სხვა როგორც მიიყვანა საზოგადოებამ თვითმკვლელობამდე ქალი 2019, 1 მარტი, 13:11 ![]() 2016 წლის აპრილში 31 წლის ტიციანამ მუნიანო-დი- ნაპოლიდად(ნეაპოლის გარეუბანი, იტალია) სექსუალური ხასიათის საკუთარი ვიდეოები 5 ადამიანს გაუგზავნა WhatsApp-ით. ერთ-ერთი იყო მისი ბოიფრენდი სერჟიო დი პალო, რომელთანაც ჰქონდა საკმაოდ სტაბილური ურთიერთობა. ვიდეოებში ქალს სხვადასხვა მამაკაცებთან ჰქონდა სექსი. მალე ეს ვიდოკლიპები გავრცელდა სოციალურ ქსელებში და რამდენიმე პორნო-საიტზეც დაიდო. ![]() ასეთი სიტყვები შეიძლება წარმოთქვას ახალგაზრდა უკომპლექსო გოგონამ, რომელსაც მოსწონს, რომ ვიდეოს უღებენ სექსის დროს, თითქოს ეს ფრაზა მაყურებლებს აძლევდა ყურების უფლებას: რადგან თვითონ მოსწონს რომ უღებენ, ე.ი. იმის წინააღმდეგიც არ იქნება, რომ უყურონ. ![]() როგორც ჩანს, არავის აღელვებდა ტიციანას ბედი, რას ფიქრობდა თავად - მას ხომ ასე მოსწონს ეს პროცესი, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად იყო... გულგატეხილი ტიციანა კანტონე საშინელ ხასიათზე იყო. "ჩვენ არასდროს გვილაპარაკია ამ ვიდეოზე - აღნიშნავს მისი მეგობარი ტერეზა. -მე არ მქონდა ნანახი და არც სურვილი გამჩენია, თუმცა ვხვდებოდი, რომ ძალიან იტანჯებოდა, მიუხედავად ამისა, თავი მედგრად ეჭირა". ტიციანამ გადაწყვიტა ბრძოლა დაეწყო, მაგრამ ინტერნეტიდან ვიდეოების წაშლა არც ისე ადვილი გამოდგა. ამის შემდეგ ტიციანამ მიმართა სასამართლოს საჩივრით, რომ ვიდეოები მისი თანხმობის გარეშე იყო გავრცელებული ინტერნეტში, თუმცა ამ დროისთვის მისთვის ნორმალური ცხოვრება უკვე დამთავრებული იყო. ![]() ![]() "მისი ცხოვრება ყველას თვალწინ დაინგრა-აღნიშნა ტიციანას დედამ მარია ტერეზამ-ხალხი მას დასცინოდა, მის პაროდირებას აკეთებდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ." 2016 წლის სექტემბერში ნეაპოლის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, წაშლილიყო რამდენიმე ვეს-საიტიდან და ძებნის ველიდან მისი ყველა ვიდეო, თუმცა ერთდროულად სასამართლომ ტერეზას დააკისრა სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება-20 000 ევრო. ეს უკვე ბოლო წერტილი იყო. 2016 წლის 13 სექტემბერს მარია ტერეზა სამსახურში იყო, როდესაც გაისმა ტელეფონის ზარი, თხოვდნენ სასწრაფოდ სახლში მისულიყო. ![]() ![]() ამ ამბის შემდეგ იტალიაში მკვეთრად შეიცვალა განწყობა და ტონალობა პორნოგრაფიასთან და პირად ცხოვრებასთან მიმართებაში. ამასთანავე ტიციანას ამბავი არის მაგალითი ყველა იმათთვის, ვინც აპირებს ინტერნეტში განათავსოს საკუთარი ინტიმური ვიდეო ან ფოტო. 592 2-ს მოსწონს
|