ფსიქონევროლოგია პორნოგრაფიის ყურებით აფორიაქებული ბავშვები 2012, 17 ივლისი, 14:14 ბავშვები სულ უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ პორნოგრაფიისა და ძალადობის ამსახველი ინტერნეტ ვიდეომასალის ყურებას. გერმანიის ფილოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარის ჰაინც-პეტერ მაიდინგერის თქმით, თორმეტი წლიდან ბიჭებმა ხშირ შემთხვევაში იციან, სად და როგორ შეიძლება შემზარავი ძალადობისა და პორნოგრაფიის ამსახველი ვებ-გვერდების პოვნა. ერთი შეხედვით ბავშვები აუღელვებლები და უდარდელები ჩანან, მაგრამ ასეთი მასალის ყურების შემდეგ შინაგანად აფორიაქებულები არიან. ამიტომ მაიდინგერი მშობლებს ურჩევს, რომ დაინტერესდნენ, რა ხდება მათი შვილების გონებასა თუ კომპიუტერში. 96 5-ს მოსწონს
|