სხვა ქალი შვილის გარდაცვალების შემდეგ ქუჩაში დარჩა, რამდენიმე წელიწადში კი მილიონერი გახდა 2019, 4 მარტი, 8:35 ![]() დღეისთვის 42 წლის ვანესა ოგდენ მოსი 6 შვილის დედაა, ფლობს მსხვილ ბიზნესს, რომლის წლიური შემოსავალი 1, 7 მილიონი ფუნტი სტერლინგია, მასზე ხშირად წერს პრესა და მისი ფოტოები ჟურნალების გარეკანზე ქვეყნდება. 15 წლის წინ მისი 5 წლის ვაჟი ტომი იშვიათი ფორმის სიმსივნით გარდაიცვალა, რის შემდეგაც ვანესა ქმარმაც მიატოვა და დატოვა ცარიელ-ტარიელი სამ შვილთან ერთად, ვანესა იძულებული გახდა მეგობრებთან შეეფარებინა თავი. ვანესას არც განათლება ჰქონდა, არც ფული და არც ბინა, ერთადერთი რაც იყო-ესაა ძველი კომპიუტერი, ქალმა გადაწყვიტა მცირე წინსვლისთვის რაიმე მოემოქმედებინა, Facebook -ზე გახსნა წონის კლების ჯგუფი, სადაც ახალგაზრდა დედებისთვის საკუთარი საავტორო 12 კვირიანი პროგრამის გაყიდვა დაიწყო. ![]() ![]() ვანესა გულისტკივილით იხსენებს წარსულს: "ტომი რამდენიმე თვე ავადმყოფობდა, ტკივილები უცებ დაეწყო, მას აღმოაჩნდა რაბდომიოსარკომა, სიმსივნემ მის თავში ჩაიბუდა და აწვებოდა ტვინს, რამაც მერე მხედველობაზე შეუქმნა პრობლემები, ის უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა, გული მკარნახობდა, რომ ის ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ვერაფრით ვშველოდი, არ შემიძლია ის გრძნობა გამოვხატო, როდესაც ტომი გარდაიცვალა, მწუხარებისგან პარალიზებური ვიყავი" ![]() ![]() 1012 4-ს მოსწონს
|