x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეშმაკისთვის «მიყიდული» სული და პაგანინის «მოგზაურობა» სიკვდილის შემდეგ (რატომ არ «ღებულობდა» მას მიწა)

ნიკოლო პაგანინი, თავისი მოღვაწეობის მანძილზე, ყოველთვის მაყურებლის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. ზოგი მასში ნამდვილ გენიოს ხედავდა, სხვები კი – ჯადოქარს, რადგან ვერ იჯერებდნენ, რომ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი ნიჭიერი ყოფილიყო. დღესაც კი ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ის ნამდვილი დიდი მუსიკოსი და ფენომენალური ნიჭის პატრონი იყო.


image


ნიკოლო გენუაში დაიბადა 1782 წლის 27 ოქტომბერს. ის ღარიბი, წვრილმანებით მოვაჭრის, 6 შვილიან ოჯახში, მე-3 ბავშვი იყო. ნიკოლოს მამას ანტონიოს პორტის ტერიტორიაზე პატარა მაღაზია ჰქონდა და პარალელურად, მტვირთავადაც მუშაობდა. მან მანდალინაზე იცოდა დაკვრა და ახალგაზრდობაში მუსიკოსობაზე ოცნებობდა. თუმცა, მის ოცნებას ასრულება არ ეწერა და ამიტომ, მრავალშვილიანმა მამამ საკუთარი ოცნებების განხორციელება შვილების მეშვეობით გადაწყვიტა. ის ჯერ უფროს ვაჟს ასწავლიდა მანდალინაზე დაკვრას, ხოლო როდესაც ნიკოლო წამოიზარდა, მთლიანად მასზე გადაერთო. მუსიკაზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ანტონიომ, პატარა ნიკოლოს უნიკალური სმენა შენიშნა და გააცნობიერა, რომ მის შვილს დიდი მუსიკოსის და ვირტუოზის კარიერა ელოდა.

მამა ბავშვს მუსიკაში მეცადინეობას ადრეული ასაკიდან აძალებდა. როგორც მოგვიანებით დიდი მაესტრო იხსენებდა, მანდალინაზე დაკვრა 5 წლის ასაკში ისწავლა, ხოლო 6 წლიდან, ვიოლინოზე უკრავდა. ძალიან ხშირად, მას მამა სხვენში კეტავდა, რომ აქეთ-იქით სიარული არ დაეწყო და უფრო მეტი დრო გაეტარებინა ინსტრუმენტთან. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეტისმეტი დატვირთვის გამო, ბავშვი კომაში ჩავარდა, ეგონათ გარდაიცვალაო და კინაღამ დაკრძალეს. თუმცა, საბედნიეროდ, ბოლო მომენტში ის კუბოში წამოჯდა. დედა სიხარულით ცას ეწია, ბავშვი გულში ჩაიკრა და ქმარს მისი მეცადინეობა აუკრძალა.

imageარ არსებობს ინფორმასია იმის შესახებ, დადიოდა, თუ არა პაგანინი სკოლაში. მაგრამ, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მის ხელნაწერებში ძალიან ბევრი უხეში შეცდომა არის. რაც შეეხება მუსიკალურ განათლებას, მამას თუ არ ჩავთვლით, მისი პირველი მასწავლებელი კომპოზიტორი და მევიოლინე ფრანჩესკო ნეკო იყო. მასთან მეცადინეობამ, ბავშვის ნიჭის გახსნას კიდევ უფრო შეუწყო ხელ და 8 წლის ასაკში, პატარა ნიკოლომ თავისი პირველი სონატა შექმნა.

ხმა გენიოსი ბავშვის შესახებ, პატარა ქალაქში მალე გავრცელდა და ნიკოლომ ცნობილი მევიოლინეს ჯიაკომო კოსტას ყურადღება მიიქცია. იქიდან მოყოლებული, ის ნიჭიერ ბიჭუნას კვირაში ერთ დღეს უთმობდა. მისი გაკვეთილები ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა დამწყები მუსიკოსისთვის და მან საკონცერტო მოღვაწეობის დაწყება შეძლო.

მომავალი ვირტუოზის პირველი კონცერტი 1794 წელს გაიმართა. მაში ნიკოლო პაგანინი 12 წლის იყო და ამის შემდეგ ის ბევრი გავლენიანი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოექცა. მაგ., მისი მფარველი, ცნობილი არისტოკრატი, ჯანკარლო დი ნეგრო გახდა, რომელმაც მას ყველანაირად ეხმარებოდა და მუსიკის გაკვეთილებს უფინანსებდა. მისი დახმარებით, პაგანინმა სწავლის გაგრძელება გასპარო გირეტისთან შეძლო, რომელმაც მას შინაგანი ხმის მოსმენა და მუსიკის შექმნა ასწავლა. მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ნიკოლომ 24 ფუგა, პიესები და ერთი კონცერტი შექმნა ვიოლინოსთვის.

1797 წელს, მამის მეურვეობით, მან საკონცერტო ტური იტალიის რამდენიმე ქალაქში გამართა. რაც მისთვის კარგი პრაქტიკა და გამოცდილება იყო. ხოლო, 1801 წლიდან ის უკვე დამოუკიდებლად მართავდა კონცერტებს ჯერ იტალიაში, ხოლო მოგვიანებით, საზღვარგარეთ. მის გამოსვლებს ყველგან აღფრთოვანებით ხვდებოდა მაყურებელი.

თავის კონცერტებზე დიდი მაესტრო ნამდვილ წარმოდგენებს მართავდა: მისი ვიოლინო ფრინველების და ცხოველების ხმებს გამოსცემდა და შეეძლო გიტარის, სალამური, ვალტორნას და სხვა მუსუკალური ინსტრუმენტების ხმაბის იმიტირება. ერთხელ ნიძლავზე, მან მხოლოდ 2 სიმზე დაუკრა, ხოლო მოგვიანებით, ნაპოლეონის იუბილესთვის, სონატა დაწერა, რომელიც მხოლოდ 1 სიმზე სრულდებოდა.

პაგანინის გენიალური მუსიკა, მის პირქუშ გარეგნობასთან ერთად, ხმების გავრცელების საფუძველს იძლეოდა: თითქოს დიდ მაესტროს ეშმაკთან ჰქონდა გარიგება დადებული და რომ ვირტუოზულად დაკვრის სანაცვლოდ, მას ეშმაკისთვის სული ჰქონდა მიყიდული. გარდა ამისა, პაგანინი არასდროს აქვეყნებდა თავის ნაწარმოებებს, რაც ჭორების გავრცელების კიდევ ერთი მიზეზი იყო.

ნიკოლო პაგანინი ისევე კარგად უკრავდა გიტარაზე, როგორც ვიოლინოზე და როდესაც ეკითხებოდნე, თუ რომელ ინსტრუმენტს ანიჭებდა უპირატესობას, პასუხობდა: «მე გიტარის მეფე ვარ, ხოლო ვიოლინო ჩემი დედოფალიაო».

დიდი მუსიკოსი ოფიციალურ ქორწინებაში არასდროს ყოფილა, თუმცა, როგორც ამბობდნენ, «მის გამო, ბევრი ქალი კარგავდა ჭკუას». სიყვარულის გრძნობის დეფიციტს არც დიდი მაესტრო განიცდიდა და მის პირად ცხოვრებაში არაერთი ქალი იყო. ჰყავდა ერთი შვილი აქილი, რომელიც მას მომღერალ ანტონია ბიანკასთან შეეძინა (1825). ბავშვის დაბადების შემდეგ, მან კონცერტებზე ჰონორარი გააორმაგა, რომ შვილისთვის რაც შეიძლება დიდი მემკვიდრეობა დაეტოვებინა (მუსიკოსს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, ხშირად ავადმყოფობდა და შეიძლება, თანხის მოგრაოვებას ამიტომ ჩქარობდა), ხოლო ანტონიასთან დაშორების შემდეგ, მან ვაჟზე ოფიციალური მეურვეობა მოიპოვა და მას თავად ზრდიდა.

ნიკოლო პაგანინი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა – მიზეზი, თანდაყოლილი აუტოიმუნური დაავადებები და ტუბერკულიოზი იყო. ჯუზეპე გვარნერის მიერ შექმნილი ვიოლინო, რომელიც საკუთარი ვიოლინოების კოლექციიდაი, ყველაზე მეტად უყვარდა, მან ქალაქს გადასცა, რომელშიც დაიბადა, იმ მიზეზით «რომ მომავალში, აღარავინ შეხებოდა მის სიმებს...» (ეწერა პაგანინის ანდერძში). და ვიოლინოს «პაგანინის ქვრივი» შეარქვეს.


image


1837 წელს დიდი მაესტრო მაყურებლის წინაშე ბოლოჯერ წარსდგა. შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კონცერტებს ვეღარ ატარებდა და ექიმის რჩევით, საცხოვრებლად მარსელში გადავიდა. ხოლო, სიცოცხლის უკანასკნელი თვეები ნიცაში გაატარა და 1840 წლის 27 მაის გარდაიცვალა.

მაგრამ, ვიდრე ეს მოხდებოდა, მძიმე ავადმყოფობის გამო, ჭორი პაგანინის გარდაცვალების შესახებ, არაერთხელ გავრცელდა. «პაგანელმა სული ეშმაკს მიჰყიდა და სიკვდილის შემდეგ მოსვენება არ ეღირსება!» – ამბობდნენ მუსიკოსის შესახებ ცრუმორწმუნეები და მისი ტალანტის მოშურნეები. მის მიერ, სულის გაყიდვასთან დაკავშირებით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მაგრამ, რაც შეეხება სხეულს – აბსოლიტური ჭეშმარიტებაა:

ეშმაკთან «თანამშრომლობის» გამო, ეკლესია მისი კონცერტების აკრძალვას ჯერ კიდევ მუსიკოსის სიცოცხლეში ცდილობდა, ხოლო როდესაც გარდაიცვალა, ნიცის ეპისკოპოსმა დომენიკო გალვანომ უფლება არ მისცა მის შვილს, რომ «ერეტიკოსი» პაგანინი ადგილობრივ სასაფლაოზე დაეკრძალათ. ამიტომ, მისმა მეგობრებმა მუსიკოსის კუბო ფარულად გემზე გადაიტანეს და გეზი გენუისკენ აიღეს, სადაც პაგანინი დაიბადა და რომელსაც თავისი ვიოლინო უსახსოვრა... მაგრამ, ქალაქის მხდალმა გუბერნატორმა ფილიპ პაოლუჩიმ გემი ნავსადგურშიც კი არ შეუშვა.

3 თვე იდგა ხომალდი რეიდზე, კაკლის კუბოში ჩასვენებული ნიკოლო პაგანინის ბალზამირებული გვამით. მეზღვაურები, რომლებიც გემზე მსახურობდნენ, უცნაურ რაღაცეებს ყვებოდნენ. მათი მტკიცებით, ღამღამობით კუბოდან ოხვრის და ვიოლინოს ხმები ისმოდა... ქალაქის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, პაგანინის ოჯახს მისი ცხედარი, მუსიკოსის ახლო მეგობრის გრაფი ჩესოლეს სასახლის სარდაფში გადასვენების უფლება მიეცათ. მაგრამ, დიდი ხნის მანძილსე არც იქ დარჩენილა. გრაფის მსახურები ჩიოდნენ, რომ კუბო სიბნელეში ციმციმებდა და შიგნიდან, ვიოლინოს მუსიკის ფონზე, კვნესის და ოხვრის ხმა ისმოდა, რაც მათ ძალიან აშინებდათ.

1842 წელს მევიოლინე სენტ ოსპისში დაკრძალეს ძველი კოშკურის ძირში.

1844 აპრილში კუბო ისევ ამოთხარეს და ნიცაში გადაიტანეს. ხოლო 1 წლის შემდეგ, გრაფი ჩესოლეს ვილაზე გადაასვენეს. მაგრამ, ეს დასასრული არ იყო. პაგანინის შვილი და მეგობრები ცდილობდნენ რომ მისი დაკრძალვა სასაფლაოზე, ქრისტიანული წესით მომხდარიყო. ისე, როგორც დიდმა მაესტრომ დაიბარა: «გიგრძალავთ ნებისმიერი სახის მდიდრულ დასაფლავებას. არ მინდა, რომ მსახიობებმა რექვიემები მომიძღვნან. დაე, შესრულდეს 100 მესა.» – ეწერა მის ანდერძში.

image

და მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. 1876 წელს, გარდაცვალებიდან 36 წლის შემდეგ ის ნიცაში დაკრძალეს! მაგრამ, არც ეს იყო დასასრული...

1893 წელს ნიკოლო პაგანინის საფლავი ისევ გათხარეს, – მიზეზი იგივე იყო, მიწის ქვეშიდან უცნაური ხმები ისმოდა, თითქოს იქ ცოცხალი არსება იყო. მუსიკოსის ექსგუმაციას მისი შვილიშვილი ჩეხი მევიოლინე ფრანტიშეკ ონდრიჟიჩეკი ესწრებოდა. როდესაც დამპალი კაკლის კუბოს სახურავი ახადეს, ნახეს რომ მუსიკოსის სხეული სრულიად გახრწნილი იყო. თუმცა, თავი და სახე, წარმოუდგენლად კარგად იყო შენახული. ამან ხმების და ჭორების ახალი ტალღა გამოიწვია. ნეშთი ახალ სასახლეში გადაიტანეს და ისევ დაკრძალეს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დროებით...

1897 წელს საფლავი ისევ გათხარეს და მაესტრო იტალიაში გადაასვენეს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


imageimageimageimage









0
1978
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1978
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0