x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ტიტანიკი 24 წლის შემდეგ- ნახეთ, როგორ გამოიყურებიან მსახიობები ახლა

ტიტანიკის დიდ ეკრანებზე გამოსვლიდან უკვე 24 წელი გავიდა, მაგრამ ბევრისთვის ის კვლავ რჩება ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფილმად. ნახეთ, როგორ შეიცვალნენ ფიკლმის შემსრულებელი მსახიობები ახლა:

1. ქეით უინსლეტი

ქეითისთვის ტიტანიკის მთავარი როლი მის კარიერაში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, მან ხომ ოსკარის პირველი ნომინაცია მოუტანა და რაც მთავარია, ერთგული და საუკეთესო მეგობარიც შეიძინა ლეონარდო დიკაპრიოს სახით.image

2. ბილი ზეინი

ზეინი ბერძენი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. სახელი ჯერ კიდევ 1989 წელს გაითქვა ფილმში Dead Calm, ფილმოგრაფიის უმეტეს ნაწილში ასევე ბოროტმოქმედის როლი აქვს, MTV Movie Awards-მა ტიტანიკში შესრულებული როლისთვის წლის საუკეთესო ბოროტმოქმედის როლუც კი მისცა. ამის შემდეგ მსახიობს მხოლოდ პატარა, უმნიშვნელო როლები აქვს სხვადასხვა პროექტებში.image

3. ფრენსის ფიშერი

ტიტანიკს შემდეგ მსახიობს მხოლოდ დედის როლები აქვს.
image

4. ბერნარდ ჰილი

ტიტანიკში მისი როლის შემდეგ, ბერნარდ ჰილმა ითამაშა ფილოსი ფილმში “მორიელების მეფე" შესაძლოა გოთიკიდანაც გაიხსენოთ. ჰილის ყველაზე დასამახსოვრებელი როლი იყო მეფე თეოდენის როლი ფილმებში ბეჭდების მბრძანებელი: ორი კოშკი და ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება. ის ერთადერთი მსახიობია, რომელმაც ითამაშა ერთზე მეტ ფილმში, რომელმაც 11 ოსკარი მიიღო.image

5. ვიქტორ გარბერი

მსახიობს ხშირად იხილავთ სხვადასხვა რომანტიულ კომედიებში, ერთგულ ფანებს კი მსახიობი სერიალ ჯაშუშიდანაც ახსოვთ.image

6. ჯონათან ჰაიდი

მსახიობს ძირითადად ისევ პატარ-პატარა როლები აქვს, შესაძლოა გაგახსენდეთ ფილმიდან “ჯუმანჯი".image

7. იოან გრიფადი

იოან გრაფადმა სამსახიობო განათლება მიიღო ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში. მას ყოველთვის ჰქონდა საკმარისი როლები. სუპერგმირის როლიც კი აქვს “შესანიშნავ ოთხეულში", ამჟამად კი სერიალ დოქტორ ჰაროუში მონაწილეობს.image

8. კეტი ბეიტსი

ჯერ კიდევ ტიტანიკის გამოსვლამდე ბეიტსი საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო, 1991 წელს ფილმში “მიზერი" როლისთვის ოსკარიც აიღო და ტიტანიკის შემდეგაც აგრძელებს წარმატებულ კარიერას. მსახიობს საინტერესო როლები აქვს სერიალ “ამერიკულ საშინელებათა ისტორიებშიც".image

9. ლეონარდო დიკაპრიო

ვინ არ იცის ვინაა ლეონარდო დიკაპრიო? მან სახელი ჯერ კიდევ 1993 წელს გაითქვა, მისი ყოველი ფილმი კი უნდა ითქვას, რომ შედევრია.image

10. დენი ნუჩი

ისევე როგორც მისი პერსონაჟი ტიტანიკში, ნუჩიც იტალიელი ემიგრანტია. 14 წლიდან თამაშობდა სხვადასხვა საპნის ოპერასი, თეატრსა თუ ფილმებში.image

11. სუზი ამისი

სიუზი ამისმა კარიერა მოდელობით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ფილმებზე გადავიდა. მან ითამაშა 1993 წლის ცნობილ ვესტერნში "პატარა ჯოს ბალადა". ფილმმმა კარგი შეფასებები დაიმსახურა. 1997 წელს ტიტანიკზე მუშაობისას მას და ჯეიმს კამერონს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინებულებიც იყვნენ.image











0
1643
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0