x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139088
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
6 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას და შესაძლოა, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ ამის შესახებ
image

ყველამ იცის, რომ ძილის წინ ჭამა და გვიან დაძინება ჯანმრთელობისთვის არაა სასარგებლო. მაგრამ ხშირად არ ვიცით, ჩვენს ჩვევებს რა მოჰყვება. გთავაზობთ ინფორმაციას ზიანის მომტანი ჩვევების შესახებ.


1. იცოდით, რომ ცემინების შეკავებამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი გამოიწვიოს?

image


დაცემინება გამოწვეულუა ცხვირში ვირუსის, ბაქტერიისა და მტვრის ნაწილაკების შეღწევით, თუ თქვენ ამ დროს ცხვირზე ხელს იფარებთ, ესე იგი ხელს უშლით მათ ცხვირიდან გამოდევნას. ამის გამო შეიძლება დაგიქვეითდეთ სმენა, ანდა აგეწიოთ წნევა და უარეს შემთხვევაში, საყლაპავი მილი დაგიზიანდეთ, ამიტომ დაცემინებისას მოიქეცით ისე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.


2. მუცელზე წოლა, სახით დაბლა ძილი

image

ეს აუარესებს თქვენს სუნთქვას, აფერხებს სისხლის მიმოქცევას და სახეზე აჩენს ნაოჭებს. ასე ძილი მოსახერხებელია, თუმცა კისერი არაბუნებრვი პოზიციაში ხვდება, რაც დროთა განმავლობაში თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ასევე ექიმები ამბობენ, რომ დროებითი ნაოჭები მუდმივ ნაოჭებად გადაიქცევა.


3. ტუალეტში წასვლის გადადება

image

იწვევს კუჭ-ნაწლავის დაავადებებს და საშარდე სისტემის მოშლას. შეიძლება ახლა ახალგაზრდა ხართ და ადვილად შეგიძლიათ თავის შეკავება, თუმცა სიბერისას ეს ნამდვილად გაგიჭირდებათ, სწორედ იმიტომ, რომ ახალგაზრდობაში ძალიან დიდხანს ითმენდით მოსაქმებას. შარდის დიდხანს შეკავება მოქმედებს წნევის ცვლილებაზე, ამიტომ ექიმები გირჩევენ, არასდროს სცადოთ მისი შეკავება, ამ დროს თქვენ წამლავთ თქვენს სხეულს, რადგან არ აძლევთ მას საშუალებას, გათავისუფლდეს სხვადასხვა ტოქსიკური მინარევებისაგან.


4. კითხვა, როცა წევხართ


image

ასე კითხვა არ არის რეკომენდებული, რადგან საგრძნობლად ვნებს თქვენს მხედველობას. ამის გარდა, თქვენ ჰორიზონტალური ნაოჭები გიჩნდებათ ყელთან, როცა წამოწოლილი კითხულობთ.


5. ტელეფონის ტუალეტში შეტანა

image

ეს ჩვევა საკმაოდ გავრცელებულია, რადგან თქვენ ტუეალეტში მჯდომარე პოზიციაში 5 წუთზე მეტხანს ჩერდებით, ეს ძაბავს თქვენს სისხლის მიმოქცევას და იწვევს ვენურ დაავადებებს, ასევე ბუასილს, ასევე შეიძლება იგივე ითქვას ჟურნალ-გაზეთებზე, თუმცა მობილური დაგაქვთ ყველგან და ბაქტერიები მისგან ადვილად ვრცელდება ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ.


6. ცხვირში თითების შეყოფა

image

ცხვირში თითის წაყოფა ძალიან მავნებელია, თუ ხელები საგულდაგულოდ არ გაქვთ დაბანილი, ხშირად ფიზიოლოგიურ ხსნარსაც იყენებენ ამისთვის, რაც სავსებით სასარგებლოა, მაგრამ ყოველთვის გამოიყენეთ ბამბის ტამტონი, რომ თავიდან აირიდოთ რაიმე სახის ინფექცია ან კაპილარების დაზიანება.

0
2168
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
2168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0