x
image
Teklamaisuraze
სიყვარული 50 წლის წინ და ახლა
ერთი დიდი ნახტომი თაობებს შორის და უზარმაზარი უფსკრული მსოფლმხედველობათა შორის. ეს განაპირობა ჯერ კომუნისტურმა გისოსებმა, შემდეგ ერთიანად შემოწოლილმა “ სექსუალურ განათლებამ " ჩინური სათამაშოსავით.

image

იმ დროში, როდესაც ყველა ბავშვს ეგონა, რომ მისი მასწავლებელი არ ჭამდა და საჭირო ოთახს არ მოიხმარდა, სიყვარული ხშირად პლატონური უფრო იყო. გასაიდუმლოებული ემოცია მშობლებს შორის, ერთმანეთის მიმართ ჩახშული სიხარული.

როგორი იყო პირველი შეხება 50 წლის წინ ქალისა და მამაკაცის.


ეს იყო თამაში “ წითელი, ყვითელი, შავი. " როდესაც გოგონას უკეთეს შემთხვევაში ლოყაზე კოცნა შესაძლოა შეხვედროდა. ან ბიჭისთვის სილა გაეწნა და დღეს პირველი შეხება - პაემანი ღამის კლუბში. და რა იქნება კიდევ ერთი ამდენი წლის შემდეგ, თუ ამას სკოლაში ასწავლიან, ჯერ ალბათ როგორმე სქესზე უნდა შეჯერდეს, გოგონად ყოფნა მოსწონს თუ ბიჭად.

image

პირველი მიწერილი წერილი შეყვარებულს 50 წლის წინ. ამაში საიდუმლო მეგობარი უნდა ჩარეულიყო, როგორც გოგოს მხრიდან, ასევე ბიჭის. ბიჭს მეგობრისთვისს ჩუმათ უნდა გაეტანებინა წერილი თავისი შეყვარებულის მეგობართან. და ასევე პასუხს დალოდებოდა. უკეთეს შემთხვევაში თუ გოგონა თამამი აღმოჩნდებოდა პასუხსაც დაუბრუნებდა.

image

დღეს როგორ ხდება? ახლა უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს მიმოწერა.თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით. და მშვენივრად ახერხებენ ახალგაზრდები ურთიერთობების გარკვევას. როგორ იქნება წლების შემდეგ . ჯერ ალბათ უნდა ჩამოყალიბდეს რომელ გენდერს მიეკუთვნება.

პირველი სიყვარულის ახსნა 50 წლის წინ

ალბათ ეს სიგიჟე ბევრს ჩაუდენია, რომანტიული სიყვარულის ახსნა, რა თქმა უნდა თივით დანთებული გულის ფორმის ცეცხლი, ამწეთი მირთმეული ვარდების თაიგული მეცხრე სართულის ფანჯარასთან. მუხამბაზის სიმღერა ფანჯრების წინ.

და დღეს შეუყვარდები თუ აჩუქებ აიფონს. და ა. შ. შეძლებისდაგვარად .

ხელის თხოვნა 50 წლის წინ.

ნუ მაგ დროს ქალს ვინ ეკითხებოდა. მოიტაცე, მონატაცებს ვიღა წაიყვანს, მორჩა შენი ცოლია .

დღეს მადლობა უფალს ხელის თხოვნა საკმაოდ რომანტიულად ხდება.

image

ოჯახი 50 წლის წინ.

“ ქალი ვიცი კუხნაში. "

დღეს ქალები მუშაობენ სამსახურებში და ოჯახში ერთნაირი ძალისხმევით და რა თქმა უნდა ბავშვებთან ერთად.

თუმცა ქართველები სადღეგრძელოებში ისე ლამაზად ასახავენ ქალის სილამაზესა და მშვენიერებას. დედობას და მეუღლეობას.

მართლმადიდებლობა ასწავლის ქალის მორჩილებას მეუღლის მიმართ. და მამაკაცს ავალებს თავის მეუღლეზე ზრუნვას .

სახელმწიფო გენდერულ თანასწორობას გეგმავს სადაც ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანები არიან . თუმცა პირადად ჩემთვის, ამ თანასწორობაში შვილის გაჩენის პასუხისმგებლობა ვის ეკუთვნის გაუგებარია.

საბოლოოდ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი.

გადახედეთ :

იცოდით, რომ ქალები...

imageლიდერი ქალების 5 პიროვნული მახასიათებელი

image9 რჩევა Blackjack ის მოსაგებად.

imageემიგრანტი ქალის წერილი

image

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0