x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
19 წლის მილიონერი ჰაკერი არგენტინიდან
image19 წლის არგენტინელი ახალგაზრდა, თვითნასწავლი ჰაკერი სანტიაგო ლოპესი მილიონერი გახდა ინტერნეტის მეშვეობით.


ახალგაზრდა ყმაწვილი ინტერნეტში პოულობს დაუცველ საიტებს, მან უკვე აღმოაჩინა 1600-ზე მეტი ბაგი(შენიშვნა:ჟარგონული გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს შეცდომებს კომპიუტერულ პროგრამებში), ყოველ ასეთ აღმოჩენილ პროგრამაზე სანტიაგოს ათასობით დოლარს უხდიან, 19 წლის ახალგაზრდა ყოველთვიურად საშუალო არგენტინელის ხელფასზე 40-ჯერ მეტ თანხას იღებს.

image

BBC-ის კორესპონდენტი ჯო ტაიდი:


-თავიდან არ იყო ცდუნება შენი შესაძლებლობები ბოროტად გამოგეყენებინა?

სანტიაგო ლოპესი:

-კი თავიდან იყო ასეთი ცდუნება

ჯო ტაიდი:

-და რამ შეგაჩერა?ანაზღაურების სისტემამ ბაგების ძებნის დროს?

სანტიაგო ლოპესი:

-დიახ, რაღაც მომენტში მაგან გადამარჩინა.

ეთიკური ჰაკერები ანუ "white hat"(თეთრი ქუდი), რომლებიც ინტერნეტში ცუდად დაცულ საიტებს პოულობენ, ტრადიციულად 50 000-იდან 200 000-მდე $ ჰონორარს იღებენ, პრობლების მასშტაბის მიხედვით, ისეთი მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა Manzana, Google, Qualcomm და სხვა ტექნოლოგიური გიგანტებს, გააჩნიათ სპეციალური წამახალისებელი სისტემები, რა დროსაც ეთიკური ჰაკერები აფრთხილებენ მათ შესაძლო შეცდომების შესახებ პროგრამირებაში და ანაზღაურებაც სოლიდურია.

image

0
423
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0