x
"რასისტი", "უტიფარი" და "თაღლითი" დონალდ ტრამპი - რატომ ვერ შედგა შეთანხმება კიმ ჩენ ინთან?
image

27 და 28 თებერვალი დონალდ ტრამპისთვის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა - მაშინ, როცა ის კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს მართვდა, ამერიკაში, კონგრესის წინაშე მისი ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი პრეზიდენტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა და თაღლითსა და რასისტს უწოდებდა.

ეს ორი თემა ცალ-ცალკე განვიხილოთ:

კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის სამიტი შედეგის გარეშე დასრულდა. უფრო სწორად თუ ვიტყვით, ეს იყო ყველაზე უფრო მოულოდნელი შედეგი, რისი წარმოდგენაც კი შეიძლებოდა. ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში დაგეგმილ სამიტთან

დაკავშირებით საკმაოდ დიდი მოლოდინები არსებობდა - ტრამპის პოლიტიკის კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტს შეეძლო ძალიან დიდ დათმობაზე წასულიყო გარეგნული წარმატების საჩვენებლად და ისეთ შეთანხმებაზე მოეწერა ხელი, რაც შეერთებული შტატებისთვის წამგებიანი იქნებოდა. ზომიერად განწყობილი ექსპერტების აზრით, სამიტზე დიდი იმედების დამყარება არ იქნებოდა სწორი, ვინაიდან კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული


განიარაღება ხანგრძლივი პროცესია და ორი შეხვედრით ვერ დასრულდებოდა.

თუმცა ორივე მხარე გაკვირვებული დარჩა - არათუ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ორმა მხარემ სამიტის ჩაშლის ორი სრულიად განსხვავებული მიზეზი დაასახელა.

დონალდ ტრამპის თქმით, კორეელებმა მოითხოვეს სანქციების სრულად გაუქმება იონგბიონში განლაგებული ბირთვული ობიექტების განადგურების სანაცვლოდ. იონგბიონი ფხენიანიდან დაახლოვებით 100 კილომეტრში მდებარეობს და ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის ცენტრს წარმოადგენს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სადაც ბირთვული პროგრამა ხორციელდება.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ ჰომ კი განაცხადა, რომ სანქციების სრულად გაუქმებაზე ლაპარაკი არ ყოფილა - მათ მათი ნაწილობრივი გაუქმება მოითხოვეს იონგბიონის ბირთვული ობიექტების განადგურების სანაცვლოდ, თანაც ეს ამერიკელი დამკვირვებლების თანდასწრებით უნდა მომხდარიყო. წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო
1
117
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
117
  
2019, 1 მარტი, 16:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1