x
image
_K_
სიტყვები, რომლებიც ხშირად გვერევა ერთმანეთში - დაიმახსოვრეთ განსხვავება!
არსებობს სიტყვები, რომლებიც ჟღერადობით ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ ხშირად გვერევა ერთმანეთში. თუ არ იცით, რა განსხვავებაა ფსიქიატრსა და ფსიქოთერაპევტს შორის, ან ეპილაციასა და დეპილაციას შორის, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. წაიკითხეთ და კარგად დაიმახსოვრეთ განსხვავება!








ფსიქოთერაპევტი/ფსიქიატრი/ფსიქოლოგი

image

✷ფსიქოლოგი ექსპერტია, რომელსაც ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი აქვს მიღებული. ამ პროფესიის ადამიანები, როგორც წესი, ერთ სფეროში მუშაობენ, მაგალითად ბავშვის ფსიქოლოგიაზე და ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ადამიანებთან აქვთ ურთიერთობა.


✷ფსიქიატრს სამედიცინო დიპლომი აქვს მიღებული, ფსიქიკური დარღვევის მქონე ადამიანებს მკურნალობს და მათ ქცევას შეისწავლის.



✷ფსიქოთერაპევტი შეიძლება ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი იყოს, დამოკიდებულია მის აკადემიურ ხარისხზე. ეს ადამიანები პაციენტებს ეხმარებიან ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა ფსიქოსომატური დარღვევები, დეპრესია, კვების დარღვევები ან ფობიები.







დეპილცია/ეპილაცია

image

დეპილაციაც და ეპილაციაც სხეულიდან არასასურველი თმის მოშორებას ნიშნავს, მაგრამ ამ ტერმინებს შორის განსხვავებაა.

✷დეპილაცია ნიშნავს თმის მოცილებას მხოლოდ ზედაპირიდან, ამ დროს არ ზიანდება ფოლიკულები. პროცედურა თმის სტრუქტურას არ ცვლის. მისი ეფექტი რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება, დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე. დეპილაციისთვის გამოიყენებენ საპარსს და სპეციალურ კრემებს.


✷ეპილაცია თმის მთლიან მოცილებას ნიშნავს, იგულისხმება კანის ქვეშ გაზრდილი თმაც. პროცედურა აზიანებს თმის სტრუქტურას და ეფექტი გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ეპილაციისთვის გამოიყენება ცვილი, შუგარინგი, ლაზერი ან სხვა სალონის პროცედურები.






ანტიპერსპირანტი/დეზოდორანტი

image

დეოდორანტის და ანტიპერსპირანტის დანიშნულება უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ ბრძოლაა, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება.

✷ანტიპერსპირანტი ფარავს ფორებს და აქედან გამომდინარე, ხელს უშლის ოფლის წარმოქმნას.


✷დეოდორანტის მიზანი კი იმ სუნის გაქრობაა, რომელიც უკვე გამოყოფილია. ის ასევე ანტისეპტიკური საშუალებაცაა და ებრძვის ბაქტერიებს.






დეზინფექცია/სტერილიზაცია

image

✷დეზინფექცია მავნე მიკროორგანიზმების შემცირების პროცესია უსიცოცხლო ზედაპირებზე. პროცესის დროს გამოიყენება განიავება, ადუღება, ქლორი, ალკოჰოლი და ა.შ.


✷სტერილიზაცია ყველა მიკროორგანიზმის მოკვლის პროცესია, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი საზიანოა თუ არა. პროცესი შეიცავს თერმულ დამუშავებას, რადიაციას, ფილტრაციას; გამოიყენება გაზი ან თხევადი საშუალებებიც.







კონსილერი/კორექტორი

image

ორივე პროდუქტი სახის კანზე დეფექტების დაფარვაში გვეხმარება.

✷კონსილერი გამოიყენება პატარა, უმნიშვნელო დეფექტების დასაფარავად, როგორიც თვალის ქვეშ ჩაშავებაა. მისი გამოყენება შეიძლება ტუჩის კონტურის გამოსაკვეთადაც. როგორც წესი, მას ტონალურ-ფუძეს შემდეგ ისმევენ.


✷კორექტორი გამოიყენება გამონაყარის, პიგმენტებისა და წითელი ლაქების დასაფარავად. ის სქელია და ბევრი განსხვავებული ტონი აქვს: მაგალითად, მწვანე კორექტორი სიწითლეების დასაფარავად გამოიყენება. კორექტორს ყოველთვის ტონალურ-ფუძეს შემდეგ ისვამენ.







აეროპორტი/აეროდრომი

image

✷აეროდრომი მოიცავს თვითმფრინავის ასაფრენ ზოლებს, საფრენ ბილიკებს და არა იმას, რაც მთლიანი აეროპორტის შენობაშია.


✷აეროპორტი მოიაზრებს აეროდრომს, შენობაში არსებულ მაღაზიებს და ყველაფერს, რაც ტერიტორიაზეა.







თმის კონდიციონერი/თმის ბალზამი

image

✷კონდიციონერი იცავს თმას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ის თმის ღერებს კერატინით ფარავს და დამცველი გარსივით ეკრობა. კონდიციონერს მთლიან თმაზე ისვამენ, არ ფარავენ თმის ძირებს და დაუყოვნებლივ ჩამოიბანენ.


✷ბალზამი იცავს და აუმჯობესებს თმას. შეიცავს საჭირო ელემენტებს, როგორიცაა ზეთი ან თმის დასარბილებელი მინერალები. ბალზამს ისვამენ მთლიან თმაზე, ძირების ჩათვლით და ჩამოიბანენ წასმიდან დაახლოებით 4 წუთში.







მწვანილი/სენელებელი/სოუსი

image

✷მწვანილი კერძის გემოს სპეციფიკურს ხდის. ის შეიძლება იყოს მწარე, ცხარე ან მოტკბო. მწვანილებში შედის სურნელოვანი ფოთლები, ფესვები და ზოგი ბოსტნეულიც. ხშირად მწვანილებს შეცდომით "სანელებლებს" ვეძახით. აი, რამდენიმე მაგალითი: ჯანჯაფილი, პილპილი, კამა, ხახვი, ნიორი და ა.შ.


✷სანელებლებს გემოს გასაძლიერებლად (ძმარი, ლიმონის მჟავა) ან გემოს შესაცვლელად (შაქარი, მარილი) იყენებენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ალკოჰოლს, საცხობ სოდას, ჟელატინს და ძირტკბილასაც გამოიყენებენ ხოლმე სანელებლის დანიშნულებით.


✷სოუსი ვრცელი ტერმინია, შეიძლება მწვანილს და სანელებლებსაც მოიაზრებდეს. როცა კერძს, მაგალითად სოკოს, არაჟანს ვამატებთ, ამ შემთხვევაში არაჟანიც სოუსია. ეს ტერმინი კეტჩუპსა და მშრალ სანელებლებსაც მოიცავს. სოუსი ცალკე აღებული ერთი პროდუქტი არ არის, ის სხვადასხვა ინგედიენტის შერწყმით მიიღება.







სახელმწიფო გადატრიალება/რევოლუცია

image

ორივე პროცესის მიზანი ქვეყნის მთავრობის შეცვლაა.

✷სახელმწიფო გადატრიალება ნიშნავს ადამიანთა ჯგუფის მიერ სახელმწიფოს მეთაურის ძალდატანებით შეცვლას.


✷რევოლუცია უფრო რთული პროცესია. მას საზოგადოების ცხოვრებაში ძირეული ცვლილებები შეაქვს, ანადგურებს ერთ სოციალურ წყობას და აშენებს ახალს.







პარფიუმი/პარფიუმის წყალი/ტუალეტის წყალი

image

✷პარფიუმი უფრო ძვირად ღირებულია, რადგან ერთი ფლაკონი 20%-დან 30%-მდე არომატულ ნივთირებას შეიცავს. ამიტომაც, მისი სუნი უფრო დიდხანს რჩება კანზე. როგორც წესი, პარფიუმის ბოთლები ძალიან პატარაა.


✷პარფიუმის წყალი 12%-დან 20%-მდე არომატულ ნივთიერებებს და 90%-მდე ალკოჰოლს შეიცავს. კანზე დაპკურების შემდეგ, ცოტა ხანია საჭირო იმისთვის, რომ პარფიუმის წყლის სუნი საგრძნობი გახდეს.


✷ტუალეტის წყალი 6%-დან 12%-მდე არომატულ ნივთიერებებს და 85%-მდე ალკოჰოლს შეიცავს. როგორც წესი, მას დღეში რამდენჯერმე იყენებენ.







მცენარეული ზეთი/მზესუმზირის ზეთი

image

✷მცენარეული ზეთი პროდუქტია, რომელიც ზეთის გამომყოფი მცენარეებისგან მიიღება. ასეთი მცენარეებია: მზესუმზირა, ზეითუნი, სეზამი, მიწის თხილი და სიმინდი. ზეთი გამოიყენება როგორც სამზარეულოში, ასევე სხვა ინდუსტრიაშიც (საპონი, ზეთის საღებავები და ა.შ.).


✷მზესუმზირის ზეთი მცენარეული ზეთის სახეობაა. დამზადებულია მზესუმზირის მარცვლებისგან.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. სიტყვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვამახინჯებთ

image


2. 20 კომპიუტერული ხრიკი, რომელიც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას

image


3. როგორ შეუძლია ერთ უბრალო პოსტს თქვენი კარიერის განადგურება - 9 რეალური ამბავი

image


1
1192
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1192
  
2018, 18 დეკემბერი, 23:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1