x
image
ლურჯი თოლია
ის, რაც ყველა დამწყებმა უნდა იცოდეს მოდის ინდუსტრიაზე

მოდის სფერო სულ უფრო მეტად საოცნებო ხდება გოგონებისთვის მთელი მსოფიოდან. თუმცა უნდა გითხრათ, რომ მოდელობა ან დიზაინერობა არ არის ერთადერთი პროფესია ამ სფეროში მოსახვედრად. თუ ბედმა არც მოდელის პარამეტრებით დაგაჯილდოვათ და არც დიზაინერის განსაკუთრებულიშემოქმედბითი ნიჭით, ხელს ნუ ჩაიქნევთ. ამ სფეროში თავის დამკვიდრებას მაინც შეძლებთ.

1. მოდის ინდუსტრია ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს მსოფლიოში. აქ უამრავი სპეციალობის მილიონობით ადამიანი მუშაობს მსოფლიოს მასშტაბით.

2. მოდის სფერო სხვაა და სილამაზის კონკურსების ინდუსტრია სხვა. მსგავს კონკურსებს მაღალ მოდაში ყურადღებას არც აქცევენ.

3. სილამაზე არ არის მოდელის მთავარი პარამეტრი. ყველა ლამაზი გოგო ვერ იქნება მოდელი, მით უფრო ტოპ მოდელი. ამითვის სჭირდება სიმაღლე, აღნაგობა, საინტერესო გარეგნობა და შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ პიროვნულობა.

4. მაღალი მოდა და კომერციული მოდა ინდუსტრიის ორი მხარეა. შეიძლება მოდელს საერთაშორისო პოპულარობა და უფრო მეტი ანაზღაურება კომერციულმა მოდა მოუტანოს, მაგრამ უფრო წარმატებულად მაღალი მოდის მიღწევები ითვლება.

image

5. ახლა მოდელების უმეტესობა როგორც მაღალ მოდაში, ასევე კომერციულ მოდაშიც ერთდროულად მოღვაწეობენ, მაგრამ ჯერ კიდევ 20 წლის წინ მოდელი იყო ან მაღალი მოდის ან კომერციული მოდის გოგო.

6. მოდაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი ანა ვინტურია - ამერიკული ვოგის რედაქტორი. ყველაზე გავლენიანი დიზაინერი კარლ ლაგერფილდი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა (და ეს ადგილი ამჯერად ასე ვთქვათ ვაკანტურია). ყველაზე ძვირადღირებული და გაყიდვადი ბრენდია "ლუი ვიტონი".

image

7. მოდაში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობის საოცნებო სამუშაო ადგილი "შანელია".

image

8. ყველაზე მნიშვნელოვანი ჟურნალია "ვოგი". ვოგის დიდი ოთხეულის ქავერი (ამერიკული, ბრიტანული, იტალიური და პარიზის) მოდელისთვის ყველაზე დიდ კარიერულ მიღწევად ითვლება.

9. ყველაზე წარმატებული ქართველი მსოფლიო მოდაში არიას დემნა გვასალია, ბალენსიაგას კრეტიული ხელმძღვანელი და ვეტმანის დამაარსებელი. ის ასევე ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერია. ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელის დასახელება გაგვიჭირდება, თუმცა ფაქტია, რომ ჯერ არ გვყავს ქართველი საერთაშორისო ტოპ-მოდელი.

image

10. ყველას თავისებური განმარტება აქვ სტილზე მაგრამ ფაქტი ერთია: ყველა ატარებს ტანსაცმელს მაგრამ ყველას არ აქვს სტილი. სტილი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ყველდღე ლუქის აწყობა, ის სცდება ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს.

0
122
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0