x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
რა ითვლება ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებისას ყველაზე საშიშ ეფექტად. გვერდითი მოვლენები და მათთან ბრძოლის  გზები  

image



ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს გვერდითი მოვლენებიც ახლავს -ეს ცნობილი ფაქტია. მაგრამ, როგორ განვსაზღვროთ, სერიოზულია თუ არა ეს უკუჩვენებები? რა გადის დროთა განმავლობაში და რა საჭიროებს პრეპარატის შეცვლას?

ექიმები მოგვითხრობენ ყველა ნიუანსის შესახებ!



1. გამონაყარი კანზე


კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს ზოგ შემთხვევაში უწერენ ქალებს აკნეს მკურნალობისთვის და კონტროლისთვის. იმდენად, რამდენადაც ის გამოწვეულია სწორედ ჰორმონალური ფონის ცვლილებებით . აბები ზოგ შემთხვევაში კანზე გამონაყარს იწვევს.

თუ ამ არასასიამოვნო ცვლილებამ არ გაიარა სამი თვის განმავლობაში, მაშინ მიმართეთ ექიმს.




2. განწყობის ხშირი ცვალებადობა და დაბალი ლიბიდო




ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა შესაძლოა განწობაზე იმოქმედოს და შეამციროს სექსუალური ლტოლვა. ამას ქალების 15 % განიცდის.

როგორც წესი, პროგესტერონის დაბალი დონის და კურსებს შორის მოკლე შუალედების მქონე პრეპარატები უფრო კარგია ასეთ შემთხვევებში, მაგრამ ეს საჭიროა განიხილოთ ექიმთან ერთად.

გუნება-განწყობის ცვლილება და სექსუალური სურვილების შემცირება სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.



3. გამონადენი



კრიტიკული დღეების შუალედში ზოგ ქალს შეიძლება ჰქონდეს გამონადენი ან შეიცვალოს მისი ჩვეული რეჟიმი.


როგორც წესი, ამანაც უნდა გაიაროს სამი თვის განმავლობაში. თუ არა, მაშინ უნდა მიმართოთ ექიმს.





4. თავის ტკივილი, კანკალი, გულისრევა




ეს სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ დროის თავისებურებასთან, როცა აბებს ღებულობთ. მაგალითად, არ უნდა დალიოთ წამალი მშიერმა.

სასურველია მიიღოთ ჭამის დროს და წყალიც მიაყოლოთ.




5. ტკივილი მკერდის არეში




დისკომფორტი მკერდის არეში შესაძლოა გაჩნდეს ახალი აბების მიღების პირველ თვეს. სპეციალისტთან უნდა მიხვიდეთ იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ ძუძუს თავების ფერის ცვლილებას ან ძალიან ძლიერ ტკივილებს.




სერიოზული სიმპტომები



ჩასახვის საწინააღმდეგო წამლების მიღების ყველაზე საშიშ ეფექტად ითვლება რომბი, მაგრამ ეს უკიდურესად იშვიათი გვერდითი მოვლენაა. სხვა არასასიამოვნო სიმპტომებია - კისრის ძლიერი ტკივილები, კუნთის სპაზმები, სუნთქვის პრობლემები. ესენიც იშვიათად ხდება, მაგრამ შესაძლოა სხვა სერიოზული დარღვევების ნიშანიც იყოს.

ამიტომ, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება ამ ვიდეოების ნახვა. გთავაზობთ ორ გადაცემას კონტრაცეპტივებზე.



გისურვებთ ჯანმრთელობას.

იხილეთ ასევე:

დედა, რომელიც ზრუნავს შვილის ჯანმრთელობაზე, არ მისცემს მას ტკბილ გაზიან სასმელებს, ჩიფსებს, მაიონეზს და სხვა მავნე პროდუქტებს. 3 წლამდე ასაკის ბავშვის კუჭი ვერ ახდენს ყველა იმ პროდუქტის გადამუშავებას, რასაც მას მშობლები აძლევენ. ამიტომ გაგაცნობთ იმ პროდუქტებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ სამ

სულ ახლხანს გახდა ცნობილი, რომ უკვე 60 წელზე მეტია რაც არსებობს და თავისუფლად იყიდება წამალი, რომელიც მრავალ დაავადებას კურნავს. რის გამოც ვერ იტანს მას ოფიციალური მედიცინა! ამ პრეპარატს ეწოდება "АСД". ღირს ძალიან იაფი და კურნავს თითქმის ყველა დაავადებას! ა...

საოჯახო აფთიაქი ნებისმიერ ოჯახში უნდა იყოს - ეს აქსიომაა, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება. სტატისტიკის მიხედვით, საყოფაცხოვრებო ტრამვების და მოწამვლის უმრავლესობა ხდება სახლში და ამიტომ ექიმების მოსვლამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი დახმარების აღმოჩენა, მათ შორის სწორად შერჩეული

დასვენების დღეების მხიარულად გატარების სურვილი ისეთივე ძლიერია, როგორც შემდეგ სწრაფი აღდგენის სურვილი. თავის ტკივილი, გულის რევა - მცირე დამახასითებელი ნიშნებია ორგანიზმის ალკოჰოლური ინოქსიკაციისა. საჭიროა მასთან ბრძოლა, თორემ ხანგრძლივი ნაბახუსევი გარანტირებული იქნება. (იხილეთ ვიდეო) არასასიამვნო შეგრძნებები რომ რაც

0
142
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0