მუსიკა ახალ ზელანდიაში და კანადაში მაიკლ ჯექსონის სიმღერები აიკრძალა 2019, 6 მარტი, 17:15 BBC 2-მა, დოკუმენტური ფილმის "დატოვო ნევერლენდი"(Leaving Neverland)პრემიერის შემდეგ, სადაც ჯექსონის პედოფილიაზე არის საუბარი, გამოაცხადა, რომ ეთერში აღარ გაუშვებდა მაიკლ ჯექსონის სიმღერებს, ბრიტანულ BBC 2-ს მალევე მიბაძა ახალმა ზელანდიამ და კანადამ. სამმა უმსხვილესმა კანადაურმა რადიოსადგურმა CKOI, Rythme და The Beat-მა, რომელთა აუდიტორია დაახლოებით 5 მილიონი მსმენელია საერთოდ ამოიღო ეთერიდან მაიკლ ჯექსონის სიმღერები, რაც შეეხება ახალ ზელანდიას, რადიო RNZ-მა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ემსახურება, განაცხადა, რომ "ამ მოვლენების შემდეგ"(ნაგულისხმებია ფილმის პრემიერა), მთლიანად გადახედა რადიოს პლეი-ლისტს, სადაც "პოპის-მეფის" სიმღერებს ტაბუ დაედო. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland-ის პრემიერამდე Daily Mail-იმ გამოაქვეყნა ჯექსონის ერთ-ერთი მსხვერპლის ჯეიმს სეიფჩაკის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ჯექსონს არასდროს არ აინტერესებდა ქალები, მისი ხანმოკლე ქორწინება ელვისის ერთადერთ ქალიშვილთან, ლიზა მარია პრესლისთან იყო ფარსი და ფიქცია, რომ ჯექსონს გაეფანტა მის გარშემო აგორებული ჭორები პედოფილიასთან დაკავშირებით. 150 4-ს მოსწონს
|