x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ქართული მითოლოგია - წყარიშდიდა
წყარიშდიდა


წყლის დედა იგივე, მეგრულად წყარიშდიდა არის წყალთა ბატონი, დაახლოებით იგივე არსება, რაც ქალთევზა და წყლის ნიმფა. საქართველოში ის წოდებულია ასევე, როგორც სიმურ დალი ან წყალთა ნიჭის განმგებელი. სამეგრელოში და სვანეთში ასეთი ტრადიცია ჰქონდათ წარმართ ქართველებს - ახალი წლის დილას წყალს მოპარავდნენ, სამაგიეროდ ნიჭს უტოვებდნენ, ამბობდნენ შემდეგ შელოცვას - "წყალო, ნიჭი მოგიტანე, ბედი გამომატანე." ვინც ამ წარმართული ცერემონიის შემდეგ წყლის აღებას დაასწრებს, ბარაქიანი და ბედნიერი წელი დაუდგება. ეს კულტი არა მხოლოდ სამეგრელოსა და სვანეთში, არამედ კიდევ სხვა, მრავალ კუთხეში იყო გავრცელებული. სვანეთში კი მხოლოდ წყლის შელოცვა და კურთხევა ტარდება, მაგრამ წყლის დედა, როგორც არსება, იქ არ სწამდათ. უფრო ეს რწმენა მეგრულ მითოლოგიაში გვხვდება და როგორც ზევით აღვნიშნეთ წოდებულია როგორც წყარიშდიდა ან წყარიშმაფა, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს წყლის მეფეს.


წყარიშდიდა


ამ არსებაზე უამრავი თქმულება არსებობს და აქ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ. მთქმელი ნ. სიგუა - "წყარიშდიდა ცხოვრობს ღელეში, ჭონჭყო ადგილებში, ტეხურში ის არ ცხოვრობს. ნახევარი (ქვევითა ნაწილი) თევზის ფორმისაა, ნახევარი (ზედა ნაწილი) ქალისა. წყარიშმაფამ თუ წინ გაგიარა და შენ მისი ნაკვალევი გადაკვეთე, უსათუოდ უჟმური შეგეყრება. ტყაშმაფა ქალია და ტყეში ცხოვრობს, წყარიშმაფა წყალში ცხოვრობს და უფრო თევზსა და ბაყაყს ჰგავს. ადამიანს ავადმყოფობას შეყრის ხოლმე."



წყარიშდიდა


მთქმელი გ. ქობალია. გალის რაიონი. - "იტყოდნენ, წყალში ცხოვრობს, ზის წყლის დედაო. იგი წინათ უნახავთ საკუთარი თვალით, ერთ ღამეს ქურდი კაცი მიდიოდა გზაზე და ნაქურდალ საქონელს მოდენიდა. გზა წყლის პირს მიჰყვებოდა. უცბათ, საშინელი კივილი შემოესმა. იფიქრა, ალბათ ქალიშვილი მოიტაცა ვიღაცამ და ის ქალია რომ კივისო. შეშინდა ქურდი და ტყის სიღრმეში შევიდა. ისევ გაისმა კივილი, ახლა უფრო ახლოს ისმოდა ხმა. დაინტერესდა ეს კაცი. ნახა, რომ წყალს მოაპობს წყლის დედოფალი (წყარიშმაფა), აქეთ-იქეთ ნაპირზე კი მგლები მისდევენ. ახლოს რომ მივიდა, ნახა რომ ქალს არაფერი აცვია, ძალიან თეთრი ტანი და გრძელი თეთრი თმა აქვს. ამ თმით მთელი ტანი აქვს დაფარული. მდინარის ნაპირთან ყოფილა ღრმა დინება. ჩასაყვინთი მორევი. აქ რომ მისულა ის ქალი, უცბათ გამქრალა, დაკარგულა, ალბათ მგლებს გაექცა. თავის სამყოფში მიიტანა თავი."


წყარიშდიდა


მთქმელი ჟ. ბოკუჩავა - "ერთ ბიჭს უნახავს წყარიშმაფა. წყარიშმაფას სახელი დაუძახია: ხუტუ, ხუტუო! ამ ბიჭს მათრახი მოუქნევია წყარიშმაფასთვის. მას კივილი დაუწყია და ამ ბიჭის ოჯახი დაუწყევლია: "სახლში არც ერთი ცოცხალი არ დაგხვედროდესო". მართლაც, ყველა ამოწყვეტილა. ამის შემდეგ გავიდა დრო და წყარიშმაფა ერთ ღამეს განუწყვეტლივ კიოდა თურმე. ამ ბიჭს გაუგონია კივილი და მისულა. წყარიშმაფას უთქვამს, სავარცხელი მომაძებნინეო, ამ ბიჭს უთქვამს, შენ რატომ დაწყევლე ჩემებიო და მაკრატლით თმა მოუჭრია. ეს თმა მერე ცეცხლში დაუწვავს, წყარიშმაფას ძალა დაუკარგავს და ჩვეულებრივ ქალად ქცეულა.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. ქართული მითოლოგია მამბერი (+14 სტატია)


1. ქართული მითოლოგია - თეთრი გიორგი

2. ქართული მითოლოგია - თევდორე

3. ქართველი მეომრები - მხატვარი გიორგი წიკლაური (ნაწილი მეორე)

4. პარალელები სოციალ დემოკრატებსა და დღევანდელ ლიბერალებს შორის

5. ილია ჭავჭავაძის პამფლეტი ნოე ჟორდანიასადმი

6. დიდი ქართველი წმინდანები - მხატვარი მიხეილ საბინინი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
562
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0