x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქალაქი თბილისი სამეფო კარის თამაშებში?
ქალაქი თბილისი სამეფო კარის თამაშებში?


"სამეფო კარის თამაშებს" შესაძლებელია ეწოდოს აქამდე არსებულთა შორის, ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალი. ის ეფუძნება ჯორჯ მარტინის ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანთა სერიას - "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა". ცნობილია, რომ ჯორჯ მარტინი ძალიან კარგად იცნობს მსოფლიო ისტორიას, მათ შორის საქართველოს ისტორიას. ძალიან ბევრი რამ, რაც თავის ამ აღნიშნულ რომანში აქვს აღწერილი ეფუძნება ევროპულ და საერთოდ ევრაზიულ ისტორიას. მაგალითად დოთრაკიელები, რომლებიც ცხენთა ფლოქვები თქერავენ სტეპებს, შეესაბამებიან შუა აზიის სტეპებში წინა საუკუნეებში მობინადრე ჰუნებს და თურქმანულ ტომებს. ლანისტერების სახლი კი დასავლეთ ევროპის ტიპის ხალხს, სტარკების სახლი ჩრდილოეთ ევროპის ძველი ხალხების სახეა, რომლებიც ქრისტიანიზდებოდნენ თანდათან, მათზე უფრო ჩრდილოეთით კი ველური ტომები სახლობენ, რომლებსაც ჰყოფთ დანარჩენი ცივილიზებული ნაწილისგან (სამხრეთისგან) კედელი. ისინი ვიკინგების სახეს წარმოადგენენ და ყველაფრით ჰგვანან მას მწერლის გადაწყვეტილებით და ა.შ.


ქართი


ნაწარმოებში დიდი ადგილი უჭირავს და მრავალ ეპიზოდში ფიგურირებს ქალაქი სახელად - "ქართი" (Qarth). აღსანიშნავია რომ ეს სახელი არა მხოლოდ ქართველებთან ან ქართლთანაა ახლოს, არამედ ზუსტად ანალოგიურ სახელს ეძახიან თბილისს მეგრულად და ლაზურ ენებზე, მეგრულად ქართი თბილისია, მაგრამ მხოლოდ ეს არაა. ქართი აღწერილია, როგორც ორ ზღვას შუა მდებარე თავისუფალი ქალაქი, ზღვების სახელებია ზაფხულის ზღვა და ჯეიდის ზღვა (შავი და კასპიის ზღვა), თავისუფალი ქალაქებიდან, ვესტეროსიდან, ზაფხულის კუნძულებიდან და სხვ. მომავალი გემები და სავაჭრო ქარავნები სწორედ ამ ქალაქზე გადის. ასევე აღმოსავლეთის ქვეყნების უდიდესი სავაჭრო ცენტრების იითის და აშაის კულტურების შეხვედრის ადგილი და სავაჭრო ურთიერთობების ცენტრიც სწორედ ქართია.



ხედი ქართის კარიბჭიდან

ქართის გეგმა


ესოსის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ქართს არ აქვს დოთრაკიელთა (ჰუნები, თურქმანული ტომები) შიში, ვინაიდან მათგან გამოყოფს დოთრაკის ზღვა (კასპიის ზღვა აშორებდა თბილისს შუა აზიის ვრცელი სტეპების მომთაბარე ხალხებისგან). ქართელებს აქვთ პრივილეგია, რომ მიიღონ შემოსავალი ვესტეროსსა და აშაის შორის მდებარე უამრავი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებიდან. ქართელების ქვეყანა ოაზისადაა აღწერილი, მიუხედავად იმისა, რომ ის უდაბნოთია გარშემორტმყული. ერთადერთი განმასხვავებელი რამ თბილისთან ისაა, რომ ქართი საზღვაო ნაპიზე მდებარე ქალაქადაა წარმოჩენილი ნაწარმოებში.


დეინერისი ქართში. ავტ. რიჩარდ ჰესკოქსი


ქართის მმართველობის სისტემაც კი ძალიან ჰგავს ძველ თბილისურ მართვის სისტემას, სანამ მას დავით აღმაშენებელი დაუბრუნებდა ერთიანი ქართული სამეფოს ტერიტორიას და კვლავ ერთიანი საქართველოდ დედაქალაქად გამოცხადებდა (თბილისელი ბერების მმართველობის პერიოდი). ქართელები თავის ქალაქს ამგვარად მოიხსენიებენ: "უდიადესი ქალაქი, რასაც კი ოდესმე უარსებია ან იარსებებს". ქალაქს მართავს არისტოკრატების ჯგუფი, სახელად "ცამეტნი". ისინი წარმოშობით ძველი მეფეების შთამომავლები არიან. გადაწყვეტილებების მიღებისას კი ყოველ მათგანს აქვს "სუმაი"ს ანუ ვეტოს უფლება. (იხ. წყარო)


დეინერის ტარგარიანი ქართულ სამოსში. ავტ. ქერი ბესთი






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ

5. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია)



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
884
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
884
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0