საბუნებისმეტყველო უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში? 2019, 4 მარტი, 13:46 როდესაც ვუყურებთ სამყაროს მასშტაბებს, ბუნებრივად გვიჩნდება უსუსურობის განცდა - კი მაგრამ ვინ ვართ, ჭიანჭველებიც კი, ატომებიც კი არ ვართ სამყაროს მასშტაბებთან შედარებითო. ეს მართლაც ასეა წმინდა ფიზიკური გაგებით, ვინაიდან ჩვენთვის დამზერად სამყაროში 2 ტრილიონი (2, 000, 000, 000, 000) გალაქტიკაა. ჩვენს - ირმის ნახტომის (რძის გზის) გალაქტიკაში 200 - 400 მილიარდი ვარსკვლავია (პლანეტა ბევრად მეტი). ანდრომედას გალაქტიკაში (მეზობელი გალაქტიკა) 1 ტრილიონი ვარსკვლავია. გალაქტიკაში სახელად J224607.57-052635.0-ში კი - 300 ტრილიონი ვარსკვლავი. თუ გავითვალისწინებთ გალაქტიკათა რაოდენობას, მაშინ ადვილად წარმოვიდგენთ რამხელა რიცხვებზე და მასშტაბებზე გვაქვს საუბარი. ახლა უკეთ შევხედოთ ჩვენი სამყაროს ზომას. ხილული სამყაროს დიამეტრი. 93 მილიარდი სინათლის წელია. სინათლის სიჩქარე კი 300, 000 კმ/წმ-ია. ეს ნიშნავს, რომ სინათლე სამყაროს ამ წერტილიდან უშორეს ჩვენთვის ცნობილ წერტილამდე მივიდეს და სინათლის სიჩქარით რომ იაროს, მაინც დასჭირდება 93 მილიარდი წელი. და საერთოდ, თუ კოსმოსური ინფლაციის თეორია მართებულია, რისი ძალიან დიდი შანსიც ნამდვილად არსებობს, მაშინ მატერიალური სამყარო ამ ხილულ სამყაროზე 150 სექტილიონჯერ დიდია. 2 ტრილიონი გავამრავლოთ 150 სექტილიონზე - იქნება 300 დეცილიონი - სამიანი 36 ნულით. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ერთი ბოლოდან რომ სინათლე მივიდეს მეორე ბოლოში, დასჭირდება ამდენი წელი სინათლის სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაშიც კი, რომელიც უდიდესი სიჩქარეა ამ სამყაროში. და ეს ყველაფერი როდია... სიმების თეორია ამტკიცებს, რომ მეგასამყაროში არ არსებობს მხოლოდ ერთი, არამედ მრავალი სამყარო. ანუ ჩვენი მსგავსი სამყაროების რაოდენობა წარმოუდგენლად დიდია (იხ. "ტრილიონობით ტრილიონი პარალელური სამყარო"). ამ მასშტაბებით თუ შევხედავთ არათუ ადამიანი, არამედ დედამიწაც კი, კოსმოსური მტვრის უმცირესთა შორის უმცირესი ნაწილაკია, მაგრამ აქ ისმის კითხვა - რამდენად მართებულია შევხედოთ საკითხს ამგვარად? არის კი მეცნიერულად ეს გამართლებული? უმნიშვნელოა ადამიანი ამ უდიდეს სამყაროში? არათუ ფილოსოფიურად, არამედ წმინდა მეცნიერული კუთხითაც კი... რა თქმა უნდა პასუხი არის - არა. საქმე იმაშია, რომ სამყაროს არ უნდა შევხედოთ მხოლოდ გარე მიმართულებით, არამედ შიგნითაც - სიღრმეში. სამყარო არაა წარმოუდგენლად დიდი მხოლოდ მაშინ, როცა ვმოძრაობთ შიგნიდან გარეთ - მაკრო ზომებში, არამედ ის უსასრულოდ დიდი და მრავალფეროვანია როდესაც ჩავალთ მის სიღმრეებში და შევხედავთ გამადიდებელი შუშით ყველაფერს არსებულს, მიკრო დონეზე. მაგალითად: ერთი, საშუალო, 60 კილოგრამის წონის ადამიანი შედგება მინიმუმ 60 ტრილიონი უჯრედისგან (იხ. რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში?). ადამიანის ორგანიზმში ყოველ კილოგრამზე მოდის მინიმუმ 1 ტრილიონი უჯრედი. ყოველი ეს უჯრედი არის მცირე ქარხანა, რომელიც შედგება ორგანელებისგან, როგორიცაა მაგალითად: ბირთვაკი, ბირთვი, რიბოსომა, ვეზიკულა, ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის კომპლექსი, ციტოჩონჩხი, მიტოქონდრია, ვაკუოლი, ციტოზოლი, ლიზოსომა, ცენტრიოლი და პლაზმური მემბრანა. უჯრედთა ბირთვში მდებარე ქრომოსომებში მყოფი დნმ-მოლეკულები ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა შეიცავს ინფორმაციას 4 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწური სიცოცხლის მთელი ევოლუციის შესახებ (იხ. დედამიწის ისტორია). დნმ-ის ერთი მოლეკულა შეიცავს იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე მთელი დედამიწის ყველა ბიბლიოთეკის ყველა წიგნი ერთად. ადამიანის ერთი ტიპიური, ცალკეული, საშუალო ზომის უჯრედი შეიცავს დაახლოებით 100, 000, 000, 000, 000 (100 ტრილიონ) ატომს. ყოველი ატომი შედგება ატომბირთვისა და ელექტრონებისგან. ატომბირთვი კი შედგება პროტონებისგან და ნეიტრონებისგან. არსებობს ამათზე მილიონჯერ და მეტად უფრო მცირე ნაწილაკებიც, კვარკები, ლეპტონები და ა.შ. რაც უფრო ღრმად ჩავდივართ მაგალითად ადამიანის შესწავლაში მით უფრო მეტად ვხედავთ, რომ ეს განუზომლად მრავალფეროვანი, ღრმა შინაარსის და ურთულესი მოწყობის სისტემაა - ადამიანი ბიო-ქიმიური და ფიზიკური სასწაულია. თუმცა აქ არ მთავრდება ყველაფერი. ამ არსებას, რომელსაც ქართველები ადამიანს ვეძახით უბრალოდ სიცოცხლე კი არ შეუძლია, როგორც მაგალითად მცენარეს, ბაქტერიას ან შედარებით დაბალგანვითარებული ცენტრალური ნერვული სისტემის ცხოველებს, არამედ შეუძლია ჩვენთვის ცნობილ ორგანიზმთა შორის ყველაზე მაღალინტელექტუალური აზროვნება, რომელიც საბოლოოდ აყალიბებს პიროვნებას, კრიტიკულ აზოვნებას, ლოგიკას და შეიცნობს მთელ სამყაროს არა მხოლოდ ცოდნის და ინფორმაციის მიღებით, არამედ წარმოსახვის საშუალებით, რომელსაც თვალების გარეშე, გონებით ხედვასაც უწოდებენ და რომელზეც აინშტაინი ამბობდა, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. (იხ. ცხოველთა ტვინის შედარება). აზროვნების, ინტელექტის, ცოდნის და წარმოსახვის საშუალებით ადამიანი შეიცნობს მთელ სამყაროს, მათ შორის თავის თავს და ამით თავის თავში მოიცავს და იტევს მთელ ჩვენს სამყაროს, და არა მხოლოდ ჩვენსას, არამედ თუ სიმების თეორია სინამდვილეა - მთელ მულტისამყაროსაც. მეცნიერული ფაქტია და აქსიომა, რომ ადამიანი არის იმდენადვე რთული აგებულების, როგორც თავად სამყარო და ამით უთანაბრდება მას, ხოლო უსწრებს იმით, რომ მასში ხდება არა მხოლოდ ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური პროცესები, არამედ მეტაფიზიკურიც - აზროვნება - ეს უნარი სამყაროს რამდენადაც ჩვენ დღესდღეობით ვიცით - არ გააჩნია. ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნებისმიერი მოაზროვნე არსება, იქნება ეს დღეს ადამიანი, უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი (იხ. აკადემიური მეცნიერების აზრი უცხოპლანეტელების შესახებ) თუ ხვალ ხელოვნური ინტელექტი, დგას თავისი არსით უფრო მაღლაც კი, ვიდრე თავად სამყარო. მაგალითად სამყარო საჭიროა ნებისმიერი ცოცხალი არსების არსებობისთვის, როგორც ჰაერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჰაერი უფრო მნიშვნელოვანია თავისი არსით, ვიდრე მისი მსუნთქავი სიცოცხლე. თავად სამყარო (და მით უმეტეს მულტისამყარო) იმდენად შემაძრწუნებლად და დაუსრულებლად დიდია, რომ მასში ზომებს მნიშვნელობაც კი ეკარგება - პატარა დიდია, ხოლო დიდი - პატარა. მთავარი ხდება არა ზომები, არამედ სირთულე, სიღრმისეული არსი, სიცოცხლე და ამ სიცოცხლის შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ ადამიანი თავადაა მიკროსამყარო მაკროსამყაროში. აი, სწორედ აქ ცდება ხალხი, რომელიც თითოეულ ადამიანს და მით უმეტეს ამ ადამიანთაგან შემდგარ ათასწლოვან ერებს, ეთნოსებს, სახელმწიფოებს, ისტორიას, კულტურებს, ფასეულობებს, აკნინებენ სამყაროს სიდიდის არგუმენტით. რელიგიურ აზროვნებას თუ არ მივყვებით და ვეთანხმებით იმას, რომ სამყაროს და კაცობრიობის გაჩენა შემთხვევითობათა უზარმაზარი ჯაჭვის პროდუქტია, მაშინ იმასაც უნდა ვეთანხმებოდეთ, რომ არ არსებობს ობიექტურად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო საგნები და მოვლენები, მნიშვნელოვანი ხდება ის, რასაც ვინმე მიიჩნევს ასეთად. მნიშვნელოვანი არა ამ სიტყვის საყოველთაო გაგებით, არა ყველასთვის, არამედ მნიშვნელოვანი სუბიექტურად, კონკრეტული ინდივიდისთვის, ან ინდივიდთა ჯგუფისთვის. ჩვენი ვერც ერთი სადარდებელი და ვერც ერთი სიხარული ვერ დაკნინდება იმის გამო, რომ სამყაროს ფონზე მცირე და უმნიშვნელო ჩანს. ბავშვისთვის, რომელმაც სათამაშო დაკარგა, პატარა და უმნიშვნელო ჩანს სამყარო და არა მისი დანაკარგი. დედამ, რომელმაც შვილი დაკარგა, მან მთელი სამყარო დაკარგა. ზოგიერთი დედა, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, მთელ სამყაროს გაწირავდა მთელი თავისი გალაქტიკებით და ცივილიზაციებით, ოღონდ თავის შვილის დაბრუნება შეძლებოდა. ერთი კონკრეტული ადამიანისთვის მეორე ადამიანი შესაძლოა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დანარჩენი ყველაფერი, მათ შორის საკუთარი თავი და სიცოცხლეც. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ასეა - ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამყაროში ობიექტურად, როგორც მოაზროვნე არსება, რომელსაც აქვს, თუნდაც შემთხვევით მიღებული პრივილეგია - სუბიექტურად გადაწყვიტოს, თუ რა არის უმნიშვნელოვანესი. ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია) 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ 5. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია) ავტორი: თორნიკე ფხალაძე184 1-ს მოსწონს |
Who are we? We have discovered that we live on a small planet, in a forgotten corner of the universe, among billions of stars, where the number of galaxies is much larger than that of humans. There are 2,000, 000, 000, 000 (2 trillion) galaxies in this vast, infinite universe, one of which is our home. Each galaxy contains on average 10,000 to 100,000,000,000 (100 billion stars), most of which have planets. There are about a trillion planets in our galaxy alone, of which 40 billion are located in the living space relative to its star. One such planet is the Earth. We look at the sky from this one point and observe the wonders and beauty of the universe. We study its 13.8 billion-year history and admire it.
Here is what we see when we look more closely at the sky:
Nebulae, Galaxies, Stars, Planets and their satellites... if we look closely, we see even ourselves.
Are we even lonely in this world? There are about 12, 500, 000, 000, 000, 000, 000, 000 stars in the universe. If at least one of the 10 stars is introduced to the planets and their average number is 5, then there are 6, 250, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000 planets.
If the chance of life on these planets were one millionth, 1/1,000, 000, 000 (0, 00000000001%), then there would be 6, 250,000,000,000 planets in the universe where life would have evolved.
When we look at the scale of the universe, we naturally feel helpless - yes, but who we are, even ants, not even atoms, compared to the scale of the universe. This is indeed the case in a purely physical sense, since we have 2 trillion (2,000, 000, 000, 000) galaxies in the universe. There are 200-400 billion stars in our Milky Way galaxy (much more than the planet). There are 1 trillion stars in the Andromeda Galaxy (neighboring galaxy). In the galaxy named J224607.57-052635.0 - 300 trillion stars. If we consider the number of galaxies, then we can easily imagine how great numbers and scales we are talking about.
If we look at this scale not only man but even the Earth is the smallest particle of cosmic dust, but here the question is - how right is it to look at the matter this way? Is it scientifically justified? Is man insignificant in this great universe? Not philosophically, but even from a purely scientific point of view ... Of course the answer is - No.
უპირველესად მყოფობს უსასრულობა. რასაც დასაწყისი აქვს, დასასრულიც გააჩნია და სწორედ ის საწყისი წერტილია მისი სასრული. ხოლო დაუსაბამოს აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. უსასრულობა იყო, არის და იქნება და ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ცალკეული სამყარო, ვინაიდან ყოველი სამყარო და ყოველივე რაც და ვინც მათშია, მისი წიაღიდან იშვა და მის წიაღშივე შთაინთქმება. არ იყო ისეთი მომენტი, როდესაც ის არ არსებობდა იმიტომ, რომ ისაა თავად დროის საწყისიც. ეწოდება მას დიდი მშობელი ან დიდი დედა, ვინაიდან განუწყვეტლივ ბადებს, განუწყვეტლივ შობს.