მუსიკა ნახეთ, რას წერს დავით არჩვაძე ოთო ნემსაძის გამარჯვების შემდეგ მასზე 2019, 4 მარტი, 12:18 "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა, შესაბამისად, იგი ჩვენ ქვეყნას ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით „სულ წინ იარე“ წარადგენს.
შოუს ფინალს სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა. პროექტის ფეისბუქგვერდზე ბევრი კრიტიკაც დაიწერა და ბევრი ქებაც.
ასევე აქტიურად წერენ ოთოს მეგობრები თავიანთ მოსაზრებას ოთოს პირად გვერდზეც.
ერთ-ერთი, რომელმაც ოთოს გვერდზე საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა მომღერალი დათო არჩვაძეც იყო. "1 თვის წინაც მივულოცე ‼️ და ეხლა ხო ვულოცავ და ვულოცავ Oto Nemsadze სულ გამარჯვებით გევლოს‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️ სიმღერა უმაგრესი Roma Giorgadze ‼️ ბიჭი ძარღვი და ენერგია‼️ მგონი ყველანაირი რესურსია რო წელს მაინც დავდოთ გამარჯვების ლელო ბიჭებოოო"- წერს არჩვაძერ ოთო ნემსაძის ფეიბუსქ გვერდზე. ცნობისთვის, ფინალური შოუსთვის, რომელიც გუშინ პირველი არხის პირდაპირ ეთერში გაიმართა, შემოვიდა ხმათა რეკორდული რაოდენობა – 234 383 ხმა, რომლის 44, 13 პროცენტი ოთო ნემსაძემ მიიღო. 652 2-ს მოსწონს
|