ვარსკვლავები მირანდა კერის სილამაზის საიდუმლო 2012, 16 ივლისი, 15:48
ორლანდო ბლუმის მეუღლე და "Victorias secret"-ის მოდელი -მირანდა კერი მამაკაცების აღფრთოვანებას და ქალების შურს იწვევს. როგორც ვიცით, მას ახლახანს ბავშვი შეეძინა, თუმცა მაინც იდეალურ ფორმაშია, ინტერვიუში მან გაამხილა თუ როგორ ახერხებს ასეთი ფიგურის შენარჩუნებას. "უკვე ათი წელია იოგით ვარ დაკავებული, ეს ჩემი სპორტული რეჟიმისა და ჯანმრთელობის საფუძველია. ძალიან მიყვარს ვარჯიშები, რომლებიც სხეულისა და გონების განვითარებას იწვევს. ყოველდღიურ დიეტაში კი ვიცავ პრინციპს 80/20, რაც გულისხმობს, რომ ჩემი რაციონის 80% ჯანმრთელი საკვებია, ხოლო 20%-ს შეადგენს ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს, "-განაცხადა მირანდამ. 681 4-ს მოსწონს
|