x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ვინ იყვნენ 90-იანი წლების თბილისელი პრინცები - ისტორიები უსიმპატიურესი ქართველი ბიჭების შესახებ
image
მათ საკუთარი ადგილი ჰქონდათ თაობის მესხსიერებაში, ყველა მათგანი იქცა ათწლეულის რომანტიკულ გმირად, რომელსაც ასაკი არ გააჩნია. "დაკარგული თაობა" - ამ ეტითეტით ახასიათებენ ხოლმე ბიჭებს, რომლებსაც დრო არ დააბერებს. ისინი მარად ახალგაზრდები იქნებიან


ის მრავალი თაობისთვის იქცა ხელშეუხებელ ლეგენდად, კინოკარიერის მწვერვალზე მყოფმა მიატოვა განათებული გადასაღები მოედნები ( იმ პერიოდში სამ ფილმში იღებდნენ) უკვე მორგებული როლები, თაყვანისმცემელთა რიგები, ოჯახი და აფხაზეთში წავიდა ქვეყნის დასაცავად. მან იცოდა რომ მხოლოდ კინოს არ ეკუთვნოდა და მთავარი მოვალეობა სამშობლოს დაცვა იყო..

imageლევან აბაშიძე 29 წლის იყო როდესაც ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის ომში..თავის თაობაში თითქმის ყველა გოგონა ოცნებობდა ლევანზე, ხშირად ხვდებოდა წარწერები კედლებზე, იყო ზარები სახლის ტელეფონზე.

image როდესაც მსახიობი აფხაზეთიდან ჩამოასვენეს იმ ღამით მისი სახლის წინ, კედელზე წარწერა გაჩნდა: "ლევან, მიყვარხარ!", მეორე ღამით ამ წარწერას გვერდით კიდევ ერთი წარწერა მიემატა: "ლევან მე უფრო მიყვარხარ..!", ერთი დღის შემდეგ სხვა კედელზე ერთი წარწერაც მიემატა: "ლევან, მე ყველაზე ძალიან მიყვარხარ.." ასე გაგრძელდა წარწერები კედლებზე და დარჩა ლევან აბაშიძე მაყურებელთა მეხსიერებაში.


image


გეგა კობახოძე


მის შესახებ ბევრი უთქვამთ და ძალიან ბევრიც დაუწერიათ. გეგა კობახიძე ის ბიჭია, რომლის ნიჭიერებას, პიროვნულ თვისებებსა და რაინდულ თვისებებს ბევრი ადამიანი აღუბრთოვანებია.


მისი ცხოვრების საბედისწერო ნაბიჯი კი დედას, მსახიობ ნათელა მაჭავარიანს არასოდეს გაუმართლებია. ის თაობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, რომელსაც დრო ვერასდროს გაახუნებს.

image

ბოლო ფილმი, რომელიც ვერ დაამთავრა იყო თენგიზ აბულაძის ლეგენდარული :მონანიება, სადაც გეგა თორნიკე არავიძის როლს ასრულებდა. ფილმის გადაღება თვითმფრინავის გატაცებისას შეწყდა. მოგვიანებით ამ როლში მერაბ ნინიძე გადაიღეს.

image

" სოაცრად ფანტაზიორი იყო, რაღაც ამბებს თხზავდა და ისე შთამბეჭდავად ყვებოდა. ძალაუნებურად იჯერებდი. მაინც ვფიქრობ ბევრ რამეში არ გაუმართლა. თუნდაც, ჩემი და მამამისის დაშორებამ ძალიან იმოქმედა, მაგრამ არასდროს უგრძნობინებია რამე.. იმასაც ვფიქრობ რომ გამართლებოდათ მაშინ და ამერიკაში გადასულიყვნენ, გეგა იქ ძალიან კარგი მსახიობი იქნებოდა.." - ნათელა მაჭავარიანი, გეგა კობახიძის დედა.


დუდუ დადიანი


კალათბურთელ დუდუ დადიანს 13 ნომრით იცნობენ, ყველგან სადაც ის ასპარეზობდა ამ ნომრით გამოდიოდა.

როგორც ყვებიან არისტოკრატიული გარეგნობის სპორცმენი საოცარი თავმდაბლობითა და გულუბრყვილობით გამოირჩეოდა, თავგადასავლების მოყვარული დუდუ, ხიფათიან ამბებშიც ხშირად ეხვეოდა.

image

ერთხელ თურმე ნადირობით გატაცებულმა ლაშქრობის დროს მეგობართან ერთად შემთხვევით აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა მესაზღვრეებმა დააკავეს და რამდენიმე დღე იმამ იმამ შამილის კოშკშიც გამოკეტეს სანამ ნათესავებმა არ შეიტყვეს ამბის შესახებ და ყველაფერი არ გაარკვიეს.

imageსაქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, იმდროისათვის კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი დუდუ დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული.

4
15475
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
15475
  
2019, 1 მარტი, 16:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 26 თებერვალი, 23:40
ლევან აბაშიძეეეე
მეც მეყვარებოდა მის თაობაში რომ მეცხოვრაა
2019, 26 თებერვალი, 3:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4