სხვა როგორ აჯვარებდა ადამიანს მაიმუნთან საბჭოთა მეცნიერი აფრიკაში და სოხუმში 2019, 7 მარტი, 9:25 ...იზრდება უფრო სწრაფად, 3-4 წლის ასაკში არაჩვეულებრივ ძალას ფლობს, გაცილებით ნაკლებ მგრძნობიარეა ტკივილის მიმართ, ყველა გართობას შორის უპირატესობას ანიჭებს სექსუალურ ტკბობას. მისი მნიშვნელოვანი უპირატესობებია - მართვის სიმარტივე და უმწიკვლოდ მორჩილი. გამოყენების შესაძლებლობები უსაზღვროა - ნესტიანი სამუშაოებიდან დაწყებული, ჯარისკაცობით დამთავრებული. ...ილია ივანოვი, ბიოლოგი, სელექციონერი. აი, როგორი შეიძლება ყოფილიყო მომავლის საბჭოთა ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, ასე ოცნებობდა ამაზე ბიოლოგი ილია ივანოვი, რომელმაც 1925 წელს სსრკ-გან 10 000 დოლარი მიიღო აფრიკაში კვლევების ჩასატარებლად.
რა თქმა უნდა, მეცნიერისთვის ასეთი თანხა უბრლოდ ისე არ მიუციათ. მან მანამდე სერიოზულ წარმატებებს მიაღწია ცხენების ხელოვნურ განაყოფიერებაში. მისი წყალობით, ერთ ულაყს 500 ცხენის განაყოფიერება შეეძლო სეზონზე.
ფრანგულ გვინეაში მეცნიერი ეძებდა გორილების მიერ გაუპატიურებული ქალების შვილებს. ის წერდა, რომ პოულობდა ასეთებს, მაგრამ ამის დოკუმენტალური მტკიცებულება არ არსებობს.
1926 წელი, ახალგაზრდა მუშათა ჟურნალი „Смена», სტატია ივანოვის ექსპერიმენტებზე.
შემდგომ მას სურდა შავკანიანი ქალების ხელოვნური განაყოფიერება შიმპანზის სპერმით. კოლონიალურმა ხელისუფლებამ ნება არ დართო მას, ცდები ჰოსპიტალში ჩაეტარებინა. მის გარეთ კი მეცნიერს არ შეეძლო ექსპერიმენტის სისუფთავის გარანტირება - და უარი განაცხადა მდედრ ადამიანებთან მუშაობაზე.
1927 წელს პროფესორმა სამი მდედრი შიმპანზის განაყოფიერება მოახერხა: ბაბეტის, სივეტის და შავის. თუმცა არც ერთი მათგანი არ დაორსულებულა.
კადრი დოკუმენტური ფილმიდან „ადამიანი - მაიმუნები. ექიმ ივანოვის საიდუმლო ცდები“ ВГТРК
მაშინ ივანოვმა გადაწყვიტა, ქალები გაენაყოფიერებია მაიმუნის სპერმით. ეს იყო უკვე სოხუმში, როდესაც მეცნიერმა ცდებისთვის რამოდენიმე მაიმუნი ჩამოიყვანა. მაგრამ მცდელობა ჩაიშალა: გარდაიცვალა ერთადერთი მამრი, რომელიც ივანოვს ჰყავდა _ ოცდაექვსი წლის ტარზანი. მან ვერ აიტანა ახალი კლიმატი და ქათმის კვერცხებისგან და მოხარშული ბანანებისგან შემდგარი უჩვეულო რაციონი.
შემდეგ მოხდა ივნოვის რეპრესირება და მისი ცდები დამთავრდა. მაგრამ მას ჰყავდა მიმდევრები. 1977 წელს ჯორჯ მაიკლ ბედფორდმა აღმოაჩინა, რომ ადამიანის სპერმატოზოიდები არ მაგრდება პრიმატების უმრავლესობის კვრცხუჯრედებზე, მაგრამ აღწევენ ჰიბრიდულ კვერცხუჯრედებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰიბრიდიზაცია სრულიად შესაძლებელია. ჰიპოთეზის შემოწმება არ დაუწყიათ ეთიკური მოსაზრებების გამო.
იხილეთ ასევე:
756 8-ს მოსწონს
|