განათლება როგორ ჩავაბაროთ გამოცდები მარტივად? 2019, 14 მარტი, 17:23 ბოლო დროს გამოცდების თემა მეტად აქტუალური გახდა. მართალია, მე-12 და მე-11 კლესელებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, მაგრამ ვინც სწავლას აგრძელებს, კარგად იცის, რომ მომავალში კიდევ ბევრი გამოცდის ჩაბარება დასჭირდება. ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა სტუდენტებისათვის. მაშ ასე, რას გვირჩევენ ფსიქოლოგები, თუ გამოცდების კარგად ჩაბარება გვინდა: გამოცდისთვის აუცილებელია საკუთარ ძალებში სათანადო რწმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ღებულობთ უფრო დაბალ შეფასებას, ვიდრე იმსახურებთ. წინადღეს არ დაიწყოთ ტექსტების უაზრო დაზეპირება. მომზადება უმჯობესია დაასრულოთ გამოცდამდე დაახლოებით 14-16 საათით ადრე. გამოცდის წინაღამეს ადრე უნდა დაიძინოთ და კარგად გამოიძინოთ. ეს აუცილებელია! წინასაღამოს კარგი იქნება თუ დააკავდებით დამამშვიდებელი საქმიანობით, შეგიძლიათ გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე, მოუსმინოთ მუსიკას, უყუროთ რამე სასიამოვნოს ან სასაცილოს. მოიწყვეთ განტვირთვა. გამოცდების პერიოდში აუცილებლად დაიცავით დღის სათანადო რეჟიმი. რა თქმა უნდა, მხოლოდ ფსიქოლოგია ვერ დაგეხმარებათ გამოცდაზე წარმატების მიღწევაში. მაგრამ არც მისი უარყოფა აისახება კარგად შედეგებზე. 188 შეფასება არ არის
|