საზოგადოება ბუნებამ ალენ დელონის შვილებზე დაისვენა, მას მხოლოდ არაკანონიერი შვილი დაემსგავსა, რომელსაც ის არ აღიარებს 2019, 3 მარტი, 15:25 ![]() ![]() როდესაც ენტონი დაიბადა, მისი ცნობილი მამა ჯერ კიდევ არ ყოფილა პოპულარობის ზენიტში, მაგრამ ის უკვე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე ლამაზი მსახიობი იყო. ალენი იყო 28 წლის ასაკში, როდესაც მისი პირმშო დაიბადა, საკმაოდ სწრაფი ქორწინების შემდგომ ნატალისთან. (ისინი ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იცნობდნენ) ![]() ბედნიერი ბავშვობა დიდხანს არ გაგრძელებულა - ენტონი ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ და მისი დედა იყო ძირითადად მისი აღზრდის საქმეში ჩართული (ნატალი ძირითადად, პირად ცხოვრებით იყო დაკავებული). თავდაპირველად ისინი ცხოვრობდნენ ამერიკაში, შემდეგ დაბრუნდნენ საფრანგეთში. მოზარდი და შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი, ენტონი იყო ტიპიური ფრანგი, რომელიც ღამის კლუბებში დადიოდა და წვრილმანი ხულიგნობისთის ხვდებოდა პოლიციის განყოფილებაში. ![]() მან ერთი თვეც კი გაატარა ციხეში, საიდანაც მამამ გაიყვანა. შემდეგ ენტონი ცდილობდა ჩართულიყო ბიზნესში, მიეღო მონაწილეობა ფილმებში. ენტონი გამოჩნდა ეპიზოდურ როლებშიც, მაგრამ სამწუხაროდ, მას არ ქონდა მამის ქარიზმა და ხიბლი. შემდგომში, როცა ის ოცდაათი წლის იყო, გამოსწორდა. ახლა ენტონი არის საკმაოდ პოპულარული მსახიობი, მას ყავს ორი შვილი. მის ურთიერთობას ალენთან არ ეთქმის ახლო, პირიქით არის რთული. სამწუხაროდ, ენტონი ყოველთვის დარჩება მხოლოდ მამის ჩრდილში, რაც უდავოა, მძიმეა მისთვის. ![]() ![]() ![]() ანუშკა, ალბათ, დელონის ყველაზე წარმატებული შვილია, მისი შვილებისგან განსხვავებით, მას თავისი საყვარელი მამისგან მეტი ზრუნვა არ დასჭირვებია, მათ ძალიან სათუთი ურთიერთობა აქვთ, ალენ დელონი აღმერთებს ქალიშვილს. ![]() ალენ დელონის არაკანონიერი შვილის სახელია არი ბორგონი, რომელიც გერმანელი როკ-მომღერალი ნიკოდან შეეძინა მსახიობს. მსახიობი არასდროს აღიარებდა ამ ბავშვს და ამტკიცებდა, რომ მის დედასთან რომანი არ ქონია და ქონდა მხოლოდ შემთხვევითი კავშირი. არისთან შედარებით, დელონის სხვა შვილები იღბლიანი არიან. არი ბავშვობიდან დედასთან იზრდებოდა, რომელიც იყო ალკოჰოლ და სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება, რთული იყო მისი ბავშვობა. ![]() 3687 2-ს მოსწონს
|