x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ქართული მითოლოგია - ალი
ალები


ქართველ წარმართებს მიაჩნდათ, რომ ალები ნამდვილად არსებობდნენ და იყვნენ ბოროტი არსებები, ავი სულები, რომლებიც ვნებდნენ როგორც მშობიარე ქალებს, ასევე ახალშობილებს, მარტოხელა მგზავრებს და სხვებსაც თუ ამის საშუალება მიეცემოდათ. ალები იყვნენ როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის. მათ, საზოგადოდ, შესაზარი შესახედაობა ჰქონდათ, როგორიცაა სპილენძის კბილები, შუშის თვალი, დასვრილი თმა და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო მეტად ასეთი წარმოდგენები ჰქონდათ მამაკაცი ალების მიმართ, ქალებიც ბევრი იყვნენ მახინჯები, მაგრამ მათ შორის გამოერეოდა ხოლმე ძალიან ლამაზი ალებიც. ეს ალებიც საშიშნი იყვნენ და მავნენი თავისი ბუნებით, ისინი დაახლოებით გარეგნობით ჰგავდნენ ლილიტს ან ქალღმერთ დალის. ლილიტი აპოკრიფებში აღწერილია ადამის პირველ ცოლად ევამდე, დახასიათებულია ულამაზესად, მაგრამ არა კეთილად.


ლილიტი


ქართველ წარმართთა წარმოდგენით ალები ტყეებში ცხოვრობენ, კლდეებსა და ნანგრევებში იდებენ ბინას, რატომღაც უყვართ ხოლმე თავლებში შესვლა. აღწერილია ხოლმე შემთხვევები, როდესაც მსხვერპლს ნათესავის სახით ეცხადებიან, წყალში იტყუებენ დასახრჩობად. მდედრობით ალებს, იგივე ალქალებს იგივე ფუნქციები აქვთ, თუმცა ნაკლები ფიზიკური ძალა გააჩნიათ.ზოგჯერ მათ სვანური ქალღმერთის, ამირანის (პრომეთეს) დედის - დალის ფუნქციები და ნიშან-თვისებები მიეწერებოდათ ხოლმე ხალხურ წარმოდგენებში. ზოგიერთ გადმოცემაში ალქალები დალის მსგავსად უმშვენიერესი ოქროსფერთმიანი (ქერათმიანი) ქალის სახით ეცხადებოდნენ მამაკაცებს, თეთრ კაბაში გამოწყობილნი. ნებისმიერი ალი ერთგული მსახური ხდება იმ ადამიანის, რომელიც მოახერხებს და როგორმე მას თმას და ფრჩხილებს დააჭრის. ალის ბოროტ ძალას ასევე წინ აღუდგება მის წინაარმდეგ სპეციალური შელოცვა ან წმინდა გიორგის სახელი.



ალქალი


ეს ზებუნებრივი არსებები არა მხოლოდ კავკასიის ფოლკლორში იყო გავრცელებული, საინტერესოა, რომ მათ აღწერდნენ ასევე ირანში, ცენტრალურ აზიაში (თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) და მონღოლეთში.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
530
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0