![image](/uploads/article_images/small/4931348248122.jpg)
ნიუ-იორკის პლასტიკური ქირურგები შოკში არიან, როდესაც რიგში მდგომ უამრავ ადამიანს ხედავენ, რომლებც მეგან ფოქსის მსგავსი წარბების გაკეთებას ითხოვენ. მეგანის წარბები ხომ 8 ათასი დოლარი ღირს!
ნიუ-იორკში პალსიკური ქირურგია ისევ მოდაშია, თუ ქალბატონებს ადრე ჯენიფერ ლოპესის საჯდომი უნდოდათ ახლა მათ ცხოვრება არ შეუძლიათ მეგანის წარბების გარეშე. როგორც ჩანს, ამერიკაში მიმბაძველობის ახალი ტალღა დაიწყო და 90-იანი წლებისგან განსხვავებით უფრო ეგზოტიკური ტრენდების დრო დადგა.
მსახიობის წარბებს ვერ დახატავ ჩვეულებრივი ფანქრით, ისინი სპეციფიკური ასიმეტრიული ფორმით გამოირჩევა. დაახლოებით მსგავსი ფორმის წარბები აქვთ კიმ კარდაშიანსა და ქეით მიდლტონს.
ქალები მზად არიან გადაიტანონ მტკივნეული 3საათიანი ოპერაცია სილამაზის გამო, ქირურგიული ჩარევა ადგილობრივი ნარკოზით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 4-დან 8 ათას დოლარამდე მერყეობს.
ჯერჯერობით ოპერაციის უარყოფი შედეგით არავის მიუმართავს, მაგრამ ერთი შეხედვაც კი საკმარისია მივხვდეთ, რომ წარბების გადანერგვა უარყოფითად მოქმედებს სახის მიმიკურ კუნთებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ინექციით გამოწვეულ ალერგიაზე.