მხატვრობა როგორ ხედავენ ინტროვერტები და ექსტროვერტები სამყაროს (ილუსტრაციები) 2019, 19 მარტი, 14:34
ყველასთვის ცნობილია, რომ ინტროვერტები და ექსტროვერტები სამყაროს ბევრ რამეში აღიქვამენ სხვადასხვაგვარად. სტატიაში ამის მაგალითებს წარმოგიდგენთ ილუსტრაციებით. ისიამოვნეთ!
ექსტროვერტებისთვის და ინტროვერტებისთვის წვეულებები სრულიად სხვადასხვაგვარია.უცნობთან საუბრის დაწყება შეიძლება გამოწვევა იყოს ინტროვერტისთვის, ექსტროვერტი კი სოციალიზაციის შანსს ხელიდან არ უშვებს.მობილურით კომუნიკაციის შემთხვევაშიც იგივე ხდება, რაც პირისპირ საუბრისას.საუბრის მოყვარულ ადამიანთან ლიფტში შეხვედრა დღის არაჩვეულებრივი დასაწყისია ექსტროვერტისთვის. თუმცა, ინტროვერტი მარტო ყოფნაზე ოცნებობს.დიდი საოფისე ადგილი სამოთხეს უდრის ექსტროვერტისთვის, მაგრამ ზოოპარკში გამომწყვდევას ჰგავს ინტროვერტისთვის.მათ საკუთარი ძლიერი მხარეები აქვთ სამსახურში.მათ ლიდერობაც განსხვავებულად ესმით.ინტროვერტისთვის სახლი საუკეთესო ადგილია დედამიწაზე, ექსტროვერტებისთვის კი ეს უბრალოდ დასასვენებელ, სულის მოსათქმელ ადგილს წარმოადგენს.ხალხთან ურთიერთობის გრძელი დღის შემდეგ ექსტროვერტი ისევ სავსეა ენერგიით, ინტროვერტი კი საპირისპიროს გრძნობს.ამიტომაც მათთვის სახლში მეტროთი დაბრუნება სრულიად სხვადასხვაგვარია.რთული დღის შემდეგ იდეალური საღამოს მნიშვნელობაც განსხვავებულია ინტროვერტისთვის და ექსტროვერტისთვის.მეორე მხრივ, ორივე მოუთმენლად ელოდება შაბათ-კვირას დასვენებას... მაგრამ მათთვის დასვენებასაც სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს.ანა სიროვატკინას ილუსტრაციებიასევე დაგაინტერესებთ:1. სიტყვები, რომლებიც ხშირად გვერევა ერთმანეთში - დაიმახსოვრეთ განსხვავება! 2. ფსიქოლოგებმა ყველაზე ხშირად ნანახი სიზმრები ახსნეს 3. მაღალი და დაბალი გოგონების პრობლემები - სახალისო ილუსტრაციები 263 4-ს მოსწონს
|