებს, გაოცებულნი არიან და ბევრ კითხვებს სვამენ და ცდილობენ „აზრი“ შეაცვლევინო.

როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ?

ეს ყველაზე რთული შემთხვევაა, რომელიც აღვწერე. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. სიტუაციისა და თანამოსაუბრიდან გამომდინარე იმოქმედეთ. ზოგთან შეიძლება გაიხუმროთ, ზოგთან კი უბრალოდ სხვა თემაზე გადართვა სცადეთ. მთავარია, მიანიშნოთ, რომ ეს თქვენი არჩევანია.


ბონუსი:

ადამიანის პირად ცხოვრებაში სხვების ჩარევს რეკლამაში აისახა. ცოტა ხნის წინ მაზდამ გამოუშვა ვიდეო რგოლები სახელწოდებით #მაზდაიყავივინცხარ. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში მოცემული ყველა ადამიანის მწარე კითხვა, ვინც უსასრულო კითხვების „როდის თხოვდები/ქორწინდები/ბავშვის გაჩენას არ აპირებ?/მეორე ბავშვზე არ ფიქრობ?“ შემოტევა უწევს და ერთადერთი სწორი პასუხი.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

image

2. რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება

image

3. 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ

image

4. მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა

image

5. თვალის ფერი გიამბობთ, თუ როგორი პარტნიორი გჭირდებათ

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
373
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0