პოეზია ჩვენ ხომ არ ვიცით დაფასება ბედნიერების და რომ დავკარგავთ, მაშინ უკვე ყველაფერს ვხვდებით-პოეზიის მოყვარულთათვის 2019, 13 მარტი, 22:45 ახალგაზრდა პოეტის, ნინო ხურციძის ლექსი.
ჩვენ ხომ არ ვიცით დაფასება ბედნიერების, და რომ დავკარგავთ, მაშინ უკვე ყველაფერს ვხვდებით, ნამდვილ სიყვარულს ვერ შეხვდებით ქვეყნად იოლად, იოლად მხოლოდ მოთხრობებში, ლექსში შეხვდებით... ხელს არ გავუწვდი იმ უგუნურს, თავს რომ ვერ თოკავს, სიყვარულისთვის თავის მოკვლას რომ დააპირებს, არც ცრემლები მწამს, სატრფოსათვის რომ დაუღვრიათ, "ვისაც უყვარხარ, ის არასოდეს არ აგატირებს"... ხანდახან როცა მარტო ვრჩები, ჩავუფიქრდები, სიყვარულისთვის თუ ღირს ვცალოთ ამდენი წლები? დავფიქრდეთ ერთი, რა დარჩება შედეგად ბოლოს, - დაღლილი გული, ნაოჭები და თეთრი თმები... ავტორი : ნინო ხურციძე 36 2-ს მოსწონს
|