ნარკვევები გალაკტიონის "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" - როგორია ლექსის გამოუქვეყნებელი ვერსია, პოეტის მიერ მოგვიანებით განახლებული ვარიანტი 2019, 9 მარტი, 18:21 გალაკტიონ ტაბიძის პირადი ჩანაწერები ცხადყოფს, რომ პოეტს თავისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსის "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" უკვე საყოველთაოდ აღიარებული მელოდიის განახლება და გადახალისება უცდია, შესაძლოა, პირვანდელის, დამკვიდრებულის უპირატესობის დასადასტურებლად.სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში(განახლებული, გადახალისებული ვარიანტი,გამოუქვეყნებელი ვერსია)დედაო ღვთისავ, დედოფალო, წმინდა მარიამ,როგორც მზის ნათელს მოკლებული სილაში ვარდი,ჩემი ცხოვრება მარტოობა და სიზმარია,ჩემთვის მკვდარია შორეული ცის სილაჟვარდე.მზე მგლოვიარე ჩავა უხმოდ და მიმქრალივითდა თუ როგორმე, დედოფალო, ისევ გათენდა,ღამენათევი, ფერწასული და ნამთვრალევიდაღლილ ქალივით მივალ ჩემებრ დაღლილ ხატებთან.ღამენათევი, ფერწასული და ნამთვრალევი,მე მივეყრდნობი მამა-პაპათ სალოცავ კარებს,შემოიჭრება თეთრ სიონში მზის მკრთალი სხივიდა თეთრ ოლარებს, თეთრ ოლარებს ააელვარებს.და მაშინ ვიტყვი, დედოფალო, აჰა მოვედი,გედი ბედისგან დაკოდილი, მხრების ცახცახით...შეხედე, დასტკბი, მეოცნებე ყმაწვილურ ბედისდაღლილ ხელებით, მეტყველებით, წამებულ სახით.შეხედე, დასტკბი, დედოფალო! ჩემი თვალებისავსე რომ იყო გაზაფხულის ცისფერ იებით,ღამენათევი, ძილგამკრთალი და ნამთვრალევისავსეა მხოლოდ საოცარი შურისძიებით...გალაკტიონის ლექსი სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში 1917 წლით თარიღდება. მისი თავდაპირველი, საყოველთაოდ ცნობილი ვარიანტი ასეთია:სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში(თავდაპირველი, საყოველთაოდ ცნობილი ვერსია)დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,ჩემი ცხოვრების გზა სიზმარიადა შორეულის ცის სილაჟვარდე.შემოიღამებს მთის ნაპრალები.და თუ როგორმე ისევ გათენდა,ღამენათევი და ნამთვრალევიდაღლილ ქალივით მივალ ხატებთან.ღამენათევი და ნამთვრალევიმე მივეყრდნობი სალოცავ კარებს.შემოიჭრება სიონში სხივიდა თეთრ ოლარებს ააელვარებს.და მაშინ ვიტყვი: აჰა, მოვედიგედი დაჭრილი ოცნების ბაღით,შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედისდაღლილ ხელებით, წამებულ სახით!შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -ღამენათევი და ნამთვრალევი,სავსეა ცრელმლთა შურისძიებით.დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?შენს მოლოდინში ასეა ყველა?სული, ვედრებით განაოცები,შენს ფერხთქვეშ კვდება, როგორც პეპელა.სად არის ჩემთვის სამაგიერო,საბედნიერო სად არის სული?ვით სამოთხიდან ალიგიერი,მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული.და როცა ბედით დაწყევლილ გზაზესიკვდილის ლანდი მომეჩვენება,განსასვენებელ ზიარებაზეჩემთან არ მოვა შენი ხსენება.დავიკრეფ ხელებს და გრიგალივითგამაქანებენ სწრაფი ცხენები,ღამენათევი და ნამთვრალევიჩემს სამარეში ჩავესვენები.დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,ჩემი ცხოვრების გზა სიზმარიადა შორეული ცის სილაჟვარდე.1917
398 2-ს მოსწონს
|