საქართველო მოლაპარაკებების ყველანაირი რესურსი ამოიწურა.., წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა,.. რეალურად ომი 30 ივლისს საღამოს 9 საათზე დაიწყო. 2019, 15 მარტი, 14:56 ![]() ![]() ეს საუბარი ალბათ უცხო არ არის საზოგადოებისათვის, და ფართოდ განიხილება ტელევიზიაში თუმცა მასზე მიწერილი კომენტარი არის ძალიან ყურადღებამისაქცევი. ვინ არის ზურა ღერკენაშვილი.
ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ომი რეალურად 30 ივლისს საღამოს 9 საათზე დაიწყო . მაშინ ფრონეს ხეობაში, კერძოდ სოფელ ავნევს, ნიქოზს, ერგნეთს და ერედვს ერთდროულად დაარტყეს. იყვნენ დაჭრილები, როგორც ფორმიანები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. თავდასხმა განმეორდა მეორე და მესამე დღესაც. ხელისუფლების ბრძანება იყო, რომ საპასუხო ცეცხლი არ გაგვეხსნა, რადგან მათაც ეს უნდოდათ და პროვოკაციას არ უნდა ავყოლოდით. თუმცა, რომ ვერ ჩაგვითრიეს, სოფ. ავნევში დისლოცირებული ჩვენი სამშვიდობო ჯარების საგუშაგოზე მიიტანეს იერიშები და 2 ჯარისკაცი დაიღუპა, ორიც დაიჭრა. და სამმა კანტუზია მიიღო, არც მაშინ მოგვცეს ცეცხლის გახსნის უფლება. ასე გრძელდებოდა 7 აგვისტომდე. თავზე დაგვამხვეს ყველაფერი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შემდეგ დაზვერვის ინფორმაცია მოვიდა, რომ ჯავიდან რუსეთის კოლონა დაიძრა, და მეორე დღეს უკვე ცხინვალში იქნებოდნენ, და უკვე გასაგები იყო რომ არანაირ მოლაპარაკებებს უკვე აზრი აღარ ქონდა. ომი გარდაუვალი იყო. ერთადერთი გზა იყო, დაგვესწრო ცხინვალში შესვლა და დაგვეკავებინა მაღლობები. რითაც რამდენიმე დღე შევძლებდით რუსეთის შეჩერებას, რა დროშიც მოხდებოდა ევროპელი ლიდერების მობილიზება და 7 აგვისტოს გამთენიისას დავიკავეთ ცხინვალი, და 3 დღე მოვიგეთ ამით, ხელისუფლებამ მოახერხა ევროპელი ლიდერების ჩამოყვანა თბილისში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრად კატასტროფული შედეგებით დასრულდებოდა ყველაფერი, ვინც ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, ან არ იცის რეალურად რა მოხდა, ან იცის და ასე აწყობს, საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებაში, ვის ინტერესებში შედის, კი ვიცით. " “ და მე 2008 წელს ცხინვალში ვინ მომცა გარანტია, რომ ცოცხალი გამოვიდოდი. ომში მებრძოლებისთვის გარანტიის მიცემაც ეხლა გავიგე ." როგორ შევიდა ისტორიაში 2008 წლის აგვისტოს ომი
260 შეფასება არ არის
|