x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138443
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
როგორ გამოიყურება ემპაირ სტეიტ ბილდინგის 103-ე სართული, კინოთეატრი თეთრ სახლში და კიდევ 7 საიდუმლო ადგილი, სადაც უცხო პირი ვერ მოხვდება
როგორ ფიქრობთ, ღირშესანიშნაობებში რაიმე საიდუმლო კიდევ დარჩა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია? როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცოტააა: ტურისტების მიერ გაცვეთილ ადგილებში კი „საიდუმლო ოთახი“ არსებობს. მოგზაურებს, რომლებმაც დედამიწის ყველაზე პოპულარული კუთხეები მოიარეს, შეიძლება ეჭვიც არ ეპარებათ, თუ იქ რა იმალება.

image

გიზიარებთ ეიფელის კოშკის, თეთრი სახლის და სხვა ცნობილი ადგილის საიდუმლო ადგილებს.


ემპაირ სტეიტ ბილდინგის 103-ე სართული

image

ნიუ-იორკის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას, ემპაირ სტეიტ ბილდინგს, უბრალო მოგზაურებისგან დამალული გადასახედი ხედი აქვს, რომელიც 103-ე სართულზეა. 380 მ სიმაღლეზე მხოლოდ რჩეულებს უშვებენ: მთავრობის წევრებს, კინოს და მუსიკის ვარსკვლავებს, ცნობილ სპორტსმენებს და პოლიტიკოსებს. მართალია, მათ განსაკუთრებული მოსაწვევი სჭირდებათ: ჯერ VIP-სივრცეში შესვლაზე ნებართვა უნდა მოითხოვონ, მაგრამ ეს ამად ღირს: აქ საკმაოდ დაბალი აივანია, შემოღობილი არაა და ხედი უბრალოდ შთამბეჭდავია.


image

შეადარეთ 103-ე სართული 102-ეს (სრულად შემინულს) და 86-ეს (ღია სივრცეში დამცავი საფარით). დამეთანხმეთ, განსხვავება სახეზეა.


ბინა ეიფელის კოშკში

image

ამ ღირშესანიშნაობის მწვერვალში მოხვედრა გაცილებით მარტივია. სრული წვდომის ბილეთს ყიდულობთ და თქვენ უკვე 276 მ სიმაღლეზე ხართ. აქ, მოგზაურებს არა მხოლოდ ღია სადამკვირვებლო სივრცე დახვდებათ, არამედ კოშკის დამფუძნებლის, გუსტავ ეიფელის ოფისი.

image

image

ინჟინრის და მისი ქალიშვილის, კლერ და თომას ედისონის ცვილის ქანდაკებები ისტორიულ ინტერიერში მოათავსეს, ფონით, ავეჯით და ხალიჩებით.

image

აი, ასეთი ხედი უბრალოდ ტურისტებისთვის ხელმიუწვდომელია. პარიზელებმა შეზღუდვას გვერდი არ აუარეს: ბინის შიგნით მოხვედრას ვერ შეძლებთ, სივრცის დათვალიერებას მხოლოდ ერთი მხრიდან შეძლებთ და ისიც მინიდან.


ბუნკერი ბრუკლინის ხიდში

image

ცნობილი ხიდი, რომელიც მანჰეტენს და ბრუკლინს აერთიანებს, რამდენიმე საიდუმლოება აქვს.

image

image

ჯერ კიდევ მშენებლობის დროს ქალაქის ადმინისტრაციამ სვეტებში მოთავსებული შენობების იჯარით გაცემა დაიწყო. მდინარის ორივე მხარეს სარდაფები 1930 წლამდე ღვინისა და შამპუნის ვაჭრების მიერ აქტიურად გამოიყენებოდა.

image

აი, საიდუმლო ბომბისგან თავშესაფარზე 350 ათასი მშრალი საკვების ულუფით და აფთიაქით მხოლოდ 2006 წელს გაიგეს. ის შემთხვევით მუშამ აღმოაჩინა. ნაპოვნ ყუთებზე თარიღი მიუთითებს, რომ თავშესაფარი ჯერ კიდევ აშშ-სა და სსრკ-ს ცივი ომის დროს აშენდა. ამ ადგილას მუზეუმი არ გაკეთებულად, ამიტომ უჩვეულო ბუნკერში მოხვედრას ვერ შეძლებთ.


ტაძარი კუკულკანა (ელ-კასტილო)

image

მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა, რომელიც მაიას უძველეს ქალაქში ჩიჩენ-იჩაში არის განლაგებული. 2006 წლამდე დამთვალიერებლებისთვის ღია იყო, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით ტურისტების შესვლა აიკრძალა. კანონმორჩილი ტურისტი პირამიდაზე შეხებასაც ვერ შეძლებს.

image

გარდა ამისა, მეცნიერები უძველეს შენობას ჯერ კიდევ სწავლობენ: მხოლოდ 2016 წელს მის შიგნით მეორე პირამიდა აღმოაჩინეს. ასე რომ, პირამიდის მწვერვალს ასვლას ვერ შეძლებთ, ხოლო ჩაკ-მოლის (ადამიანის ფიგურის მსგავსი სტატუეტი) და წითელ იაგურას ახლა მხოლოდ სურათებზე თუ იხილავთ.


თეთრის სახლის უმეტესი სივრცე

image

დერეფნებში გასეირნება და დარბაზების დათვალიერება უცხოელ ტურისტებსაც შეუძლიათ. 2015 წლის ივლისში ტურის დროს სურათების გადაღების უფლება მისცეს (წინა 40 წლის განმავლობაში ეს აკრძალული იყო). მართალია, „მოგზაურობა“ მხოლოდ რეზიდენციის აღმოსავლეთ ნაწილშია დაშვებული.

image

image

ამასთან ყველაზე საინტერესო კადრს მიღმა რჩება. თეთრი სახლში ნამდვილი სახლში ქალაქია. აქ ნახავთ საკუთარ კინოთეატრს, ბოულინგს, ექიმის კაბინეტს. ფლორისტებს და კონდიტერს საკუთარი „ოფისი“ აქვთ. დიახ, დესერტების შემქმნელს საკუთარი სამზარეულო აქვს ლიფტით, რომლის დახმარებით ტკბილი შედევრები შეიძლება სუფრაზე მოხვდეს.

ამ ადგილებში მოხვედრა და საპრეზიდენტო სველი წერტილების დათვალიერებად გაგიჭირდებათ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაცული შენობის ნაწილია - მათ სურათსაც კი ვერ იპოვით. 35 სააბაზანოდან არცერთი საჯარო არაა, ხოლო უახლოესი საჯარო სველი წერტილი დამთვალიერებლებისთვის პარკირების ადგილას არის.


კონკიას საძინებელი დისნეიუორლდში

image

თუ ოდესმე უოლტ დისნეის ერთ-ერთი პარკის მონახულება გადაწყვიტეთ, ალბათ ფლორიდაში კონკიას სასახლე გინახავთ. დიდ და პატარა სტუმრებს შეუძლიათ შენობის დათვალიერება, ჯადოსნურ შიდა დარბაზებში გასეირნება, საბავშვო სილამაზის სალონის სტუმრობა და „სამეფო მაგიდაზე“ სადილობა.

image

აქ, ღამის გათენებას კი ვერ შეძლებთ. ლუქსში გაჩერებას ვერანაირი თანხით ვერ შეძლებთ. და დასაჯავშნ ნომრებს შორის მას ვერ იპოვით. როგორც აღმოჩნდა აქ მოხვედრა მხოლოდ ორი გზით შეიძლება: სამოგზაურო კონკურსის ბილეთის მოგების შემთხვევაში ან ძალიან მაგარი ცნობილი ადამიანი უნდა იყოთ.


„ტირილის ოთახი“ სიქსტეს კაპელა

image

პაპის სასასახლში სურათების გადაღება ოფიციალურად აკრძალულია (სიტყვაზე, ვატიკანის სხვა მუზეუმებში ნებადართულია). თუმცა, ბევრ ტურისტს ეს ხელს არ უშლის, რომ ტელეფონით რამდენიმე სურათი გადაიღონ.

image

image

აი, „ტირილის ოთახში“ აკრძალვის დარღვევას ყველაზე თამამი ტურისტიც ვერ გაბედავს. 1996 წლიდან კონკლავი (რომის პაპის ასარჩევად კარდინალების შეხვედრა) სიქსტეს კაპელაში ხდება.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს

2. იდეები მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ

3. მოგზაურ-ბლოგერი ნებისმიერ ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საიდუმლოს გიზიარებთ

4. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ

5. რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?

6. 100 იდეა მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ

7. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ

8. 15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ

9. 20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ

10. 25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1225
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0