საბუნებისმეტყველო მიწისქვეშა სამყაროს საიდუმლოება 2019, 10 მარტი, 14:30 ფიქრები, რომ დედამიწის სიღრმეში რაღაც არის, წარმოიქმნა ჯერ კიდევ უძველეს სამყაროში. ეს დასტურდება უძველესი ცივილიზაციის სხვადასხვა მითებითა და ლეგენდებებით. ყველაზე ხშირად, ლეგენდებში არის ის ფაქტი, რომ არის ცალკე მიწისქვეშა სამეფო, რომელშიც სხვადასხვა სახეობის სიცოცხლე არსებობს. არის რამდენიმე თეორია, თუ როგორ დაიბადა ასეთი სამყარო. ზოგ მკვლევარს კი შეუძლია დაასახელოს ის ადგილები, სადაც შეიძლება შვხვდეთ გონივრულ ცივილიზაციას. ეს ადგილებია: - ეკვადორი, პამირი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არქტიკა და ანტარქტიდა. შამბალას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარის და ამავე თემაზე წიგნების ავტორის ენდრიუ თომას განცხადებით, კალიფორნიის შტატში არსებობს მთა შასტა, სადაც არის პირდაპირი მიწისქვეშა გადასასვლელი, საიდანაც შეგიძლიათ მოხვდეთ ნიუ-მექსიკოს შტატში და შემდეგ სამხრეთ ამერიკაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმ ადგილებში მცხოვრებმა ინდიელებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, მიწისქვეშა გასასვლელიდან როგორ ამოდიან უჩვეულოდ დიდი ხალხი ხორბლისფერი თმებით. იმ ადგილების ლეგენდის მიხედვით, ისინი არ არიან დედამიწელები, ისინი ციდან მოსული ხალხია, რომელთაც ვერ შეძლეს ამ სამყაროში ცხოვრება და ჩავიდნენ მიწისქვეშ გვირაბებში. სხვათა შორის, მწერალი ჰოვარდ ლავკრაფტიც იცავდა ამ ლოგიკას, მან არაერთხელ დაწერა, რომ უცხოები რამდენიმე ათასი წლის წინათ დედამიწაზე მივიდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ დედამიწის ზედაპირი საცხოვრებლად უვარგისი იყო მათთვის, ისინი ჩავიდნენ მიწისქვეშა გვირაბებში. ლავკრაფტი მიიჩნევდა, რომ მეცნიერები ტყუილად ცდილობენ კოსმოსურ სივრცეში უცხო ცივილიზაციათა ბაზების აღმოჩენას, რადგან, სინამდვილეში ისინი ფაქტიურად, ჩვენ ფეხქვეშ, მიწისქვეშა გვირაბებში, ან ოკეანეების და ზღვების სიღრმეში არიან. არც ისე დიდი ხნის წინ, უცნაური შემთხვევა მოხდა. ყველა ცოცხალი არსება, ადამიანები და ცხოველებიი, გაუჩინარდნენ გელენჯუკის მახლობლად და შემდეგ იქ აღმოაჩინეს შახტი. გასაკვირია, რომ მისი ზედაპირი თითქოს გაპრიალებული იყო. არც ერთი მეცნიერი არ შეხვედრია ასეთ ტექნოლოგიას. კვლევის თანახმად, ეს შახტი რამდენიმე ასეული წლისაა. ამ შახტის გამოკვლევის ყველა მცდელობა ტრაგიკულად დასრულდა. ყველა, ვინც შახტში ჩავიდა, დაიღუპა. შემდგომში კვლევები ხალხის გარეშე ჩატარდა. შახტში ჩაუშვეს კამერა მინიმუმ 100 მეტრის სიღრმეზე, მაგრამ მან მხოლოდ შიშველი კედლების ფოტოსურათების გადაღება შეძლო. ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა იმის გაგება, თუ რა არის შახტის სიღრმეში. დღეს, არქეოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ მიწისქვეშა სამყაროს არსებობის შესახებ. არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხელნაწერი, სადაც აღწერილია 1952 წელს ქალაქ კუსკოში მომხდარი ინციდენტის შესახებ. ქალაქ კუსკოს სიახლოვეს აღმოჩენილი იქნა მიწისქვეშა შესასვლელი. საფრანგეთისა და ამერიკის მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა ამ ადგილის შესწავლა. ჯგუფი გეგმავდა კვლევების ჩატარებას, არა უმეტეს 5 დღით, მაგრამ 15 დღის შემდეგ მხოლოდ ერთი მკვლევარი, ფილიპ ლამონტერი დაბრუნდა მიწისქვეშა გვირაბიდან, ხოლო, დანარჩენი მეცნიერები დაიღუპნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფილიპი დაავადდა შავი ჭირით. სანამ გარდაიცვალებოდა, მკვლევარმა განაცხადა, რომ მისი კოლეგები უფსკრულში ჩაცვივდნენ, ხოლო, მას ქონდა უჩვეულო აღმოჩენა, ოქროს სიმინდის ტარო. შემდგომში იყო გამოქვაბულის შესწავლის კიდევ ერთი მცდელობა, მაგრამ მეცნიერებმა ვერ შეძლეს გვირაბის ბოლომდე ჩასვლა. დერეფანი რაღაც უცხო მასალისგან იყო. რაც წინ მიდიოდნენ, უფრო მეტად ვიწროვდებოდა. მეცნიერები უბრალოდ ვერ გავიდოდნენ გვირაბის ბოლოში. 334 შეფასება არ არის
|