x
image
ზოგადი განათლება
თსუ-ს რექტორი: „არის უნივერსიტეტები, მე ვეძახი მიკი-მაუსებს, რომლებიც არ იძლევიან ხარისხიან განათლებას“

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე, განათლების დაფინანსების ზრდის შესახებ, მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში განათლების ხარისხის ზრდა უნდა გამოიწვიოს.

image

გთავაზობთ მის განცხადებას სრულად:

„დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ცოდნის ეკონომიკაზე და ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოს სხვანაირი სტატუსი უნდა ჰქონდეს ჩვენს რეგიონში, უნდა გადაიქცეს ჰაბად. ხშირად გვესმის ხოლმე, რომ საქართველო უნდა იყოს ინოვაციების, ტექნოლოგიების ჰაბი და ა.შ. ინოვაცია და ტექნოლოგიები თავისთავად არ მოდის, ეს ყველაფერი დაკავშირებული უნდა იყოს კვლევასთან, მეცნიერებასთან. ამიტომ, აუცილებელია, ჩვენმა ქვეყანამ სწორი პოზიციონირება მოახდინოს. ეკონომიკურ განვითარებას რაც შეეხება, ჩვენ არ გვაქვს წიაღისეული (გვაქვს, მაგრამ შეზღუდული რაოდენობის) მთავარი სიმდიდრე, ალბათ, რაც გაგვაჩნია, ეს არის ინტელექტი და შესაძლებლობები“, – ამბობს თსუ-ის რექტორი.

-

მისივე თქმით, ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შემოდინების მზარდი ტენდენციაა, რაც ფინანსების მოზიდვასაც უწყობს ხელს, თუმცა არსებობს კარგი სასწავლებლები და ისეთებიც, რომლებიც იძლევიან მხოლოდ დიპლომს და არა ხარისხიან განათლებას.

-

„ეკონომიკის განვითარებასთან ასევე დაკავშირებულია ინტერნაციონალიზაცია, საქართველოში ყველაზე მზარდი თუ რამეა, ეს არის უცხოელი სტუდენტების ჩამოსვლა, რასაც მოაქვს სოლიდური შემოსავლები, აჩენს სახსრებს, რომ განვითარდეს თავად განათლების სისტემა. ამისთვის ხარისხი უნდა ავიდეს მაღლა, ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება დაფინანსება, თანამდეროვე სასწავლო გარემო უნდა შეიქმნას. სულ მწყინს ხოლმე ასეთი საუბარი – რა უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპულ უნივერსიტეტებს გავუწიოთ კონკურენცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგალითად შედის მსოფლიოს კვლევითი უნივერსიტეტების ტოპ ორ პროცენტში. ბევრი უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენ გვგონია, რომ არის ძალიან განვითარებული, გაცილებით დაბალ პოზიციას იკავებს. ჩვენ გვაქვს 52 ლაბორატორია გაცილებით მეტია საჭირო, გვაქვს პრობლემები, რომ ახალგაზრდები ნაკლებად მიდიან მეცნიერებაში. გვაქვს გამოწვევა, რომ ისინი დავაბრუნოთ.

-

“საკმაოდ კარგი უნივერსიტეტები გვაქვს საქართველოში, თუმცაღა არის უნივერსიტეტები, მე ვეძახი მიკი-მაუსებს და ძალიან სწყინთ ხოლმე. არის ბევრი უნივერსიტეტი, რომელიც არ იძლევა ხარისხიან განათლებას, იძლევა დიპლომს და ეს იწვევს მერე დევალვაციას როგორც ცოდნის, ასევე დიპლომის. ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც აქვს ყველა უნივერსიტეტს საქართველოში, გახლავთ ის, რომ ჩვენ ვართ ღია სივრცეში, ერთიან ევროპულ სივრცეში, ამიტომ, კონკურენცია არის სხვანაირი და გვჭირდება სხვანაირი ხარისხი. ეს არის შანსი, ეს არის გამოწვევა, რომელიც უნდა მივიღოთ, სხვანაირად ვერ ავაშენებთ განათლების სისტემას, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი“, – აცხადებს გიორგი შერვაშიძე.

0
145
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0