x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალი შვილის გარდაცვალების შემდეგ ქუჩაში დარჩა, რამდენიმე წელიწადში კი მილიონერი გახდა
image

ქალი სრულიად დამწუხრებული და განადგურებული იყო მას შემდეგ, როდესაც გარდაეცვალა შვილი სიმსივნისგან და დარჩა უბინაოდ .


დღეისთვის 42 წლის ვანესა ოგდენ მოსი 6 შვილის დედაა, ფლობს მსხვილ ბიზნესს, რომლის წლიური შემოსავალი 1, 7 მილიონი ფუნტი სტერლინგია, მასზე ხშირად წერს პრესა და მისი ფოტოები ჟურნალების გარეკანზე ქვეყნდება.



15 წლის წინ მისი 5 წლის ვაჟი ტომი იშვიათი ფორმის სიმსივნით გარდაიცვალა, რის შემდეგაც ვანესა ქმარმაც მიატოვა და დატოვა ცარიელ-ტარიელი სამ შვილთან ერთად, ვანესა იძულებული გახდა მეგობრებთან შეეფარებინა თავი.



ვანესას არც განათლება ჰქონდა, არც ფული და არც ბინა, ერთადერთი რაც იყო-ესაა ძველი კომპიუტერი, ქალმა გადაწყვიტა მცირე წინსვლისთვის რაიმე მოემოქმედებინა, Facebook -ზე გახსნა წონის კლების ჯგუფი, სადაც ახალგაზრდა დედებისთვის საკუთარი საავტორო 12 კვირიანი პროგრამის გაყიდვა დაიწყო.

image

დღეს უკვე ვანესა მასტერ-კლასებს ატარებს თემაზე შექმენი საკუთარი ბიზნესი", რითაც სხვებს ეხმარება აიხდინონ ოცნება, მისი წლიური შემოსავალი 1, 7 მილიონი ფუნტი სტერლინგია, ამასთანავე ვანესა წერს წიგნს "იშოვე მილიონი სახლიდან გაუსვლელად"( Make A Million From Home)

image

"გასულ თვეს ვიყავი ბალიში, (კუნძული ინდონეზიაში)უკვე დაახლოებით 25 ათას ფუნტს ვშოულობ დღეში, ახლა ვაპირებ ვიყიდო Bentley Continental GT-ი, მოვაწერე ხელი კონტრაქტს ახალ სახლზე ჩეშირში(საგრაფო ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში)


ვანესა გულისტკივილით იხსენებს წარსულს:


"ტომი რამდენიმე თვე ავადმყოფობდა, ტკივილები უცებ დაეწყო, მას აღმოაჩნდა რაბდომიოსარკომა, სიმსივნემ მის თავში ჩაიბუდა და აწვებოდა ტვინს, რამაც მერე მხედველობაზე შეუქმნა პრობლემები, ის უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა, გული მკარნახობდა, რომ ის ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ვერაფრით ვშველოდი, არ შემიძლია ის გრძნობა გამოვხატო, როდესაც ტომი გარდაიცვალა, მწუხარებისგან პარალიზებური ვიყავი"

image

12 წლის წინ ვანესამ ცხოვრება თავიდან დაიწყო, ხელმეორედ გათხოვდა და გააჩინა კიდევ სამი შვილი, თან საკუთარი ბიზნესიც ააწყო.

image

0
1012
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1012
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0