კინო გარდაიცვალა ლეგენდარული საბჭოთა მსახიობი ვლადიმირ ეტუში 2019, 9 მარტი, 15:21 96 წლის ასაკში გარდაიცვაა თეატრის და კინოს ლეგენდარული მსახიობი ვლადიმირ ეტუში.იუწყება სააგენტო ТАСС.
"ვლადიმირ აბრამოვიჩი დღეს 12:30 წუთზე გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც ის პარასკევს გადაიყვანეს"-ნათქვამია ვახტანგოვის თეატრის დირექტორის კირილ კროკის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე სცენაზე იდგა, სიკვდილამდე ის იყო ყველაზე ხანდაზმული მოქმედი მსახიობი მსოფლიოში. დაიბადა 1922 წლის 6 მაისს მოსკოვში რუსი ებრაელის ოჯახში, ეტუში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, იქვე მიენიჭა ლეინტენანტის წოდება, დაჯილდოებულია "წითელი ვარსკვლავის" ორდენით. 1945 წელს დაამთავარა შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი, მისი სამსახიობო კარიერა ვახტანგოვის თეატრში 1944 წლიდან იწყება, ითამაშა 60-ზე მეტ სპექტაკლში და 36 კინოფილმში, მათ შორის "კავკასიელი ტყვე ქალი"(1966), "12 სკამი"(1971), "ივან ივანის ძე იცვლის პროფესიას(1973)"ბურატინოს თავგადასავალი"(1975)"დიუმა კავკასიაში"(1979) და სხვა. იყო უამრავი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის: საბჭოთა კავშირის და რუსეთის სახალხო არტისტი, რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პეტრე დიდის ორდენის კავალერი და სხვა. 477 4-ს მოსწონს
|