შოუბიზნესი ვარსკვლავური შაბათ-კვირა 2012, 16 ივლისი, 14:55 მაილი საირუსი და მისი კაცი თბილ კვირა დღეს სკეიტბორდინგით ირთობდნენ თავს ლოს-ანჯელესის ქუჩებში. ზედმეტი სიცხის მიუხედავად ლიამს სიმპატიური თავი ნაქსოვი ქუდითაც კი დაუმშვენებია. რას იზავ, სელებრითობაც მსხვერპლს მოითხოვს. ჯინსებსა და ზოლიან მაისურში გამოწყობილი რაიან გოსლინგი, მეგობარი გოგოს, ევა მენდესის გარეშეც იდეალურად გამოიყურებოდა შაბათს, მალიბუს სანაპიროზე მოსეირნე. კუნთებდაბერილი ჰიუ ჯეკმანი თავის 7 წლის ქალიშვილს დაასეირნებს კისრით. გოგონას გასულ კვირას ჰქონდა დაბადების დღე. რის აღსანიშნავადაც ოჯახი და ახლობლები სიდნეიში შეიკრიბნენ. ავსტრალიის ერთ-ერთ ცოცხალ პლაჟზე. მსახიობი ევა ლონგორია კი მალიბუს სანაპიროზე ისვენებს და ახალი რეალითი შოუ სერიალისათვის ემზადება. ქეითი ჰოლმსი პარასკევს, 6 წლის ქალიშვილთან ერთად ბავშვთა ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდა ნიუ-იორკში. სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი, თავის სუპერმოდელურ პოზას ამუშავებდა ნიუ-იორკში, ფანებთან შეხვედრის დროს. ჯენიფერ გარნერი და მისი 6 წლის ქალიშვილი, ვიოლეტ აფლეკი, იასამნისფერ საჰაერო ბუშტთან ერთად დასეირნობდნენ ბრენთვუდში, კალიფზე. 886 6-ს მოსწონს 1-ს არა
|