x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ნიკო ფიროსმანის საოცარი ცხოველები - დიდი კოლექცია
ნიკო ფიროსმანის საოცარი ცხოველები - დიდი კოლექცია


ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი, იგივე ნიკო ფიროსმანი (1862-1918) იყო დიდი ქართველი მხატვარი, რომელმაც საფუძველი დაუდო მხატვრობის ახალ მიმდინარეობას, რომელსაც მოგვიანებით პრიმიტივიზმი ეწოდა. მას არ მიუღია სპეციალური სამხატვრო განათლება და გახლდათ ე.წ. თვითნასწავლი მხატვარი.


ფიროსმანის, როგორც მსოფლიო დონის, საერთაშორისოდ აღიარებული მხატვრის სახელის მოპოვებაში, აღმოჩენაში, მისი ნამუშევრების შეგროვებაში და შემოქმედების პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ძმებს ზდანევიჩებს - მხატვარ კირილს და პოეტ ილიას. მხატვრებს მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს და სხვებს. გ. ლეონიძემ კი ძალიან მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა სიცოცხლეში დაუფასებელი მხატვრის საინტერესო ბიოგრაფიის შესახებ.


საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი. მისი ნახატები მილიონობით დოლარადაა შეფასებული საერთაშორისო ექსპერტების მიერ. მაგალითად "არსენალის მთა ღამით" შეფასებულია 1.9 მილიონ დოლარად, და ეს მაშინ, როცა ხსენებული ნამუშევარი მისი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი და ძვირფასია დანარჩენებთან შედარებით.



არსენალის მთა ღამით. შეფასებულია 1.9 მილიონ დოლარად


ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ არასრული სია იმ ნახატებისა, სადაც ნიკო ფიროსმანს ცხოველები ჰყავს გამოსახული. მას საოცარი ხატვის ტექნიკა, განსხვავებული ხედვა, სტილი და მანერა ჰქონდა. ფიროსმანის გენია, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ მაშინ აღიქმება, როდესაც მის მიერ დახატულ ცხოველებს ვუყურებთ:


1. შავი ლომი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


შავი ლომი. ფიროსმანი



2. ირანული ლომი და მზე (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ირანული ლომი და მზე. ფიროსმანი



3. ყვითელი ლომი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ყვითელი ლომი. ფიროსმანი



4. ლომი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ლომი. ფიროსმანი



5. მურა დათვი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


მურა დათვი. ფიროსმანი



6. ნადირობა ტუნგუსკაში (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ნადირობა ტუნგუსკაში. ფიროსმანი



7. დათვი ბელებით (იხ. მაღალი რეზოლუციით)


დათვი ბელებით. ფიროსმანი



8. დათვი მთვარიან ღამეში (იხ. მაღალი რეზოლუციით)


დათვი მთვარიან ღამეში



10. ტახი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ტახი. ფიროსმანი



11. თეთრი დედა ღორი გოჭებით (იხ. მაღალი რეზოლუციით)


თეთრი დედა ღორი გოჭებით. ფიროსმანი



12. თათარი აქლემთან (იხ. მაღალი რეზოლუციით)


თათარი აქლემთან. ფიროსმანი



13. ჟირაფი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ჟირაფი. ფიროსმანი



14. თეთრი ძროხა შავ ფონზე (იხ. მაღალი რეზოლუციით)


თეთრი ძროხა შავ ფონზე. ფიროსმანი



15. შავი ძროხა თეთრ ფონზე (იხ. მაღალი რეზოლუციით)


შავი ძროხა თეთრ ფონზე. ფიროსმანი



16. ქალი წველის ძროხას (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ქალი წველის ძროხას. ფიროსმანი



17. გლეხი და ხარი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


გლეხი და ხარი



18. თეთრი თხა (იხ. მაღალი რეზოლუციით)


თეთრი თხა. ფიროსმანი



19. თეთრი ერკემალი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


თეთრი ერკემალი. ფიროსმანი



20. გლეხი და ერკემალი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


გლეხი და ერკემალი. ფიროსმანი



21. აღდგომის დღესასწაული (იხ. მაღალი რეზოლუციით)


აღდგომის დღესასწაული. ფიროსმანი



22. აღდგომა (იხ. მაღალი რეზოლუციით)


აღდგომა. ფიროსმანი



23. თეთრი კრავი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


თეთრი კრავი. ფიროსმანი



24. აღდგომის დღესასწაული (იხ. მაღალი რეზოლუციით)


აღდგომის დღესასწაული. ფიროსმანი




25. მკურნალი ვირზე (იხ. მაღალი რეზოლუციით)


მკურნალი ვირზე. ფიროსმანი



26. შეშის გამყიდველი ბიჭი ვირით (იხ. მაღალი რეზოლუციით)


შეშის გამყიდველი ბიჭი. ფიროსმანი



27. ბიჭი ვირზე


ბიჭი ვირზე. ფიროსმანი



28. ქალაქელი ვირზე


ქალაქელი ვირზე. ფიროსმანი



29. ტურა


ტურა



30. მელა


მელა. ფიროსმანი



31. ჯაჭვით დაბმული მელა


ჯაჭვით დაბმული მელა. ფიროსმანი



32. არწივმა კურდღელი დაიჭირა


არწივმა კურდღელი დაიჭირა. ფიროსმანი



33. კურდღელი


კურდღელი. ფიროსმანი



34. ძაღლი ბათურა. 1905 წ.


ძაღლი ბათურა. ფიროსმანი



35. გოგონა ბატთან და ბატის ჭუკებთან


გოგონა ბატთან და ბატის ჭუკებთან. ფიროსმანი



36. მამალი და კრუხ-წიწილა


მამალი და კრუხ-წიწილა. ფიროსმანი



37. მოსეირნე გაზელი


მოსეირნე გაზელი. ფიროსმანი



38. მონადირე. 1907 წ.


მონადირე. ფიროსმანი



39. ირემი


ირემი. ფიროსმანი



40. მიმავალი ირემი


მიმავალი ირემი. ფიროსმანი



41. ირემი


ირემი. ფიროსმანი



42. ირმები და გაზაფხული


ირმები და გაზაფხული. ფიროსმანი



43. შველი


შველი. ფიროსმანი



44. ირემი


ირემი. ფიროსმანი



45. ირმების ოჯახი


ირმების ოჯახი. ფიროსმანი



46. სამი ირემი წყაროსთან


სამი ირემი წყაროსთან. ფიროსმანი



47. ირემი


ირემი. ფიროსმანი



48. ირემი


ირემი. ფიროსმანი


სიმღერა "მილიონი წითელი ვარდი"-ს მუსიკა 1981 წელს შეიქმნა, ხოლო ანდრე ვოზნესენსკიმ ფიროსმანის თემაზე შექმნა ტექსტი. როგორც თბილისში ყვებოდნენ ფიროსმანის შესახებ, ის შეყვარებული იყო ფრანგ მსახიობზე "აქტრისა მარგარიტაზე" (მარგარიტა დე სევრი), რომელიც 1905 წელს იყო თბილისში ჩამოსული გასტროლებზე. ფიროსმანმა გაიგო რომელ სასტუმროში გაჩერდა მარგარიტა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღარიბულად ცხოვრობდა, ბოლო კაპიკებიც კი გადაიხადა ვარდებში და სასტუმროს წინ ალისფერი ვარდებით სავსე რამდენიმე ურემი დაუყენა. ხალხი ყვებოდა, რომ აქტრისა მარგარიტა სასტუმროდან გამოვიდა და უცნობ ჯენტლმენს, ნიკო ფიროსმანს მხურვალედ აკოცა ტუჩებში პირველად და უკანასკნელად.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
1896
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1896
  
2019, 14 სექტემბერი, 14:53
♥ფიროსმანი♥

ნეტავ, სიცოცხლეშივე დაეფასებინათ ასე, როგორც გარდაცვალების შემდეგ...(((
თუმცა, მგონი, ახლაც არ აფასებენ სათანადოდ. სამარცხვინო საფლავი აქვს, ვიგინდარასავით მიუგდიათ ქართული კულტურისა და ხელოვნების დიდოსტატი.
2019, 11 აპრილი, 9:47
მადლობა შენ ლალი
2019, 11 აპრილი, 9:41
მადლობა, თორნიკე!
0 1 3