ფსიქოლოგია თუ თქვენი შვილი მოზარდია, ის შესაძლოა თვითმკვლელობაზე ფიქრობს!!! 2019, 9 მარტი, 17:21 ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული მითი მოზარდებში . განხორციელებული თვითმმართველობის (სუიციდის) ან თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ, არის მოსაზრება, რომ ახალგაზრდები მსგავს ზომებს ყურადღების მისაბყრობად მიმართავენ.
ხშირად მოზარდებს, რომელებიც ოჯახის წევრებთან ან ახლობლებთან თვითმკვლელობის თემას წამოჭრიან არასერიოზულად უყურებენ და ამ თემის იგნორირებით პასუხობენ. მიუხედავად იმისა თუ რამდენჯერ და რა მიზნით ახსენებს მოზარდი სუიციდს. უფროსის მხრიდან ამ თემის უგულებელყოფამ, შესაძლოა არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.
თვითმკვლელობა ბავშვებში
უფროსი თაობის წარმომადგენლებს საკმაოდ ხშირად უკვირთ და აბსურდულად ეჩვენებათ მოზარდთა ასაკში ჩადენილი თვითმკვლელობა. მოზარდის თვითმკვლელობის ყველაზე ხშირი რისკფაქტორები არის ახლობლის, თანატოლის გარდაცვალება. ბავშვის თმაში სიკვდილის თემის გაჩენა დიდ გარდატეხას იწვევს მის აზროვნებაში. შესაძლოა ბავშვის დამოკიდებულებამ არასწორი მიმართულება მიიღოს . ხშირად თვითმკვლელობა რომანტიზებულ სახეს იღებს მოზარდებში. მშობლების დაშორება და ხშირი ჩხუბი ოჯახში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ამ აზრის ჩამოყალიბებაში. ოჯახი ბავშვს გარესამყაროსგან დაცვის უპირველეს საშუალებად მიაჩნია. ხოლო მშობლების კამათი ბავშვს გარიყულად აგრძნობინებს თავს. მოზარდის წარმოდგენები სრულიად იცვლება და ხშირად მძიმე შედეგებით სრულდება. სუიციდის კიდევ ერთი რისკ ფაქტორია მენტალური აშლილობა. _ შიზოფრენია. დეპრესია. აუცილებელია ყურადღება და მეთვალყურეობა. 21 საუკუნეში მოზარდების ნაწილისთვის მძაფრ პრობლემას წარმოადგენს ბულინგი. ის სერიოზულ დარტყმას აყენებს ბავშვების თვითშეფასებას, ბულინგმა ბავშვები შესაძლოა მოზარდი თვითმკვლელობის ზღვრამდე მიიყვანოს . უფრო მცირე ასაკში შესაძლოა თვითმკვლელობა შემთხვევითი იყოს, თუ მედიკამენტებზე მიუწვდება ხელი, თუ აივნიდან ან ფანჯრიდან შემთხვევით დაუცდა ფეხი. როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში, თვითმკვლელობის რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. სწორედ ამიტომ ამ პრობლემასთან ბრძოლა აუცილებელი და გარდაუვალია. მიუხედავად ამისა მშობლებისთვის წარმოუდგენელია რომ მათ სახლში მცხოვრები პატარა სუიციდზე ფიქრობს. შესაბამისად მოქმედება უფროსების მხრიდან დაგვიანებულია ხოლმე. პირველი და უმთავრესი, რითაც მშობელმა თავი უნდა დაიცვას არის რომ მოუსმინოს თავის ბავშვს, მისი განცდების შესახებ იცოდეს . უფროსისადმი ნდობის გაჩენა ბავშვს უმარტივებს, ჯერ აზრის ხმამაღლა გამოთქმა, და მერე გადაჭრა. “უცხოგრაფის“ მიერ გადაღებული ქალაქ თელავის ულამაზესი ფოტოები 54 შეფასება არ არის
|