ფოტოგრაფია რატომ გაშიშვლდა ბელჰაუსში ნიცა ნიკიჩენკო 2019, 11 მარტი, 14:18 სუპერ სანახაობრივი იყო ავეჯის სახლ BELHOUSE-ის შოურუმები 2 კვირის განმავლობაში. კომპანიის მიერ გამოცხადებულმა ფოტოკონკურსმა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ათეულობით ფოტოსესიას შორის განსხვავებული ნიცას და გიორგის ფოტოები იყო. გოგონამ კონკურსის მოგება შიშველი სხეულის დახმარებით გადაწყვიტა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. კონკურსის გამარჯვებული კი საოჯახო ფოტო გახდა. ცნობილი ბლოგერი წყვილი გათამაშებაში თავიდანვე ფავორიტად მოიაზრებოდა. სალი წვერავას და გიორგი ჯობავას ოჯახურმა ფოტომ ათასობით მოწონება დაიმსახურა და კომპანიისგან სუპერსაჩუქარიც დამსახურებულად მიიღო. BELHOUSE-ის გადაწყვეტილებით კონკურსის მონაწილე მესამე ადგილოსანიც არ დარჩა უსაჩუქროდ. სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფოტოზე მეწყვილეს გარეშე იყო და საკმაოდ დიდი კონკურენციაც გაუწია ლიდერებს, თუმცა საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა და ახლა BELHOUSE-ის ახალ საწოლში სძინავს BELHOUSE-ის მარკეტინგის დეპარტამენტში უკვე აანონსებენ კიდევ ერთ მსხვილ კონკურსს, სადაც მონაწილეობას პროფესიონალი ფოტოგრაფები მიიღებენ. 3535 2-ს მოსწონს
|