საზოგადოება როგორ უყვარდა გალაქტიონი ოლღა ოკუჯავას – პირადი წერილი 2019, 7 მარტი, 21:56 ძვირფასო მეგობარო ვიტანჯებოდი, ვეცემოდი და კვლავ ფეხზე ვდგებოდი. გაიგე ჩემი განცდები და შენც განიცადე, რადგან სიტყვები უძლურია, აღწეროს ისინი. მოვისმინე რა, გუშინ შენი ლექსი, მე გაგიგე შენ. შენმა იდუმალმა სევდამ, რომელიც ძლიერ განვიცადე გუშინ, მე საშუალება მომეცა, შენში ადამიანი აღმომეჩინა. მაგრამ მხრავს უძილო ღამეები, გუშინდელი დღიდან უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ შენთან. რაც უფრო გშორდები, მით უფრო ძლიერ ვგრძნობ, რომ შენს სიახლოვეს მე შემეძლო მეტი გამეკეთებინა. დღეს მთელი დღე ჩემთვის კოშმარში ყოფნას უდრის. ეს თუ ასე გაგრძელდება, მე ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებ. თუ ყველაფერი ასევე დარჩება, იცოდე მე ვმარცხდები . ცხოვრება იმარჯვებს ჩემზე, დამარცხებულს კი მე სიცოცხლე არ მსურს. გუშინ შემომთავაზე შენი ლექსის დატოვება და, რა კარგს იზამდი, რომ დაგეტოვებინა იგი. ფოტოგრაფი, რომელიც თელავის ხედებს ულამაზესად იღებს დღეს მთელი დღე წიგნებში ვეძებდი ქაღალდის ნაგლეჯს, რომელიც შენი ხელით იქნებოდა დაწერილი, მაგრამ შენ თავი არ შეგიწუხებია, _ არაფერი დაგიტოვებია ჩემთვის. მადლობელი კი ვიქნები, თუ ხშირად გამიზიარებ შენს აზრს . რამდენი, რამდენი ხანი ვერ უნდა გნახო. როდის იქნება ადამიანი თავისუფალი, რატომ ვარ აქ, როცა აქ ქოფნა არ მინდა. ოლია
23 1-ს მოსწონს
|