სიახლეები BMW 6 სერიიდან გრან კუპე 2012, 17 ივლისი, 16:33 გრან კუპემ გააერთიანა BMW-ს კლასიკური კუპეს ესთეტიკა და დინამიკა, რომელსაც დაემატა საკუთარი განუმეორებელი მახასიათებლები. შედეგად კი მივიღეთ წამყვანი დიზაინი, უკომპრომისო სპორტული და დახვეწილი ელეგანტურობა.
ახალი მოდელის პროპორციები მოულოდნელად სპორტულია ოთხკარიანი ავტომობილისთვისაც: წაგრძელებული ძარა და საბურავების ბაზა, უკან გაწეული სალონი.
ეს ყველაფერი ავტომობილს უფრო აგრესიულ, მაგრამ განუმეორებელ გარეგნობას ანიჭებს. ექსტერიერისგან მიღებულ შთაბეჭდილებას აძლიერებს ავტომობილის შიდა სივრცე. ინტერიერი 100 %-ით აკმაყოფილებს ელეგანტური სედანის და სპორტული დინამიური კუპეს მოთხოვნებს. ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენება მხოლოდ BMW Individual Merino-ს საუკეთესო ტყავი, რომელიც ზედმიწევნით არის შერჩეული და ის სირბილეს და გამძლეობას ინარჩუნებს. შეგიძლიათ თავად დახვეწოთ დიზაინი BMW Individual მენიუს მეშვეობით. ზოგადად BMW 6 სერიიდან გრან კუპე შეიძლება შეადარო მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომელიც საუცხოოდ გამოიყურება და იდეალურად არის მორგებული. ახალი ავტომობილით თითოეული გასეირნება ჰგავს პოდიუმზე გასვლას: თუ მოგწონთ ოდნავ ზემოდან დააკვირდეთ გარშემომყოფების აღტაცებას და ამასთან თავი 100%-ით კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნოთ, აირჩიეთ BMW 6 სერიიდან გრან კუპე, სწორედ ამგვარ განცდებს მოგიტანთ ამ ავტომობილით გასეირნება. მოდას სიჩქარეზე თავად დააწესებთ. 153 3-ს მოსწონს
|