x
image
Teklamaisuraze
გალაქტიონ ტაბიძის სიყვარული, ოლღა ოკუჯავას დღიურები
ოლღა ხშირად გულნატკენია, უჩივის გალაქტიონს, დარწმუნებულია, რომ იგი დაივიწყეს. მის ნაწერებში ხშირია ლაპარაკი მარტოობაზე, სიკვდილზე და თვითმკვლელობაზე. მაგრამ ეს გრძნობა წამიერია. სტრიქონებს, რომელშიც გადმოცემულია ასეთი განწყობილება, უმალ მოსდევს გამთბარი სიტყვები .

image

საკმარისი იყო გალაქტიონისგან წერილის მიღება, მისი დარდისა თუ ლხინის შეტყობა, რომ ოლია სულ სხვა ადამიანად გადაიქცეოდა ხოლმე. ამ მხრივ მეტად დამახასიათებელია 1913 წლის 2 დეკემბრის ჩანაწერი, რომელშიც ვკითხულობთ : “ ო, მივიღე თუ არა შენი პესიმისტური წერილი, ოპტიმისტად ვიქეცი. წერილმა გაამხნევა - პირიქით იმოქმედა. თუმცა შენი წერილის მიღებამდე თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. ყველა იმედი გადაწურული მქონდა, რწმენა – დაკარგული. მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ, რომ იცოდე, ტანჯვა-წამებაში გამოვიბრძმედე. და ამიტომ გეტყვი : გწამდეს, რომ სიცოცხლე მშვენიერია, ! "

ყოველივე ეს განპირობებული იყო, ერთი მხრივ ოლიას ამაყი, მოუთმენელი და ფიცხი ბუნებით, მეორე მხრივ, გალაქტიონისადმი მისი უზომო, უგონო სიყვარულით.


10 ოქტომბერი, კვირა

ღამის 10 საათი.

დილის 10 საათზე მარგალიტა შემოვიდა და მითხრა, ჩაიცვი, კრებაზე უნდა წავიდეთო; სახალხო უნივერსიტეტის წევრებს ირჩევენო. ხუთნი ვიყავით, ცოტა დავაგვიანეთ, კრება გაეხსნათ, თავმჯდომარე და მდივანი აერჩიათ.

დიდი კამათის შემდეგ ახალი კომისია აირჩიეს . 2 საათზე სახლში წავედი. საღამოს 10 საათამდე კითხვა განვაგრძე.

image

24 ოქტომბერი

სადილის შემდეგ ვკითხულობდი . უეცრად საშინლად უგუნებოდ შევიქენი, ავდექი, წერილი დავწერე, უკვე 4 წერილი დამიგროვდა, კონვერტი კი მხოლოდ ერთი მაქვს . მარკის ფულიც არა მაქვს. ხელფასმა დაიგვიანა, დიასახლისის ვალი მაქვს, ვერც სხვისგან ვერ ვსესხულობ უკვე.

თეატრში ილია ჭავჭავაძის საღამოა, ყველა მიდის, შენ კი სახლში უნდა იჯდე . მე არაფერი არ მამხიარულებს, ალბათ წერილებსაც არავისგან მივიღებ. .. "

9 ნოემბერი

მოვიდა ალექსანდრე და თქვა, ტოლსტოი გარდაიცვალაო.


1
110
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
110
  
2019, 26 თებერვალი, 17:08
თეკლა, ალბათ, მექანიკურად გაგეპარა პოეტის სახელში ,,ქ,, - ,,კ,,-ს მაგიერ.
0 1 1