x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნოვოსიბირსკში სტალინის ძეგლი დაიდგმება
image

ქალაქ ნოვოსიბირსკის ხელისუფლებამ ნება დართო ქალაქში დაიდგას იოსებ სტალინის ძეგლი.13 მარტს სამხატვრო საბჭომ ქალაქი მერიას შეუთანხმა სკულპტურული კომპოზიციის ესკიზი.


საბჭოთა დიქტატორის ბიუსტი დაიდგმება ბოლშევიკის ქუჩაზე.იმ შენობის წინ, სადაც განთავსებულია რუსეთის კომუნისტური პარტიის საოლქო კომიტეტი.


სტალინის ბიუსტის გახსნა დაგეგმილია, 9 მაისს, გამარჯვების დღეს.



"თერთმეტმა ადამიანი მომხრე იყო, სამი წინააღმდეგი, ერთმა თავი შეიკავა"-განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსეი დენიუსკინმა.

image


ამ ინიციატივას სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა:



"შიზოფრენია+რეგვენობა"



"იქვე ბერიაც მიუყენეთ, საძმო ერთად იქნება"


"ღობეს ეკლიანი მავთულიც შემოავლეთ"



"ერთი სიტყვით, ყოჩაღ რუსეთო, ჰიტლერის ძეგლიც არ დაგავიწყდეთ, მართალია მან სტალინზე ნაკლები ხალხი დახოცა, მაგრამ სტალინის და ჰიტლერის ძეგლი კარგი კომბინაციაა თქვენი ქვეყნისთვის"


"დაიმსახურა"



"თუ მოვხვდები ნოვოსიბირსკში აუცილებლად მივალ ამ დიდებული ადამიანის ძეგლთან, რომელსაც პატივს სცემდნენ ჩერჩილი და რუზველტი.ჩინეთში დღემდე პატივს სცემენ მთელი კაცობრიობის წინაშე დამსახურებების გამო, ამ კაცს პატივს სცემენ მრავალ ქვეყანაში, მხოლოდ რუსეთში ვერ იტანს ზოგიერთი, დასავლურმა პროპაგანდამ თავის დამპალი საქმე გააკეთა"


"ყოჩაღ, სჯობს სტალინს დაუდგან, ვიდრე მახინჯ სოლჟენიცინს ან ნემცოვს".


"აჰა, ქართველებს მოუყევით ეგ...იქ სტალინის ძეგლები და მუზეუმები ყელამდეა, თითქმის მთელი ტურიზმი მის სახელზეა აგებული."

image


იხილეთ მსგავს თემაზე:რამდენი სტალინის ქუჩა არსებობს მსოფლიოში?

0
55
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0