x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ალა პუგაჩოვამ კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო

image


კვიპროსის «უძრავ ქონებაში ინვესტირების» სახელმწიფო პროგრამის თანახმად, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე უძარვ ქონებაში 2 მლნ. ევროზე მეტს დააბანდებს, მას და მისი ოჯახის წევრებს, სურვილის შემთხვევაში, ქვეყნის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ.

რუსეთში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალა პუგაჩოვამ და მისმა მეუღლემ, აღნიშნული პროგრამით ისარგებლეს და კვიპროსის სამხრეთ ნაწილში, ქ. ლიმასოლში ბინა შეიძინეს და ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს.

ამ ინფორმაციას ადასტურებს ოჯახის ადვოკატი ს. პოგოსიანი, რომელიც კვიპროსის ბერძნულ ნაწილში, თავად აწარმოებდა მოლაპარაკებას, რუსული ესტრადის ვარსკვლავისთვის ბინის შეძენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საბუთები ოფიციალურად გაფორმდება, პუგაჩოვას, მისი მეუღლეს და შვილებს, მსოფლიოს 160 ქვეყანაში უვიზოდ შეეძლებათ მოგზაურობა.

imageP. S. ორმაგი მოქალაქეობა აქვთ რუსული შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლებსაც (რუსული კანონმდებლობით, რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ იკრძალება). მაგ. ვალერი ლეონტევი ამერიკის მოქალაქეა, ლაიმა ვაიკულე – ლატვიის, ფილიპ კირკოროვი – ბულგარეთის, კრისტინა ორბაკაიტე – ლიტვის... GHN-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით, ვალერი მელაძემ ოფიციალური განცხადებით იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა. image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ფორთოხალი, არაყი და პუგაჩოვა ერთ «სასაჩუქრე კალათაში»
* «დ’არტანიანი და სამი მუშკეტერის» მსახიობები მაშინ და დღეს

* საუკეთესო სიმღერა სიყვარულზე, რომელიც 18 წლის შუალედით, 2-ჯერ მოექცა მსოფლიო ჩარტების სათავეში

0
334
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0