x
image
ტორნადო07
კანადის რკინიგზის ულამაზესი ხედები
image

კანადის წყნარი ოკეანის რკინიგზა (Canadian Pacific Railway) გადაშლილია ვანკუვერიდან მონრეალამდე, ასევე გადის აშშ-ს ისეთ მსხვილ ქალაქებში, როგორებიცაა მინეაპოლისი, ჩიკაგო და ნიუ-იორკი.

ამ ქსელის აშენებას თავის დროზე სიგიჟედ თვლიდნენ, რადგან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მამაცი გადაწყვეტილება რკინიგზის ისტორიაში.

ყველაფერი დაიწყო 1867 წელს, როდესაც ქვეყნის აღმოსავლეთმა პროვონციებმა მოიწვიეს კონფერენცია. დასავლეთით მდებარებდა ულევი პრერიები და შეუსწავლელი მთები, მათ შემდეგ კი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ბრიტანული კოლუმბია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადაეწყვიტა ვის შეერთებოდა აშშ-ს თუ კანადას.image


1881 წელს უილიამ ვან ჰორნის მეთაურობით დაიწყო რკინიგზის მშენებლობა (უილიამ ვან ჰორნი ჰოლანდიური წარმოშობის ამერიკელი იყო). გზა პრერიების გავლით ძალიან სწრაფად გაიყვანეს, სულ რაღაც 15 თვეში. ქალაქ ვინიპეგში მდებარეობდა მომმარაგებელი ბაზა, საიდანაც დასავლეთით მიემართებოდნენ სამშენებლო მასალებით დატვირთული მატარებლები, ამასთან თითოეული მათგანი დატვირთული იყო ზუსტად 1 მილი გზის გასაყვანად საჭირო მასალებით.

imageკანადის წყნარი ოკეანის რკინიგზის მშენებლობა საიჟინრო საქმის ნამდვილი გამარჯვება იყო. უზარმაზარი მანძილი, ახალი რეგიონების აღმოჩენა, კლდოვანი მთების გადალახვა იმ ფაქტთან ერთად, რომ რკინიგზაც შეჰქონდა ცივილიზაცია დასავლეთში წარმოადგენდა რომანტიკით სავსე ეპოპეას.image


გზაზე მრავლად გვხვდება გვირაბები და უზარმაზარი ხიდები.image

ორმხრივი მოძრაობის ხიდი კვეთს წმინდა ლავრენტის მდინარეს, მონრეალთან ახლოს. მისი სიგრძე 1115 მეტრია, წყლის დონიდან მაქსიმალური დაშორება 17 მეტრი. მოძრაობისთვის გაიხსნა 1912 წელს.image

ლეთბრიჯის ვიდუაკი კვეთს მდინარე ბელლის, ალბერტის პროვინციაში. სიგრძე 1624 მეტრი. დგას 67 ბჯენზე. წყლის დონიდან მაქსიმალური დაშორება 90, 7 მეტრი.image

კანადის წყნარი ოკეანის რკინიგზის სისტემის სიგრძე მხოლოდ კანადის ტერიტორიაზე 27 340 კმ-ს შეადგენს. imageimageimageimageimage


2
322
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
322
  
2012, 19 სექტემბერი, 0:34
++++
0 1 2