x
image
გიო თუთიაშვილი
ძლიერი ხველის განკურნება ამ რეცეპტით 1 ღამეშია შესაძლებელი
image


არსებობს უტყუარი საშუალება ხველის წინააღმდეგ, რომელიც ნებისმიერ სიროფზე უკეთ დაგეხმარებათ. დამწვარი შაქარი ძალიან რბილად მოქმედებს, ხსნის ლორწოს ანთებას, ამიტომაც შეგიძლიათ მისით ბავშვებსაც უმკურნალოთ. შესაძლებელია საწუწნი კამფეტების მომზადება, მაგრამ ვივიენს უკეთესი რეცეპტი აქვს თქვენთვის!


დამწვარი შაქარი ხველის წინააღმდეგ



image


რა თქმა უნდა, ძლიერი ხველისას ექიმს უნდა მიმართოთ, მაგრამ დამატებითი მკურნალობის სახით შეგიძლიათ დალიოთ ეს შაქრისა და რძის სიროფი, რომელიც შესანიშნავად უმკლავდება ხველას. ძილის წინ 1 ჭიქის მიღების შემდეგ, მთელი ღამე მშვიდად დაიძნებთ.


ინგრედიენტები

  • 1 ჩ.კ. დამწვარი შაქარი
  • 200 მლ რძე
  • 2 ბანანი

მომზადება

გააცხელეთ შაქარი კოვზში ცეცხლზე. როცა კრისტალები დადნება და მასა შესქელდება, ჩაასხით ქვაბში.



image


დაასხით ჭიქა ცხელი რძე



image


გაფცქვენით და დააბლენდერეთ 2 მწიფე ბანანი ან დაჭყლიტეთ ჩანგლით. დაამატეთ ცხელ რძეში.



image


აადუღეთ მასა, თან ურიეთ.



image


მოხსენით ცეცხლიდან, ოდნავ შეაცივეთ და დალიეთ. დამწვარ შაქარს ამოსახველებელი მოქმედება აქვს, რძე გააძლიერებს ლორწოს გამოყოფას, ბანანი კი ანთებით პროცესებს გაუმკლავდება.
















































































































































3
1571
9-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
1571
  
2019, 12 მარტი, 16:13
ჯერ დატესტავს მერე მთელ უბანს შეყრის ასე და ასეო :))
2019, 12 მარტი, 14:56
აბა ვნახოთ რამდენად საინტერესო გამოდგება დაველოდოთ მარია ბებოს :)
2019, 12 მარტი, 14:39
საინტერესოა და პრინტერით ამოვბეჭდე. მარია ბებო გულდასმით თუ არ გაეცნო ისე როგორ შეიძლება :)
0 1 3