ასტროლოგია მარტის ასტროლოგიური პროგნოზი 2019, 1 მარტი, 16:23 აი, გაზაფხულიც დადგა. მართალია, მარტი ცვალებადია და ნებისმიერი ამინდით შეუძლია ჩვენი გაკვირვება, ამას ვერ შევცვლით, სამაგიეროდ, შეგვიძლია წინასწარ გავიგოთ, რა მოგვიმზადეს ვარსკვლავებმა.
მარტს რეტროგრადული მერკური მართავს. სიტყვამ “რეტროგრადული" არ შეგაშინოთ, თუმცა, გარკვეულ სირთულეებს მაინც წააწყდდებით. განსაკუთრებით რთული დღეებია 3, 4 და 27 მარტი, ამიტომ ამ დღეებში საქმეებს ნუ შეეჭიდებით და ნურც გადაწყვეტილებებს მიიღებთ.
მარტი არც ისე კარგი თვეა რამის შესაძენად, განსაკუთრებით, ტექნიკის. მაგრამ თუ ამის გადაუდებელი საჭიროება გაქვთ, 1-დან 3 მარტამდე შეიძინეთ რაც გინდათ.
ზოგადად, მარტის დასაწყისიდან 6 აპრილამდე ყველა რეკომენდაციას “არ" უძღვის წინ: არ განახორციელოთ დიდი გარიგებები, არ მოაწეროთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტს, არ გააკეთოთ მსხვილი შენაძენი ან ინვესტიცია, არ შეიცვალოთ სამსახური და ა.შ. 2 მარტს ვენერა მერწყულის ნიშანში შედის. დროა, ემოციები გამოავლინოთ:გამოუტყდით სიყვარულში, გადადგით ნაბიჯი. აუცილებლად მოასწარით 5 მარტამდე, რადგან შემდეგ ამ გადაწყვეტილებების მიღების სურვილი და ძალა შესუსტდება. 1.ვერძი თვის პირველ და მეორე დეკადაში ვერძები ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ, გააქტიურდებიან და თვითრწმენა გაუძლიერდებათ. ვერძები კომფორტის ზონიდან გამოვლენ, რომელშიც ბოლო 2 კვირაა იმყოფებიან და მიზანმიმართულად, სწრაფად იმოქმედებენ გარკვეული შედეგის მისაღწევად. 2.კურო კუროებს წარმატება ელით სასიყვარულო სფეროში. გელით ახალი რომანტიული ნაცნობობა, ან შესაძლოა, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდოს. თვის დასაწყისი საკმაოდ ჰარმონიულია, 10 რიცხვის შემდეგ კი ყურადღება მიაქციეთ თქვენს ქცევას პარტნიორთან, შესაძლოა უხეშობა ან აგრესია გამოავლინოთ. 3.ტყუპები ტყუპები ამ თვეში დაბნეულობას გამოამჟღავნებენ.ისინი ზღვა ინფორმაციაში დაიკარგებიან, თარიღები და ციფრები აერევათ. უმჯობესია, მარტში საკუთარ ინტუიციას ენდოთ. მათ, ვინც 9-დან 15 ივნისამდე დაიბადა, შესაძლოა იმის მტკიცება დაიწყონ, თუ “ვინაა აქ უფროსი", ამან კი შესაძლოა სამსახურში ურთიერთობები გააფუჭოს. 4.კიბო მარტის თემა კიბოებისთვის პარტნიორული ურთიერთობებია. თვის დასაწყისში კიბოები ემოციურ არამდგრადობას იგრძნობენ, ეს განსაკუთრებით 17-20 ივლისს დაბადებულებს ეხებათ. თუ ემოციებს მოთოკავთ, ბევრ საკითხს გაარკვევთ და პარტნიორთან შეთანხმებასაც მიაღწევთ. 5.ლომი მარტში ლომებს ღრუბლებში ფრენა ახასიათებთ. არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმით დაკავდეთ, რომლებიც ჩაღრმავებას მოითხოვენ. აი, შემოქმედება კი ისაა, რაც გჭირდებათ. მოიშველიეთ წარმოსახვა და ინტუიცია, მაგრამ ღრუბლებში ნუ აიჭრებით. თვის ბოლოს კი საკუთარი ეგო გააკონტროლეთ, რომ რეპუტაცია არ შეგელახოთ. 6.ქალწული ქალწულები გაკეთებულის გადაკეთებით დაკავდებიან. შეცდომებს მსუბუქად უყურებთ, მაგრამ მათ გამოსწორებას გულმოდგინედ უნდა მიუდგეთ. თუ საქმეს ნებაზე მიუშვებთ, შემდეგ მოგიწევთ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ და სამუშაო მხოლოდ მოგემატებათ. 7.სასწორი თვის ბოლოს შესაძლოა საქმეში შეფერხება, რის გამოც საკუთარი თავის რწმენა შეიძლება დაკარგოთ. მაგრამ ნუ ჩაიციკლებით წარუმატებლობაზე. უკეთესია, საქმე დროებით გვერდზე გადადოთ და სახლს მიხედოთ. გააკეთეთ რემონტი, იყიდეთ ახალი რამ ან ავეჯი გადაადგილეთ. ეს კმაყოფილებას მოგგვრით და სასიამოვნო ცვლილებებსაც გამოიწვევს. 8.მორიელი თქვენგან ენერგიის მძლავრი ნაკადი მოდის და დასახული მიზნების მიღწევას შეძლებთ. ენერგიის მოზღვავებას განსაკუთრებით თვის დასაწყისში იგრძნობთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი, მაგრამ, რომ არ გადაიწვათ, არც დასვენება დაივიწყოთ. 9.მშვილდოსანი ამ თვეში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდება თქვენი მისწრაფება პირველობისადმი, თუმცა, იმისთვის, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ, შეეცადეთ თქვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე სხვებს არ მოახვიოთ. კარგი იქნება, თუ კვებით ჩვევებს გადახედავთ და მოაწესრიგებთ. 10.თხის რქა კარგი პერიოდია იმისთვის, რომ საკუთარ შინაგან სამყაროს ჩაუღრმავდეთ და გაარკვიოთ რა გინდათ, სად მიდიხართ და ვინ ხართ სინამდვილეში.ეს ყველაფერი საკუთარი თავის შეცნობასა და წინსვლაში დაგეხმარებათ. 11.მერწყული მერწყულებისთვის მარტი რომანტიკის თვეა. შესაძლოა, სიყვარული გეწვიოთ, მაგრამ ილუზიებსაც ნუ შეიქმნით. თუ უკვე გაქვთ ურთიერთობა, ეს კავშირი უფრო განმტკიცდება. შესაძალოა ახალი სიყვარულიც გეწვიოთ, რომელიც ძალიან დიდხანს გასტანს. 12.თევზები მარტში დაბადებული თევზები ვარდისფერი სათვალით უყურებენ ცხოვრებას და ღრუბლებში დაფრინავენ, ამიტომ რეალობაში დაბრუნება უჭირთ. დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით, გააცანით თავი ადამიანებს.განსაკუთრებით კარგი პერიოდია თვის ბოლო. წარმატება თქვენს მხარეს იქნება და შეეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ. 140 შეფასება არ არის
|