x
image
თამილა გურაშვილი
რისგან მოკვდა სტალინი?
image
იოსებ სტალინის გარდაცვალება კვლავ იდუმალებით არის შემოსილი. ზოგიერთი ისტორიკოსი ბუნებრივ მიზეზს, ზოგი კი, ძალადობრივ ვერსიას ასახელებს. მაინც როგორ მოკვდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ლიდერი?

1953 წლის მარტის დასაწყისში მთელი ქვეყანა დიდი ინტერესით აკვირდებოდა სტალინის ჯანმრთელობას. განცხადებები ვრცელდებოდა რადიოში, გაზეთებში, ახალი ამბები და ჭორები სრაფად ვრცელდებოდა ხალხში. ეს ხდებოდა საბჭოთა პოლიტიკოსის სიცოცხლის ბოლო დღეებში. 5 მარტს, იოსებ ბესარიონის ძე გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსია არის ინსულტი. რამ შეუწყო ხელი ასეთ საშინელ დიაგნოზს?

ოფიციალური ვერსიით.: 28 თებერვალის1953 წელს 74 წლის სტალინი ვახშმობდა უახლოეს აგარაკზე კუნცევოზე თავის თანამოაზრეებთან - მალენკოვთან, ბერიასთან, ბულგანინთან და ხრუშჩოვთან ერთად. 1 მარტს საღამოს, ლიდერის მცველებმა სტალინის სხეული ნახეს სამზარეულოში იატაკზე შარდის გუბეში. 4 საათის შემდეგ სასწრაფოდ უკან დაბრუნდნენ ბერია და მალენკოვი. მხოლოდ მეორიე დღის შუადღეზე ჩავიდნენ ექიმები სასიკვდილოდ დაავადებულ სტალინთან. ისინი 5 მარტამდე იბრძოდნენ მისი სიცოცხლისთვის. ინსულტის შდეგადად სტალინმა დაკარგვა ცნობიერება და ლაპარაკის უნარი, რის შედეგადაც, მას არ ქონდა გადარჩენის შანსი.


image


მას რა თქმა უნდა, ჩაუტარდა გამოკვლევები, რითაც სრულად დადასტურდა ინსულტის ვერსია. 1945 წლიდან სტალინს ქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ამ ფატალურ დღემდე მან ორჯერ გადაიტანა ინსულტი. მესამე ინსულტი, შესაძლოა მას დაემართა ქალიშვილთან ჩხუბის შემდეგ, ან შეიძლება გადაიღალა გვიან ღამემდე თანამოაზრეებთან ჯდომის გამო, 28 თებერვალს მისი თანამოაზრეები გვიან ღამით სამ საათზე დაიშალნენ, ან შეიძლება, მისი ხანდაზმული ასაკიც იყო მიზეზი.


image

აბა, საიდან გავრცელდა ჭორები?

ფაქტია, რომ 1 მარტს სტალინი იატაკზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და არავის მოუვიდა აზრად, რომ შეემოწმებინათ იგი. მალენკოვმა და ბერიამ დაბრუნების შემდეგ ექიმები კიდევ 4 საათის მერე გამოიძახეს, თუმცა, მდგომარეობა კრიტიკული იყო. რა ელოდებოდნენ?

ექიმებმა დიაგნოზი დასვეს ღვიძლის გადიდების და ღებინების დაფიქსირებით. ხოლო, გაკვეთის მერე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე დაფიქსირდა შავ-წითელი ლაქები. ეს სიმპტომები არ არის ინსულტის ნიშნები. სტალინის შვილმა ვასილმა ღიად გამოაცხადა, რომ ეს იყო მოწამვლა და მკვლელობა.

დაფიქსიებულია ბერიას გაუფრთხილებლობით ნათქვამი სიტყვვები 1 მაისს მავზოლეუმში პრეზიდიუმის წევრების მისამართით: - "მე თქვენ ყველა გადააგრჩინეთ." ვინ გადაარჩინა, როგორ და როდის, ეს არ დაუკონკრეტებია.

სტალინის გარდაცვალებისას კრემლის საიმედო ექიმები არ არსებობდნენ, ისინი იანვარში დააკავეს შეთქმულების ეჭვის საფუძველზე. ეს ექიმები გაათავისუფლეს სტალინის გარდაცვალების შემდეგ.


image

2003 წელს, ამერიკულმა ცენტრალურმა სადაზვერვო განყოფილებამ გაავრცელა დეკლარირებული დოკუმენტები. მოსკოვში მათი ჯაშუშების ინფორმაციით, სტალინი მოწამლული იყო.

ზოგადად, არსებობს ბევრი უცნაური ფაქტი ამ საქმეში. სტალინს ბევრი მტერი ჰყავდა. ის ხელს უშლიდა აბსოლუტურად ყველას. საბჭოთა კავშირში შიშის ქვეშ იმყოფებოდა მთელი სახელმწიფო აპარატი. საზღვარგარეთ ხელს უშლიდა ბანკირებს, რომლებიც ცდილობდნენ მთელი მსოფლიო დოლარზე დამოკიდებული გაეხადათ. ხელს უშლიდათ ამერიკელ და ბრიტანელ პოლიტიკოსებს, რომლებიც სტალინში ხედავდნენ საფრთხეს. აქედან გამომდინარე, ძალადობრივი გარდაცვალების ვერსია საკმაოდ გონივრულია.

საბოლოო ჯამში, წლების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლოტოვმა, რომელიც სტალინის საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა, განაცხადა: "თუ იოსები კიდევ ერთი წელი იცოცხლებდა, ვერ გადავრჩებოდი."


image

პირველად შეთქმულების ვერსია გაჟღერდა1976 წელს ა. ავტორხანოვის წიგნში "სტალინის გარდაცვალების საიდუმლო: -ბერიას შეთქმულება". ავტორი დამაჯერებლად ადასტურებს, რომ ლიდერი მოკლეს პოლიტბიუროს უმაღლესმა პირებმა.

მაგრამ არსებობს სხვა ავტორები, რომლებიც წარმოადგენენ მოვლენის სხვადასხვა ვერსიებს - ვოლკოგონოვი, რადზინსკი, გლებოვი და სხვა საბჭოთა ისტორიკოსები. მოვლენების ყველა ეს ვერსია შეგროვდა რაფაელ გრუგმანის წიგნში "სტალინის გარდაცვალება: ყველა ვერსია და კიდევ ერთი."






1
1793
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1793
  
2019, 28 თებერვალი, 0:06
სტალინი მოკლეს, მას ნელნელა ჩამოაშორეს უერთგულესი ხალხი, პირადი ექიმით დაწყებული და პირადი დაცვის მეთაურით და მცველებით დამთავრებული, სტალინი გახდა მოწყვლადი რითაც ისარგებლეს და მოწამლეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
ინსულტი მხოლოდ ოფიციალურ განცხადებაში ფიგურირებს.
0 1 1